ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: ასე მგონია, მამაჩემი ჩემზე მეტად ნიჭიერი იყო...

© photo: Sputnik / Ani Mejlumyanვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლას-ვეგასის მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალურ ბრძოლაში ანგარიში 1:4 იყო ჰასან რაჰიმის სასარგებლოდ, ბრძოლის დასრულებამდე 30 წამიღა რჩებოდა, მაგრამ მაშინაც კი არ მიფიქრია მარცხზე...

25 წლის ოლიმპურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა „Sputnik—სომხეთს" იმ რთულ გზაზე უამბო, რომელიც ოლიმპიურ ოქრომდე გაიარა.

— რა სირთულეების გადალახვა მოგიხდათ რიოს ოლიმპიადის დაწყებამდე?

— წონაში მოვიმატე, ცხრა კილო უნდა დამეკლო და ჯერ კიდევ ვერ აღვიდგინე ძალები.

— როგორ ემზადებოდით შეჯიბრებისთვის რიოში ჩასვლის შემდეგ? თქვენ იქ არც ოლიმპიურ სოფელში დაუნახიხართ ვინმეს და არც სხვა დარბაზებში. მხოლოდ ტურნირზე გიხილეთ…

— თუშეთში შეკრების მერე მხარი ამტკივდა — ძველმა ტრავმამ შემახსენა თავი და მაშინვე გუნება წამიხდა. ვიფიქრე, აჰა, ისევ დაიწყო-მეთქი. ორი დღე ვისვენებდი, არ ვვარჯიშობდი, რომ ანთება არ გამემწვავებინა. რიოსკენ გზად კი გერმანიაში კარგი შოპინგი მოვიწყე, დავისვენე. მაგრამ მხარი მაინც მტკიოდა. ამიტომ რიოში ჩასულმა კიდევ ერთი დღე შევიკავე თავი ვარჯიშისგან და… წონაც ავკრიფე. აბა, რა იქნებოდა, როცა მეძინა, ვჭამდი და ვისვენებდი — მეტს არფერს ვაკეთებდი.

© FB/ Vladimer.Khinchegashvili ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: მოწინააღმდეგის თვალებში ყოვეთვის იმას ვკითხულობ, რომ მე გავიმარჯვებ
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: მოწინააღმდეგის თვალებში ყოვეთვის იმას ვკითხულობ, რომ მე გავიმარჯვებ - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: მოწინააღმდეგის თვალებში ყოვეთვის იმას ვკითხულობ, რომ მე გავიმარჯვებ

 

— მარტოობა გიყვართ? ურთიერთობები კონცენტრაციაში ხომ არ გიშლით ხელს?

— ვერ ვიტყვი, რომ მიშლის. უბრალოდ, როცა წონაში ვიმატებ, ბევრი რამ მაღიზიანებს და აღარც არავისთან ურთიერთობა მახარებს.

— როგორ მოგეწონათ პირობები რიოში, მაგალითად, კვება?

— ჭირვეული არ ვარ, თანაც ისე ცოტას ვჭამდი, რომ არაფერი არ მიშლიდა ხელს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
ხინჩეგაშვილი: ქომაგები ვანერვიულე, მაგრამ ახლა გახარებულები არიან ჩემი გამარჯვებით

— და სასტუმროს ნომერი? საცხოვრებელ პირობებს ბევრი უჩიოდა.

— ოთხი წლის წინ, ჩემ პირველ ოლიმპიადაზე ლონდონში ყველაფერი მაინტერესებდა — დავდიოდი და ყველაფერს ვათვალიერებდი. რიოში კი როგორღაც ყველაფერი სულ ერთი იყო. მხოლოდ დასახულ მიზანზე ვფიქრობდი და ამიტომ ცხელი წყალი და საწოლი — ეს იყო ის, რაც მჭირდებოდა.

— გამარჯვებისკენ მიმავალი გზა იოლი არ ყოფილა. რა შეიცვალა ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, სადაც მსაჯებმა თავისი „წვლილი“ შეიტანეს იმაში, რომ მხოლოდ ვერცხლს დასჯერებოდით?

— ბევრი რამ და ყველაფერი უკეთესობისკენ. გავიზარდე, შესამჩნევი პროგრესი განვიცადე, დიდი გამოცდილება შევიძინე — სპორტულიცა და ცხოვრებისეულიც.

© FB/ Vladimer.Khinchegashviliვლადიმერ ხინჩეგაშვილის მორიგი გამარჯვება
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მორიგი გამარჯვება  - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მორიგი გამარჯვება

— რას გრძნობდით ლონდონში ბრძოლის შემდეგ, როცა გამარჯვება ასე ახლოს იყო, მაგრამ…

— თვეები დამჭირდა გონზე მოსასვლელად. ერთი-ორი კვირა ძალიან ცუდად ვიყავი. მერე კი გავიაზრე, რომ არც ვერცხლის მედალი იყო პატარა საქმე ჩემი ასაკისთვის.

— ტაშკენტში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგივე განმეორდა, ისევ ვერცხლი გერგოთ.

— ტაშკენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემპიონი გავხდებოდი. საფინალო ბრძოლა თავდაჯერებით დავიწყე და ანგარიშიც მიმყავდა — 3:0. ჰოდა, ამან დამღუპა. არანაირად არ უნდა წამეგო. იმ მომენტში სპორტული ფორმის პიკზე ვიყავი. ასე რიოს ოლიმპიადისთვისაც კი არ ვიყავი მზად.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოქროს მედალი რიოს ოლიმპიადაზე - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადის ჩემპიონია

— ფიქრობთ, რომ თქვენით წააგეთ თუ მსაჯმაც შეასრულა როლი?

— ასეთები ყოველთვის ხდება, მაგრამ ეს წვრილმანებია. შემეძლო იმდენი მომეხერხებინა, რომ მსაჯებს თავად ვერაფერი გადაეწყვიტათ. ასე რომ, ეს ჯერ ჩემი შეცდომა იყო და მხოლოდ მერეღა — მსაჯებისა. 

— მიგაჩნიათ, რომ გამარჯვებისთვის აუცილებელია მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგე?

— რა თქმა უნდა. მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყო.

© Sputniik/Denis Avlabreliვლადიმერ ხინჩეგაშვილის ავტოგრაფი Sputnik-ს
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ავტოგრაფი Sputnik-ს - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ავტოგრაფი Sputnik-ს

 

— 2015 წელს ლას-ვეგასის მსოფლიო ჩემპიონატზე უკანასკნელ წამებში შეცვალეთ ირანელ ჰასან რაჰიმისთან ბრძოლის შედეგი. იმას კი თავი უკვე მსოფლიო ჩემპიონი ეგონა და იტირა კიდეც მარცხის შემდეგ. კომენტატორმა ისიც კი თქვა, ვლადიმერს ვერცხლი მოსწყინდაო.

— ვეგასში ერთი წამითაც არ გაუელვებია თავში აზრს, რომ შეიძლებოდა დავმარცხებულიყავი. ანგარიში 1:4 იყო რაჰიმის სასარგებლოდ, ბრძოლის დასრულებამდე 30 წამიღა რჩებოდა, მაგრამ მაშინაც კი არ მიფიქრია მარცხზე. ჰოდა, ამ ტაქტიკამ გაამართლა.

— ძალიან ბევრ მოჭიდავეს შერკინების დამთავრებამდე 10 წამით ადრე უკვე პანიკა ეწყება. თქვენ როგორ ინარჩუნებთ სიმშვიდეს?

— პანიკაში კი არ უნდა ჩავარდე, გამოსავალი უნდა მოძებნო. შიში და ნერვიულობა მხოლოდ აფუჭებს საქმეს. შესაძლოა არაფერი გამოგივიდეს, მაგრამ შენი საცდელი უნდა სცადო და გამოავლინო ყველაფერი, რაც შეგიძლია.

— საინტერესო ტაქტიკა გაქვთ: რიოში თითქმის ყველა მოწინააღმდეგე თითო ქულით დაამარცხეთ. ვინ ახდენს თქვენზე ფსიქოლოგიურ გავლენას?

— ეს უფრო გამოცდილებაა. კი, ბევრი ადამიანი მამხნევებს და სტიმულს მაძლევს, მაგრამ გამარჯვების განწყობა თავად უნდა შეიქმნას სპორტსმენმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი დაგავიწყდება, რასაც გეუბნებიან. უპირველესად საკუთარ თავს უნდა აჯობო.

— ბაქოს ევროპულ თამაშებზე დისკვალიფიკაცია მოგცეს…

— როცა წონაში იმატებ, ნერვიული ხდები და რამე თუ არ გამოგდის, ემოციებს ჰყვები. ჩემი მეტოქეც ვერ მოიქცა სპორტულად და შეჯიბრებიდან ორივე მოგვხსნეს. მაგრამ ეს კარგი გაკვეთილი იყო ჩემთვის. ასეთი საწყენი მარცხიც კი რაღაცას მმატებს და ამიტომ ისევე აუცილებელია, როგორც გამარჯვება. სწორედ ბაქოს ინცინდენტი დამეხმარა ვეგასში, როცა პროვოკაციაზე ცდილობდნენ ჩემ წამოგებას. მე კი მაშინვე გამახსენდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყოლოდი ემოციებს.

ხინჩეგაშვილის დაჯილდოების ცერემონია - Sputnik საქართველო
ხინჩეგაშვილის კიდევ ერთი ოქრო საქართველოს

— არის ბევრი მოჭიდავე, რომლებიც სხვადასხვა კლუბებში გამოდიან, მთელი წელი შეჯიბრებებში არიან ჩართული და პარალელურად ოლიმპიადისთვისაც ემზადებიან. მაგრამ თქვენ ფეხბურთელის გრაფიკი გაქვთ და როგორ ასწრებთ?

— არ მიჭირს, თუმცა ხანდახან დაღლილობა მძლევს ხოლმე. ყველაზე რთული წონის შენარჩუნებაა. თუ კილოგრამების დაკლება არაა საჭირო, მაშინ ყველაფერი კარგადაა. მაგალითად, ბუნდესლიგასა და ირანში ინდივიდუალური სტილი აქვთ და სპორტსმენი ბევრს სწავლობს — სწავლობს არა მხოლოდ ჭიდაობას, არამედ სწორად კვებას, ვარჯიშს, გრაფიკს, აღდგენას.

© FB/United World Wrestlingვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

— რამდენად დაგეხმარათ ამ მხრივ გერმანია?

— გერმანიაში ვისვენებ. იქ ყველაფერია იმისთვის, რომ სპორტსმენმა თავი კომფორტულად იგრძნოს. ირანში თავიდან ძალიან გამიჭირდა ბრძოლა, მაგრამ თანდათან მივეჩვიე. ძნელია, როცა უცხო ქვეყანაში მარტო ხარ და მაყურებელი გიყვირის… მაგრამ მივეჩვიე. ახლა შეჯიბრებებზე ვეღარაფერს ვამჩნევ და თავს უსე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში.

— რიოში ჰაჯი ალიევთან მოგიწიათ შერკინებამ. ვიცი, რომ მეგობრები ხართ და არ გიჭირთ მეგობრებთან ჭიდაობა?

— კი, ძმები ვართ. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა წონით კატეგორიაში არ გვიწევს ბრძოლა, მაგრამ რას ვიზამთ? ამ ჯერზე მე გამიმართლა იმიტომ, რომ უკეთესად ვიყავი მომზადებული.

— გვიამბეთ რამე თქვენზე, თქვენ ოჯახზე, მამაზე, რომელიც ასევე მოჭიდავე იყო.

— მამა 1999 წელს დაიღუპა, როცა ჯერ ისევ პატარა ვიყავი. იმ დროისთვის ის უკვე აღარ ვარჯიშობდა და უნდოდა, რომ მეც მოჭიდავე გამოვსულიყავი. 6-7 წლისა ვიყავი, როცა ურჩიეს, ჭიდაობის სკოლაში მიიყვანეო, მაგრამ მიაჩნდა, რომ ჯერ ადრე იყო…

მე და მამას ერთი მწვრთნელი გვყავდა. მამა ევროპის ჩემპიონი იყო ახალგაზრდებში. ასე მგონია, რომ ჩემზე მეტად ნიჭიერი იყო. კი, მეც მაქვს ნიჭი, მაგრამ ჩემ წარმატებებში უფრო მეტი შრომაა, ვიდრე ნიჭი. იმასაც იმდენი რომ ევარჯიშა, რამდენსაც მე ვვარჯიშობ…

მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

— ყველაზე მეტად რომელი ორთაბრძოლები დაგამახსოვრდათ რიოში?

— ძალიან მეწყინა თქვენი მოჭიდავის, არუთუნიანის მარცხი. სოსლან რომონოვი თავისუფალ ჭიდაობაში მხეცია. არ მეგონა, თუ ამ სტილში გაიმარჯვებდა.

რა თქმა უნდა, ქართველებს ვქომაგობდი. პეტრიაშვილსა და ოდიკაძეს ფინალში ბრძოლა არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ გენომ ბრინჯაო აიღო, ოდიკაძე კი საერთოდ ჯილდოს გარეშე დარჩა. მწყინს, რომ ეს უძლიერესი მოჭიდავე ყოველთვის ახლოა მედალთან, მაგრამ ვერ იღებს.

— მიზანს მიაღწიეთ, ახლა რა გეგმები გაქვთ?

— ორიოდე კვირა გემოზე დავისვენებ და მერე ისევ ვარჯიშს შევუდგები. უამისოდ არ შემიძლია. ჩვენ ნარკომანებივით ვართ — „დოზა“ გვჭირდება, ანუ, უნდა ვივარჯიშოთ და ტონუსში ვიყოთ.

© Sputnik/ Denis Aslanovვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

— როგორ დასვენებას არჩევთ?

— აქტიურს. ჯერ საქართველოში ჩავალ, ნათესავებსა და მეგობრებს დიდი ხანია არ ვუნახივარ. მერე კი, დრო თუ მექნება, სამოგზაუროდ წავალ.

— თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

— პაპასთან მივდივარ სოფელში. ისე კი, ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს.

— სპორტის გარდა კიდევ რა გაინტერესებთ?

— კინო — აი, რა არის ჩემი ჰობი. წიგნებს მაინც და მაინც არ ვეტანები. თუ რამე საინტერესო წიგნი არსებობს, მირჩევნია მისი ეკრანიზაცია ვნახო.

— ცეკვა და სიმღერა?

— არც ხმა მაქვს და არც პლასტიკა, რომ ან ვიმღერო და ან ვიცეკვო. თუმცა ძალიან ახლო მეგობრების წრეში კი გამიბედავს რაღაც მსგავსი.

ყველა ახალი ამბავი
0