25 წლის ქართველი სპორტსმენი ფინალში იაპონელ რეი ჰიგუჩის შეხვდა და ანგარიშით 4:3 დაამარცხა.
დისციპლინაში მესამე ადგილი აზერბაიჯანელმა ჰაჯი ალიევმა და ირანელმა ჰასან რაჰიმმა გაიყვეს.
ამ გამარჯვებით ხინჩეგაშვილმა თავისი ოთხი წლის წინანდელი მიღწევა გააუმჯობესა — ლონმდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ახლა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 30-ე ადგილზეა.

ფინალური შერკინება — ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იაპონელ რეი ჰიგუჩის ამარცხებს.

ფინალური შერკინება — ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იაპონელ რეი ჰიგუჩის ამარცხებს.

ფინალური შერკინება — ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იაპონელ რეი ჰიგუჩის ამარცხებს.

ორთაბრძოლა დასრულდა — ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რეი ჰიგუჩი დაამარცხა.

ქართველ მოჭიდავეს მწვრთნელი გამარჯვებას ულოცავს: „უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა"

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს სახელმწიფო დროშით.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაჯილდოების ცერემონიაზე.

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ოქროს გემოს უსინჯავს — ნამდვილი ოქროა!