25 წლის ქართველი სპორტსმენი ფინალში იაპონელ რეი ჰიგუჩის შეხვდა და ანგარიშით 4:3 დაამარცხა.
დისციპლინაში მესამე ადგილი აზერბაიჯანელმა ჰაჯი ალიევმა და ირანელმა ჰასან რაჰიმმა გაიყვეს.
ამ გამარჯვებით ხინჩეგაშვილმა თავისი ოთხი წლის წინანდელი მიღწევა გააუმჯობესა — ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ახლა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 30-ე ადგილზეა.