მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

© worldsport.geმოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის სექტემბერში ხინჩეგაშვილმა ლას-ვეგასში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქრო მოიგო და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოში 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. ხინჩეგაშვილის კონკურენტები იყვნენ ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე.

ყოველწლიური ცერემონია, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ატარებს, სპორტის  ახალ სასახლეში ჩატარდა.

ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო
„რა არის ჩვენი ცხოვრება? თამაში!“ საქართველოს სპორტული ღონისძიებების ტოპ–ათეული

2015 წლის სექტემბერში ხინჩეგაშვილმა ლას-ვეგასში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქრო მოიგო და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. გარდა ამისა, ხინჩეგაშვილმა, ირანული „ბემეჰ რაზის“ შემადგენლობაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში კლუბური მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ასევე საერთაშორისო ტურნირებზე არაერთი პრიზი მიიღო. 

„ორმაგად სასიამოვნოა, რომ წლის საუკეთესო სპორტსმენად გაღიარებს როგორც სპორტის სამინისტრო, ისე ოლიმპიური კომიტეტი.  ვეცდები, 2016 წელს კვლავ გავახარო გულშემატკივარი და ვასახელო ჩემი ქვეყანა“, — განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზის გადაცემის გარდა, ცერემონიაზე კიდევ რამდენიმე ნომინანტი დაჯილდოვდა:

1. ხათუნა ნარიმანიძე (მშვილდოსნობა) — საუკეთესო სპორტსმენი ქალთა შორის;

2. ზვიად პატარიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) — საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი;

3. საქართველოს ქალთა ნაკრები ჭადრაკში — საუკეთესო გუნდი;

4. ნუგზარ სხირელი (ჭიდაობა) — საუკეთესო მწვრთნელი;

5. ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა) და ზვიად გოგოჭური (ძიუდო) — შეზღუდული შესაძლებლოების მქონე საუკეთესო სპორტსმენები.

ამას გარდა, ცერემონიაზე სპორტსმენებს სპეციალური პრიზებიც გადაეცათ. კერძოდ, საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე წლის საუკეთესო კაპიტნად დასახელდა. წლის აღმოჩენა საქართველოს ქალთა ძიუდოს ნაკრები გახდა.

შეჯამებისას, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ 2015 წელს ქართველმა სპორტსმენებმა სხვადასხვა დონეზე მოიპოვეს 670 მედალი, აქედან 198 — ოქრო, 198 — ვერცხლი და 274 — ბრინჯაო.


ყველა ახალი ამბავი
0