Forbes-მა ჯეჯელავას საქართველოს ახალი თაობის განმანათლებელი უწოდა

© Courtesy of Aleksandre Jejelavaალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს განათლების მინისტრმა Forbes-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რატომ მოძველდა სკოლებში სწავლების პროგრამა, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მოსწავლეები მოტივირებული გახდნენ და რატომაა აუცილებელი პროფესიული განათლების განვითარება.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ჟურნალ Forbes-ის ქართულმა ვერსიამ გამოქვეყნა ინტერვიუ განათლების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან და მას ახალი თაობის განმანათლებელი უწოდა.

მინისტრის აზრით, ქართული საზოგადოების მოთხოვნები 21-ე საუკუნეში უფრო სწრაფად შეიცვალა, ვიდრე განათლების სისტემამ განვითარება მოასწრო. მინისტრმა მაგალითად მოიყვანა ინდოელი მეცნიერი და განმანათლებელი სუგატა მიტრა, რომელიც მიიჩნევს, რომ იმ სკოლის მოდელი, რომელსაც ვიცნობთ, დიდ ბრიტანეთში ოთხი-ხუთი საუკუნის წინ შეიქმნა.

„ანუ, ხუთასი წლისაა ეს სისტემა და მას მერე პრინციპი დიდად არ შეცვლილა: „წელში გასწორდი“, „ნუ ხმაურობ“, „ერთმანეთს ნუ ელაპარაკებით“ — ეს ყველაფერი კვლავაც აქტუალურია“, — აღნიშნა ჯეჯელავამ და დასძინა, რომ დიდმა ბრიტანეთმა სკოლის ასეთი მოდელი იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე შექმნა.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ჯეჯელავა: უმაღლესი განათლება საყოველთაო არ უნდა იყოს

მინისტრი სვამს კითხვას — რატომ სწავლობენ ქართველი ბავშვები 21-ე საუკუნეში იმავე პრინციპებით?

„სტატია მაქვს დაწერილი – რისთვის ამზადებს ჩვენი სკოლა ბავშვებს და ერთ-ერთი პასუხია – ზარი. სად გვხვდება ზარი სკოლის გარდა? – ქარხანაში. ე.ი. სკოლა ზარს იმიტომ გირეკავს პერიოდულად, რომ მიგაჩვიოს ქარხნის ზარს, ვინაიდან ადრე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ქარხნის ზარზე რეფლექსი გქონოდა“, — აღნიშნა მან.

ჯეჯელავას განცხადებით, მთელი მსოფლიოს მეცნიერები და პრაქტიკოსები აღიარებენ, რომ ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად თვითგანათლება უფრო აქტუალური გახდა და სკოლა, რომელიც ამას არ ითვალისწინებს, რეალობას ავტომატურად არის მოწყვეტილი.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრებს მართავს

„რატომ უნდა დავიმახსოვრო მე, მოსწავლემ, რომელ ქვეყანაში რა სასარგებლო წიაღისეულია, როცა არსებობს Google? პასუხი არის: არ უნდა დავიმახსოვრო. მოკლედ, რაღაცებს, რასაც ჩვენ ვასწავლით, აზრი საერთოდ დაეკარგა“, — აღნიშნა ჯეჯელავამ.

მინისტრი დარწმუნებულია: სწავლების ძველი მეთოდები უნდა შეიცვალოს, ხოლო ბავშვი მოტივირებული უნდა იყოს, რათა ახალი საგნები აითვისოს.

მინისტრმა თავის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ამოცანად საზოგადოებაში პედაგოგის სტატუსის ამაღლება დაასახელა. მისი თქმით, ის კვლავაც გააგრძელებს შეხვედრებს პედაგოგებთან, ადამიანებთან, რომლებმაც, მისი აზრით, დაკარგეს იმის რწმენა, რომ მათ ოდესმე ვინმე ადამიანურად შეხედავს.

მუშა - Sputnik საქართველო
საქართველოს სკოლებში პროფესიული განათლების პროგრამას ნერგავენ

„ოქროსმედალოსან მოსწავლეებს, მაგალითად, ლეპტოპებს სჩუქნიან, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მასწავლებლებს არაფერი?“ — სვამს კითხვას ჯეჯელავა.

მინისტრი ასევე შეეხო ახალი გერმანული მოდელის თემას, რომელიც განათლების სისტემაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ინერგება. ამ სისტემის თანახმად, სტუდენტს ერთდროულად შეუძლია პროფსასწავლებელში სწავლაც და სპეციალობით მუშაობაც.

„დუალური მოდელი გულისხმობს იმას, რომ მივდივართ ბიზნესთან და ვეკითხებით, რა სჭირდება. თუ გვეტყვის, რომ ელექტრიკოსები, ვეტყვით, ერთი წელი გვაცადოს, გავვარდებით, შევიჭრებით სკოლებში, გავამარკეტინგებთ ელექტრიკოსობას, მოვიყვანთ ხალხს პროფესიულ სასწავლებელში და მივუყვანთ ბიზნესს“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლის დირექტორებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების მინისტრი სკოლების დირექტორთა საბჭოს შექმნის

ინგლისური და რუსული ენების ცოდნას მინისტრი ასევე აუცილებლად მიიჩნევს. მომავალში განათლების სამინისტრო დანერგავს ახალ პროგრამებს და მასობრივ გადამზადებას განახორციელებს.

განათლების მინისტრი დარწმუნებულია, რომ მთავრობამ უნდა მიაღწიოს იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი მოდური გახდეს, და ამის სწავლა ადრეული ასაკიდან არის საჭირო. ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში ბავშვებს სათამაშო ფული უნდა მივცეთ, რათა მათ ყიდვა-გაყიდვის, ბიზნესის პრინციპები ისწავლონ.

განათლების მინისტრის მთავარი ამოცანა თითოეული ადამიანის გაბედნიერებაა. ამის მიღწევა კი, მისი აზრით, იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ადამიანი თავის საყვარელ საქმეს გააკეთებს.

ყველა ახალი ამბავი
0