ალექსანდრე ჯეჯელავა: უმაღლესი განათლება საყოველთაო არ უნდა იყოს

© Courtesy of Aleksandre Jejelavaალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლება მხოლოდ მან უნდა მიიღოს, ვინც კარგად სწავლობს.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველომ უნდა გაიზიაროს საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება და უმაღლესი განათლება მხოლოდ მათთვის გახადოს ხელმისაწვდომი, ვინც კარგად სწავლობს, უმაღლესი განათლება არ უნდა იყოს საყოველთაო, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრებს მართავს

მინისტრი განაგრძობს წინა კვირაში დაწყებულ ტრადიციას და საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე აქვეყნებს ვიდეომიმართვას, რომლითაც საზოგადოებას ჩატარებულ სამუშაოებს აცნობს. ამას გარდა, პასუხობს მოსახლეობის შეკითხვებს.

„წელს დაახლოებით 16%-მა ჩვენი აბიტურიენტებისა, ვინც მონაწილეობდა ეროვნული გამოცდებში, ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი… უმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი, რომ ის არ არის ყველა ადამიანისთვის. უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებას აღწევს“, — აცხადებს მინისტრი ვიდეომიმართვაში.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ბარიერგადაულახავი 16%-დან ზოგს ჰგონია, რომ ამიერიდან მათი ცხოვრება დამთავრდა და არ იციან, რით დაკავდნენ.

მინისტრი მოუწოდებს მათ, არ დაყარონ ფარ-ხმალი, ვინაიდან არსებობს უამრავი ალტერნატივა, მათ შორის, პროფესიული განათლება და ტრენინგები. ამასთან, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მათ მომავალ წელს შეუძლიათ მონაწილეობა.

 

„ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი უსამსახურო იურისტი გვყავს და ძალიან გვიჭირს სასტუმროს ადმინისტრატორები, ან აგრონომები, ან ვეტერინარები, ან პროგრამისტები, სადაზღვევო აგენტები“, — აღნიშნავს ჯეჯელავა.

მინისტრმა მოსახლეობას ასევე გააცნო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, უზრუნველყოფილი ოჯახების შვილები არ მიიღებენ სახელმწიფოსგან სახელმძღვანელოებსა და კომპიუტერებს უფასოდ.

„მე გამოვთქვი ინიციატივა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებითა და კომპიუტერებით… შესაძლოა, მომავალ წლებში შეძლებულ ოჯახებს, ვისაც შედარებით მაღალი შემოსავალი აქვს… აღარ დავეხმაროთ. მე მომხრე ვარ იმისა, რომ ჩემს შვილებს საჩუქრად წიგნები არ უნდა ეკუთვნოდეთ, რადგან გვაქვს საშუალება — ჩემი სამსახურიდან გამომდინარე — რომ შევიძინოთ ეს სახელმძღვანელოები და ვაპირებ ამ მიმართულებით მუშაობას. ეს (წესი) წელს არ ამოქმედდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან გვექნება ასეთი საშუალება“, — განმარტავს ჯეჯელავა ვიდეომიმართვაში.

ყველა ახალი ამბავი
0