საქართველოს სკოლებში პროფესიული განათლების პროგრამას ნერგავენ

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიმუშა
მუშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი ქარელის რაიონის დაბა აგარის სკოლიდან დაიწყებს მუშაობას და ეტაპობრივად განხორციელდება საქართველოს ყველა სკოლაში.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში ეტაპობრივად განხორციელდება პროფესიული განვითარების პროგრამა, რომელიც X-XII კლასების მოსწავლეებს პროფესიის არჩევასა და მომზადების გავლაში დაეხმარება.

პროგრამა, რომლის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ქარელის რაიონის დაბა აგარის სკოლიდან დაიწყებს მუშაობას. UNDP-ს გარდა პროგრამის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კერძო კომპანიები და ქარელის ადგილობრივი ხელისუფლება.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს პროფსასწავლებლებში სწავლის სურვილი12 ათასზე მეტ ადამიანს აქვს

„განათლების სისტემა ნებისმიერ ეტაპზე უნდა იძლეოდეს პირადი და პროფესიული ზრდის საშუალებას. საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობა საუკეთესო მეთოდია იმისთვის, რომ ასეთი განათლება დასაქმებისა და შრომის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტად იქცეს“, — განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ნათია ნაცვლიშვილმა.

მოსამზადებელი კურსები სექტემბრიდან გაიხსნება შემდეგ პროფესიებში: ელექტრიკოსი, დურგალი, სანტექნიკოსი და შემდუღებელი. მსურველები ხელობას თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში დაეუფლებიან.

მოსამზადებელი სამუშაოები ზაფხულში უნდა დასრულდეს, რათა მოსწავლეთა პირველი ნაკადის მიღება შესაძლებელი გახდეს. შესაბამის ტრენინგებს პედაგოგებიც გაივლიან.

პროფესიული განათლების პროგრამაში ჩართვას მომავალ სასწავლო წელს 75 მოსწავლე შეძლებს, რომლებსაც კურსების დასრულების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

ყველა ახალი ამბავი
0