რიჩარდ დელონგი: გავცქეროდი ღამის ძველ თბილისს და მეგონა, სამოთხეში მოვხვდი

© photo: Sputnik / Levan Avlabreliრიჩარდ დელონგი
რიჩარდ დელონგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnisk-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ამერიკელ რიჩარდ დელონგს წარმოგიდგენთ, რომელიც იდეალური საცხოვრებლის ძიებამ თბილისში ჩამოიყვანა და სამუდამოდ აქ დატოვა.

მანამდე კიევში ცხრა წელი ცხოვრობდა და თავისუფლად ფლობს რუსულ და უკრაინულ ენებს.
რიჩარდი სინქრონული თარჯიმანი, მოგზაური და მწერალია. ახლა წიგნებს წერს, რომლებიც ენების შესწავლის მისეულ მეთოდსა და ფეხით გავლილ ოთხი ათას კილომეტრზე, ანუ რიჩარდის დიდ მოგზაურობაზე გვიამბობს.

© Sputnik/Levan Avlabreliრიჩარდ დელონგი
რიჩარდ დელონგი  - Sputnik საქართველო
რიჩარდ დელონგი

როგორ ვეძებდი საცხოვრებელ ადგილს

ამერიკაში დავიბადე და გავიზარდე. 18 წლამდე შტატებში ვცხოვრობდი, მერე კი სლოვაკეთში წავედი. იქ ცხოვრებას ვაპირებდი და სლოვაკური ვისწავლე, თანაც კარგად. მაგრამ ერთი წლის მერე ისევ სამშობლოში დავბრუნდი.

შეერთებულ შტატებში საეკლესიო უმაღლეს სასწავლებელში ვსწავლობდი და ისეთ ქალაქში ვცხოვრობდი, რომელშიც მოსახლეობის 90% მორმონი იყო.

მერე ეკლესიიდან მაინც წამოვედი… წამოვედი დაუკმაყოფილებლობის გრძნობით, ვინაიდან ვერ ვიპოვე პასუხები კითხვებზე, რომლებიც მაინტერესებდა…

შემდეგ უკრაინაში სტაჟირება გავიარე და ჩავრჩი კიდეც კიევში. ვისწავლე „უკრაინული მოვა“ (უკრაინული ენა), ისე რომ თავისუფლად ვსაუბრობ ამ ენაზე. მერე ქვეყანაში მიგრაციული პოლიტიკა ძალიან გამკაცრდა და იქ ცხოვრება უკვე შეუძლებელი გახდა. ამიტომ ალტერნატივის ძებნა დავიწყე.

მერი ელენ ჩეტვინი - Sputnik საქართველო
შვეიცარიელი პროფესორი, ქართული სუფრა, მოპარული მატარებელი და ალპინისტი დაცვაში

უკრაინასთან ახლოს ცხოვრება მინდოდა, რაც უნდა იყოს, ცხრა წელი გავატარე იქ. საქართველო ავირჩიე… ავირჩიე რამდენიმე მიზეზის გამო: იმიტომ, რომ უკრაინასთან ახლოსაა, აქ რუსულად ლაპარაკობენ და ლიბერალურ მიგრაციულ პოლიტიკას ატარებს. ჰო, და კიდევ მთებია… ოღონდ ამაზე მოგვიანებით.

ჩემი თვალით დანახული ქართველები

საქართველოში პირველად ღამით ჩამოვფრინდი. დღესაც მახსოვს პირველი შთაბეჭდილება. ტაქსით ძველ თბილისში მოვდიოდი, განათებულ კლდეებს, ეკლესიებსა და ცარიელ გზას გავცქეროდი და მეგონა, სამოთხეში მოვხვდი…

პირველ რიგში ქართული ენის სწავლას მოვკიდე ხელი. კი, აქ ინგლისურიც იციან და რუსულიც, მაგრამ მე ფსიქოლოგიურ დისკომფორტს მიქმნის ენის უცოდინრობა. ამიტომ ჩამოსვლიდან მესამე დღეს უკვე პირველი გაკვეთილი მქონდა ქართულში.

თავიდან ძალიან გამიჭირდა. მე მიყვარს ადამიანური ურთიერთობები, მჭირდება მეგობრები… თითქმის ორი წლის განმავლობაში ვიკრებდი ირგვლივ საინტერესო ადამიანებსა და მეგობრებს.

როცა კაცი ახალ ქვეყანაში ჩადის საცხოვრებლად, სადაც არც ნაცნობები ჰყავს და არც მეგობრები, მას უფრო სხვა მომენტები აინტერესებს, ვიდრე კულტურის რომელიმე ძეგლი ან ლამაზი ადგილები.

და, მაინც, ძალიან მომწონდა თბილისის ქუჩებში ხეტიალი… ყველაზე მეტად მაშინ საცობების არარსებობა მხიბლავდა, მაგრამ დღეს უკვე ძალიან ბევრი მანქანაა გზებზე.

შაჰნოზა მუმინოვა - Sputnik საქართველო
ალაზნის ველის ხიბლი და სამოთხე დედამიწაზე, ანუ „საქართველოს ვეღარსად გავექცევი“

წმინდა სუბიექტური თვალსაზრისით, კიევში უფრო მიიოლდებოდა ცხოვრება, იქ უფრო მეტი თანამოაზრე მყავდა, ხალხიც თითქოს უფრო ნაკითხი და განათლებული მეჩვენებოდა…

იცით, კიევში წიგნის კითხვა, უბრალოდ, მოდაშია. მაგალითად, მეტროში, პრაქტიკულად, ყველას წიგნი აქვს გადაშლილი. კიდევ ენების სწავლაა მოდაში, სპორტზე, ცეკვებზე, იოგაზე სიარული… მოკლედ, ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს, ყველა რაღაც საქმითაა დაკავებული.

აქაც თანდათან იკიდებს ფეხს ეს ტენდენცია. მე რომ თბილისში ჩამოვედი, მეგობრები ძირითადად რესტორნებში ხვდებოდნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ თემატური წრეები თითქმის არ არსებობდა.

დღეს სიტუაცია შეიცვალა. თბილისშიც გაჩნდა იოგა და ტანგო… სხვათა შორის, კიევში რომ ჩავედი, იქაც იგივე ვითარება დამხვდა, რაც აქ ჩამოსვლისას, მაგრამ იქაც მერე შეიცვალა ვითარება. ასე მგონია, რომ თბილისიც კიევის მსგავსი გზით მოძრაობს…

© Sputnik/ Levan Avlabreliგათბილისელებული ამერიკელი რიჩარდ დელონგი: თბილისი იდეალური ადგილია...
გათბილისელებული ამერიკელი რიჩარდ დელონგი: თბილისი იდეალური ადგილია... - Sputnik საქართველო
გათბილისელებული ამერიკელი რიჩარდ დელონგი: თბილისი იდეალური ადგილია...

თქვენი ქვეყანა აგრარული ქვეყანაა, იდეალური კლიმატური პირობები გაქვთ გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტის მოსაყვანად, მაგრამ… სუპერმარკეტში შეხვალ და ზუსტად ისეთსავე სათბურის ხილ-ბოსტნეულს ნახავ თაროებზე, როგორსაც ლონდონში, ნიუ-იორკში თუ შანხაიში ნახავს კაცი.

ენის კლუბი და ქართველები

როგორც უკვე გითხარით, მიყვარს ენების სწავლა. ეს ცხოვრებას სხვა კუთხით მაჩვენებს. კიევში Language exchange club-ის აქტიური წევრი ვიყავი. ეს არის ენების შესწავლით დაინტერესებული ადამიანების კლუბი, რომლებიც იკრიბებიან და გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს.

თავიდან, რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ თბილისში რამე ამის მსგავსის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. ჯერ ისევ კიევში ვიყავი, როცა თბილისში დაუსწრებლად დავაარსე ესპანური კლუბი, სადაც შეიძლებოდა, ყველგან დავაგზავნე მოსაწვევები და შეკრების თარიღიც დავნიშნე — თბილისში ჩემი ჩამოსვლის პირველსავე დღეს უწევდა ეს შეხვედრა. მივედი და… სულ რამდენიმე კაცი მოვიდა, მაგრამ ხომ მოვიდა?! ეს პირველი ნაბიჯი იყო.

დანიელ შაჩინგერი - Sputnik საქართველო
...ხოლო ხალხი ისე წრფელია, რომ გულში ღრმად გივარდება

მერე უკვე ყოველ კვირას ვატარებდი შეხვედრებს. ხან საერთოდ არავინ მოდიოდა, ხან მხოლოდ უცხოელები მსტუმრობდნენ. ქართველები იშვიათად თუ შემოივლიდნენ ხოლმე, მეგობრებთან ერთად… მერე თანდათან სხვადასხვა ენების კლუბებიც დავაარსე და ახლა უკვე 12 ენის კლუბი გვაქვს… და უხერხულობასაც აღარავინ გრძნობს, კომპანიონები აღარ სჭირდებათ — მარტოც კარგად მოდიან. შეხვედრებს სხვადასხვა კაფეებში ვმართავთ და ეს ახლო მეგობრების შეხვედრებს ჰგავს. მოქმედებს ერთადერთი წესი: ვლაპარაკობთ მხოლოდ კლუბის ენაზე.

მთები… რა შეიძლება იყო მთებზე უკეთესი?

სიარული მიყვარს. ეს ჩემი ჰობია. საქართველოში ცხოვრების პირველ პერიოდში ძირითადად თბილისის შემოგარენში დავდიოდი, იმიტომ რომ ზამთარი იყო და არც ნაცნობები მყავდა, რომლებიც ჩემს გატაცებას გაიზიარებდნენ.

თუმცა მოლაშქრე მეგობრები მალევე გავიჩინე, რომლებსაც ჩემსავით უყვართ მთები და მოგზაურობა. ჯერ ბორჯომის ეროვნულ პარკში დავდიოდით — იქ მოხერხებული, კარგი ბილიკები და არაჩვეულებრივი ბუნებაა. მერე თანდათან სხვა ადგილების ათვისებასაც შევუდექი. რაც აქ ვცხოვრობ, ამ პერიოდში უკვე ასზე მეტი ლაშქრობა მაქვს მოწყობილი. მოკლედ, საქართველოს სამთო მარშრუტების დიდი კოლექციის მფლობელი ვარ. 

ტობიას დიურებორგი - Sputnik საქართველო
სკანდინავიელი კაცის ქვეცნობიერში სამუდამოდ ჩაბუდებული და სულში ჩასახლებული საქართველო

ჩემი უსაყვარლესი ადგილებია ყაზბეგის მთები და სვანეთი. ძალიან მინდა მთიანი აჭარის მონახულება.

იცით, მიყვარს თავად მთები და არა მთებში გაშენებული სოფლები. სიმაღლის შეგრძნება მიყვარს. საქართველო უზომოდ ლამაზი ქვეყანაა, უმშვენიერესი ბუნებით. გამიჭირდება რომელიმე კონკრეტული ადგილის დასახელება, ბევრია ისეთი, რომელიც უსაშველოდ მომწონს. თანაც, აქ ყველაფერი ახლოსაა და ერთ დღეში უამრავი ადგილის მონახულება შეიძლება.

მსოფლიოში ცოტაა ისეთი დიდი ქალაქი, რომლებსაც ირგვლივ მთები აკრავს — აი, როგორც თბილისს. ციურიხს მოვიტანდი მაგალითად, რომლის ირგვლივაც ბუნება ბილიკებითაა დასერილი და ერთდღიან ლაშქრობაში წასვლა, ბუნებაში დასვენება შესაძლებელია.

თბილისშიც თითქმის იგივე ხდება. ქალაქიდან სამი მიმართულებით შეიძლება გახვიდე და ნახევარ საათში უკვე ლამის პირველქმნილ ბუნებაში ამოყო თავი, მერე ულამაზესი გზა გაიარო, მთიდან ქვემოთ დაეშვა და ტბაში იბანაო…

ერთი სიტყვით, ჩემთვის, აქტიური დასვენების მოყვარული ადამიანისთვის, თბილისი და საქართველო იდეალური ადგილია საცხოვრებლად.

მთებზე უკეთესი შეიძლება იყოს მხოლოდ… მთები, რომლებზეც ფეხი არ დაგიდგამს. ვისოცკის ეს ცნობილი სიტყვები უჩვეულოდ ერგება ქართულ მთებს. უკვე ბევრი ადგილი მოვიარე, მაგრამ სანახავი კიდევ ბევრია და აუცილებლად გავაკეთებ ამას.

ყველა ახალი ამბავი
0