ფსიქოლოგი: ტვინი ჩვენი სიზმრების რეჟისორია

© Always Shootingსიზმარი
სიზმარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიზმარი-ადამიანის წარმოსახვის, ემოციებისა და ფობიების სამყაროა. სიზმრის ფენომენი ფილოსოფოსებსა და ექიმებს დიდი ხანია აინტერესებს. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ფილოსოფოსი რენე დეკარტი ფიქრობდა ამაზე და პირველმა დასვა კითხვა: რა განსხვავებაა სიზმარსა და სინამდვილეს შორის?

სიზმრებს ყველა ხედავს. ისინიც კი, ვინც ამტკიცებს, რომ არასდროს არ უნახავს. მათ უბრალოდ არ ახსოვს ისინი. არიან ისეთებიც, ვისაც წინასწარმეტყველური სიზმრები ესიზმრებათ.

მეცნიერები ორი ტიპის ძილს გამოყოფენ: სწრაფი ძილი (სიზმრებით) და ნელი ძილი (ჩვეულებრივი). თუ თვალის კაკლები ქუთუთოების ქვეშ სწრაფად მოძრაობს, ესე იგი ადამიანი სწრაფი, ღრმა ძილის ფაზაშია.

მეგობრები - Sputnik საქართველო
დავით ამირეჯიბი: ქართველთა მეგობრობის ფესვები აკადემიურ კულტურაშია

Sputnik-ი ესაუბრა ფსიქოლოგ დავით ამირეჯიბს, რომელიც თვლის, რომ სიზმარი ადამიანის დიალოგია საკუთარ შინაგან სამყაროსთნ, ხოლო სიზმარში მიმდინარე მოვლენების რეჟისორს ადამიანის ტვინი წარმოადგენს.

საიდან მოდის კოშმარები?

კოშმარულმა სიზმრებმა შეიძლება ადამიანს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს და შეცვალოს ის.

„სიზმარში შეიძლება ნევროზითაც კი დაავადდეთ.  ორგანიზმი საფრთხეზეა აქცენტირებული, რადგან ჩვენში ძლიერად არის განვითარებული თვითგადარჩენის ინსტინქტი. სიზმარში ხდება სინამდვილიდან აღებული  ინფორმაციის გადამუშავება. თუ ტვინი გადაწყვიტავს, რომ რეალურ ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები საშიშია, შეიძლება ფობია მივიღოთ, რომელიც ნევროზში გადაიზრდება“,- ამბობს ამირეჯიბი.

ფსიქოლოგის აზრით, კოშმარები ამზადებენ ადამიანს შესაძლო საფრთხეებისთვის. ეს აბსოლიტურად ბიოლოგიური კანონზომიერებაა, თვითგადარჩენის ინსტინქტი, გაფრთხილება.

არსებობს სიზმრები, რომლებიც ადამიანში ჩადებული ფობიებით არის გამოწვეული. მაგალითად, თუ ადამიანს ეშინია გველების, ხოჭოების, ობობების, მაშინ ის მათ სიზმრებში ნახავს.

ბავშვები - Sputnik საქართველო
ჰიპერაქტიური ბავშვები, ბებია–ბაბუის ინსტიტუტი და კარიერაზე მზრუნველი მშობლები

„ჩვენი წარმოსახვა ფობიას კვებავს. ფობია როდესაც რეალური საშიშროება არ არსებობს, მაგრამ მაინც გეშინიათ. მოვიყვან მაგალითს: თუ ქუჩაში მანქანამ დაგარტყათ და შეგეშინდათ — ეს ფობია არ არის, ეს შიშია, ნორმალური რეაქცია საფრთხეზე. მაგრამ, თუ მეორე დღეს მოხვდებით იმავე ქუჩაზე, სადაც მანქანები არ იქნება, მაგრამ შიში მაინც გაჩნდება —ეს უკვე ფობიაა“,-განმარტა ამირეჯიბმა.

მისი სიტყვებით, სიზმარი ის ადგილია, სადაც ამოტივტივდება ის შიშები, რომლებსაც ადამიანი რეალურ ცხოვრებაში ყურადღებას არ აქცევს.

წინასწარმეტყველურ სიზმრებს ამირეჯიბი ბიოლოგიურ პროცესს  არ მიაკუთვნებს. მისი აზრით, ეს უფრო ღვთიური მოვლენაა.

„მოსე წინასწარმეტყველურ სიზმრებამდე ვერ ილაპარაკებდა იმის შესახებ, რაზეც იწყებდა ლაპარაკს სიზმრების შემდეგ. ფსიქოლოგ იუნგს ღმერთისა და სულის სწამდა, ფროიდი კი პირიქით,  მატერიალისტი იყო და ქრისტიანობის წინააღმდეგ ხშირად გამოდიოდა“,- აღნიშნა ამირეჯიბმა.

ძილი - Sputnik საქართველო
მეცნიერების მტკიცებით, დღისით ძილი გულისთვის საშიშია

ერთი მაყურებლის თეატრი

სიზმარი სინამდვილეში რამოდენიმე წამს გრძელდება. ეს მრავალმა გამოკვლევამ და ექსპერიმენტმა დაამტკიცა. თუმცა ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ სიზმარს მთელი ღამის განმავლობაში ხედავდა.

სიზმარში ადამიანი სრულიად სხვა დროით განზომილებაში იმყოფება, აღნიშნა ამირეჯიბმა.

ფსიქოლოგი სკეპტიკურად არის განწყობილი იმ აზრის მიმართ, რომ ღრმა ძილი ადამიანის ფიზიკური აღდგენისთვისაა საჭირო.

„თუ კი ძილში ტვინი გენიოსივით მუშობს, არანორმალური სიჩქარით, ამდენ სიზმარს გვიჩვენებს, მათი რეჟისორია, არის საოცარ შემოქმედებით პროცესში, ერთი ღმის განმავლობაში ამდენ გენიალურ სპექტაკლს დგამს — ნუთუ მას დასვენება შეუძლია?“ — სვამხ კითხვას ამირეჯიბი.

ფსიქოლოგი დარწმუნებულია, რომ ძილის დროს ისვენებს ტვინის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მოტორიკაზე, მოძრაობაზე, დანარჩენი ნაწილი კი აქტიურად მუშაობს, აფიქსირებს და აანალიზებს ინფორმაციას.

არსებობს ფერადი და შავ-თეთრი სიზმრები. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფერად სიზმრებს ძირითადად ემოციური ადამიანები ხედავენ. ადამიანები უკეთესად ფერად სიზმრებს იმახსოვრებენ, ვიდრე შავ-თეთრს.

„ძირითადად ადამიანები ან საერთოდ ვერ იხსენებენ სიზმრებს, ან იხსენებენ იმ სიზმრებს, რომლებიც უშუალოდ გაღვიძების წინ ნახეს. სიზმრებს, როგორც ჰიპნოზს, შემდგომი ამნეზია ახასიათებს, ანუ ადამიანს შეიძლება ის დაავიწყდეს. სიზმრების წყალობით ადამიანი წარმოსახვით სამყაროში ხვდება. სიზმრები ყოველთვის შთამბეჭდავია“,- ხაზი გაუსვა მან.

სიღნაღის ქორწინების სახლი - Sputnik საქართველო
ბევრი რომანტიკა, ნაკლები ხარჯი - როგორ გავაფორმოთ ქორწინება საქართველოში

ამირეჯიბმა შეადარა სიზმარი ხელოვნებას, უწოდა მას თეატრი, რომელიც ადამიანს მის შინაგან სამყაროსთან შეხვედრისთვის ამზადებს.

„ფარდა-დახუჭული თვალების სიმბოლოა, რომლის წყალობით ყურადღების გადატანა შინაგან სამყაროზეა შესაძლებელი. ფარდა იხსნება და მასთან ერთად შენი შინაგანი თვალი გიჩვენებს იმას, რისი დანახვა გახელილი თვალებით შეუძლებელია.“,-აღნიშნა ამირეჯიბმა.

 ფსიქოლოგის სიტყვებით, სიზმარი არის სცენა საოცარი განათებით, დეკორაციებით, წარმოდგენებით. და რასაც ნახავს ადამიანი, განკუთვნილია მხოლოდ მისთვის, რადგან სიზმარი- ერთი მაყურებლის თეატრია.

ყველა ახალი ამბავი
0