ჰიპერაქტიური ბავშვები, ბებია–ბაბუის ინსტიტუტი და კარიერაზე მზრუნველი მშობლები

© photo: Sputnik / Igor Astakhovბავშვები
ბავშვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნევროპათოლოგი დედებს ურჩევს, სანამ ბავშვი ფეხს არ აიდგამს და ლაპარაკს არ დაიწყებს, სამსახურსა და კარიერაზე არც იფიქრონ.

ჰიპერაქტიური ბავშვი — ეს მუდმივი მოძრაობა, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა, იმპულსურობა და მოუსვენრობაა. ნევროპათოლოგი, პროფესორი ნანა გელაძე Sputnik–ის მკითხველს მოუთხრობს, როგორ უნდა მივუდგეთ ასეთ ბავშვებს და რა უნდა გავაკეთოთ, რომ კომპიუტერით მიყენებული ზიანი ავარიდოთ.
ბავშვთა ჰიპერქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის შესწავლა მეცნიერებმა დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყეს. 

„ბავშვი ჰიპერაქტიურად მიიჩნევა, თუ 2–3 წლისა დილიდან საღამომდე არ ისვენებს, მოძრაობს, არ უნდა დაძინება და გამუდმებით ითხოვს მშობლებისგან ყურადღებას, იმიტომ რომ მარტო ვერ ერთობა“, — განმარტავს პროფესორი.

სხვათა შორის, ჰიპერაქტიურობამ სკოლის ასაკშიც შეიძლება იჩინოს თავი.

ქალი ბავშვით - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: საუკეთესო ექსპერტი ძიძის შეფასებისას თქვენი ბავშვია

„ჰიპერქტიური ბავშვი 45 წუთი მშვიდად ვერ იჯდება გაკვეთილზე. ერთი წუთითაც ვერ მოისვენებს, ვერ მოუსმენს მასწავლებელს. ეს თქვენ დაიღლებით მისი ცქერით, მაგრამ არა ის მოძრაობით“, — აღნიშნავს ქალბატონი ნანა. 

ნევროპათოლოგი მშობლებს აფრთხილებს, რომ ჰიპერაქტიურობასთან ბრძოლა და მისი მედიკამენტებით დათრგუნვა დაუშვებელია. წამლები მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუ ბავშვს ძილის პრობლემა აქვს, ანუ ვერ იძინებს. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, წამლების დანიშვნამდე აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ ბავშვს ან ელექტროენცეფალოგრაფია, ან სომნოგრაფია.

კარგი იქნება, თუ ჰიპერაქტიურ ბავშვთან ფსიქოლოგი იმუშავებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ასეთ ბავშვებს ენა ებმით. ამიტომ არც ლოგოპედის დახმარება იქნებოდა ურიგო.

„მშობელმა თავდაპირველად ნევროპათოლოგს უნდა მიმართოს, რათა თავის ტვინის ორგანული დაზიანება გამოირიცხოს. ასევე უნდა გამოირიცხოს თავის ტვინის ნერვების დისფუნქცია და ნერვული დაბოლოებების სისუსტე. თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, ნევროპათოლოგი ფსიქოლოგთან გადაგამისამართებთ, რომელიც შესაბამის რჩევებს მოგცემთ“, — ხაზგასმით ურჩევს მშობლებს პროფესორი ნანა გელაძე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰიპერაქტიური ბავშვები სხვადასხვა  ჯგუფურ ღონისძიებებში ჩავრთოთ, დავაკავოთ სპორტით, ცეკვებით, ხატვით.

ნევროპათოლოგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა მშობლებს: ნუ მიიყვანთ ბავშვს ისტერიკამდე. ბავშვები ხშირად აშანტაჟებენ (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) მშობლებს, რათა თავისი გაიტანონ და ასეთ შემთხვევებში სჯობს დაუთმოთ მათ.

ბავშვთა აღზრდა და ეფექტური კომუნიკაცია - Sputnik საქართველო
"ბავშვთა აღზრდა და ეფექტური კომუნიკაცია"

„ერთი პაციენტი მყავდა, სამწლინახევრის ბიჭი. არ მოსწონდა ექიმის  კაბინეტში ყოფნა და დედას გამუდმებით სთხოვდა გაყვანას. დედა არ თანხმდებოდა და ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ბავში იატაკზე გაწვა და ყვირილი დაიწყო. მოკლედ, როცა ხედავთ, რომ ბავშვი აღგზნებულია, სჯობს დაუთმოთ და დაამშვიდოთ“, — გვირჩევს პროფესორი.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში არ ჩაერიონ სხვები. ბებიებისა და ბაბუების ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია დახმარების, რჩევების თვალსაზრისით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შვილიშვილის მშობლებისგან „დაცვისა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშობლის ავტორიტეტი ბავშვის თვალში შეირყევა და კიდევ უფრო ჯიუტი გახდება.

„ბებიები და ბაბუები ძალიან განიცდიან, როცა შვილიშვილი ისტერიულად ყვირის და ნერვიულობს. თუ ბებია ჯერ დედას ეტყვის, დაანებე ბავშვს თავიო და მერე ბავშვს მიუბრუნდება, მოდი ჩემთან, ჩემო კარგო, მაგას ნუ უსმენო, ეს აბსოლუტურად მიუღებელი ქცევა იქნება“, — ხაზს უსვამს ნევროპათოლოგი.

ნანა გელაძის თქმით, აუცილებელია ბავშვის ოთახიდან მოვაშოროთ ტელევიზორი, პლანშეტი და კომპიუტერი, რათა პატარამ მშვიდ გარემოში ჩაძინება შეძლოს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე - Sputnik საქართველო
რუსთავში ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფსიქოლოგიური ცენტრი გაიხსნა

ევროპაში გაჩნდა ტერმინი „თამაშის მანია“ და ექიმები მის ისეთი დაავადებების ჩამონათვალში შეტანას აპირებენ, როგორიცაა ეპილეფსია, შიზოფრენია თუ ცერებრალური დამბლა, აღნიშნავს ქალბატონი ნანა.

„ბავშვები უკვე იმდენად დამოკიდებულები არიან კომპიუტერსა და ტელევიზორზე, რომ საერთოდ აღარ აინტერესებთ გარემომცველი სამყარო, ვირტუალურ გარემოში ცხოვრობენ და არც უყურებენ, რა ხდება მათ გარშემო. ეს საშინელებაა!“, — ხაზს უსვამს პროფესორი.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ორ წლამდე ასაკის ბავშვი არც კი უნდა მივუშვათ კომპიუტერთან, ტელევიზორთან თუ აიპადებთან. უფრო მოზრდილებს მხოლოდ 10 წუთით შეუძლიათ მულტფილმების ყურება.

„საქართველოში 5 წლისა და 8 თვის ბავშვს სკოლაში მხოლოდ იმიტომ არ იღებენ, რომ მისთვის 45 წუთი გაკვეთილზე ჯდომა არ შეიძლება. მშობლები კი 3–4 წლის ბავშვებს ტელევიზორთან თუ კომპიუტერთან ორი და სამი საათით ჯდომის უფლებას აძლევენ. შედეგად ვღებულობთ ნერვულ ბავშვს“, — აღნიშნავს ნანა გელაძე.

ნევროპათოლოგი მშობლებს ურჩევს, დაივიწყონ აღზრდის ძველი მეთოდი და შეეშვნენ ბუათი, პოლიციელითა და გუდიანი კაცით შეშინებას.

„მყავდა სამი წლის პაციენტი, რომელიც დედამ შეაშინა, გუდიანი კაცი წაგიყვანს, თუ კარგად არ მოიქცევიო. სწორედ იმ მომენტში, როცა ამას ეუბნებოდა, მეზობელმა დააკაკუნა კარზე. ბავშვმა იფიქრა, მართლა გუდიანი კაცი მოვიდა ჩემს წასაყვანადო, ისტერიკაში ჩავარდა და შიშისგან ენა დაება. მერე რამდენიმე თვის განმავლობაში ვმკურნალობდით“, — გვიამბო პროფესორმა.

ნანა გელაძე მშობლებს ურჩევს, ყველაფერი აუხსნან ბავშვებს. თუ თავად ვერ ახერხებენ ამას, სჯობს რჩევისთვის ნევროპათოლოგს ან ფსიქოლოგს მიმართონ, რომლებიც აუხსნიან, როგორ მოიქცნენ.

„რაც ყველაზე მთავარია, დიდი დრო დაუთმეთ შვილებს და ყველაფერი კარგად იქნება. სანამ ბავშვი ფეხს არ აიდგამს და ლაპარაკს არ დაიწყებს, სამსახურსა და კარიერაზე არც იფიქროთ“, — ასეთია პროფესორ ნანა გელაძის მთავარი რჩევა მშობლებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0