ბევრი რომანტიკა, ნაკლები ხარჯი - როგორ გავაფორმოთ ქორწინება საქართველოში

© Photo: courtesy of Liza Sheliaსიღნაღის ქორწინების სახლი
სიღნაღის ქორწინების სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ი მოგითხრობთ, როგორ დავარეგისტრიროთ ქორწინება, რა უნდა გავითვალისწინოთ და რა დოკუმენტები შევკრიბოთ.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. მნიშვნელოვანია, რომ საყვარელ ქალს არა მარტო ლამაზად სთხოვოთ ხელი, არამედ რომანტიკული ვახშმიდან რომანტიკულ ქორწინებაზეც გადახვიდეთ. ამის გაკეთება საქართველოში ადვილია. ქორწინების გაფორმება აქ ნებისმერ ადგილზე შეიძლება: ზღვის პირას, მთის წვერზე და გამოქვაბულშიც კი — არჩევანი თქვენზეა.

სად რა ღირს?

ე.წ. გასვლითი ქორწინება საქართველოში სულ რაღაც 170 ლარი ღირს. ის შეყვარებულთა შორის ძალზე პოპულარულია – არა მხოლოდ ადგილობრივებს, არამედ უცხოელებს შორისაც.

სიყვარული ეს შენ ხარ! - Sputnik საქართველო
სამი მარადიული კითხვა სიყვარულზე და ოთხი განსხვავებული პასუხი

საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია უფასოა. ბევრისთვის ეს მხოლოდ ფორმალობაა, რომელიც უნდა შეასრულო, ამიტომ ისინი ქორწინების რეგისტრაციას მოკრძალებულ ატმოსფეროში ამჯობინებენ, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ნამდვილი რიტუალია, რომელსაც აუცილებლად უნდა ახლდეს მუსიკა, ყვავილები და შამპანური. ასეთი გაფორმება ქორწინების სახლში სამუშაო დღეს 90 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო უქმეებზე — 150 ლარი.

ამჟამად თბილისში სამი ქორწინების სახლია, თითო-თითო – რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და სიღნაღში. ქორწინების რეგისტრაცია სულ რამდენიმე წუთში ასევე შესაძლებელია ნებისმიერ იუსტიციის სახლში.

სიღნაღი — სიყვარულის ქალაქი

ყველაზე პოპულარულია სიღნაღის რიტუალების სახლი. აქ დაქორწინება დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეიძლება. ის 2007 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში მან მრავალი წყვილი, მათ შორის უცხოელებიც შეაუღლა. სხვათა შორის, ერთი წყვილი სიღნაღში დილის 6 საათზე დაქორწინდა.

თუ სიღნაღში გვიან ღამით ან გამთენიისას გადაწყვეტთ ქორწინების რეგისტრაციას, აუცილებელია თანამშრომელს წინასწარ დაუკავშირდეთ, რომლის ტელეფონის ნომერიც ქორწინების სახლის კედელზეა მითითებული.

© ლიზა შელიასიღნაღში ქორწინების რეგისტრირება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი
სიღნაღში ქორწინების რეგისტრირება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი - Sputnik საქართველო
სიღნაღში ქორწინების რეგისტრირება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი

რაც შეეხება ქორწინების გაფორმებისთვის აუცილებელ საბუთებს, შეყვარებულებს პასპორტები ან პირადობის მოწმობები დასჭირდებათ.

რა დოკუმენტები შეიძლება დაგჭირდეთ?

იუსტიციის სამინისტროში შექმნილია მონაცემთა სპეციალური ბაზა, სადაც ქორწინების სახლის თანამშრომელი ამოწმებს ინფორმაციას, იმყოფებით ქორწინებაში თუ არა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ინფორმაცია, შესაძლოა, არ იყოს, და მაშინ განქორწინებულ პირებს განქორწინების მოწმობის წარდგენა მოუწევთ, ხოლო დაქვრივებულს — მეუღლის გარდაცვალებისა და ქორწინების ცნობის.

ქორწინების რეგისტრაციის მსურველებს განაცხადის შეტანა წარმომადგენლის საშუალებითაც შეუძლიათ. განაცხადის ვადა ორი თვეა. თუ ამ პერიოდის განმავლობაში წყვილი ქორწინების სახლში არ გამოცხადდება და არ დაარეგისტრირებს ქორწინებას, მას საბუთების შეტანა ხელახლა მოუწევს. იმ შემთხვევაში, თუ რიტუალი არ გჭირდებათ, ქორწინების რეგისტრაცია რამდენიმე წუთში — იუსტიციის სამინისტროს ნებისმიერ ფილიალში მისვლით შეგიძლიათ.

შეყვარებულები ბარათაშვილის ხიდზე - Sputnik საქართველო
სიყვარულის მრავალწერტილები

საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება მთელ მსოფლიოში მოქმედებს. უცხოელს ან საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სხვა ქვეყანაში დოკუმენტის წარდგენა ესაჭიროება, ის აპოსტილით უმტკიცდება, რომელიც ადასტურებს საბუთის სინამდვილესა და კანონიერებას.

ქორწინების რეგისტრაციისთვის საქართველოს მოქალაქეებმაც და უცხოელებმაც ერთი და იგივე დოკუმენტები უნდა წარადგინონ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პრობლემა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეექმნებათ, თუ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებიან.

ქორწინების სახლის თანამშრომლებს სხვა ქვეყნის მოქალაქის ქორწინების შემოწმების საშუალება არა აქვთ, ამიტომ ისინი მათ სიტყვას ენდობიან. მთლიან პასუხისმგებლობას ამაზე უცხოელი საკუთარ თავზე იღებს.

განქორწინების პროცედურა

საქართველოში განქორწინების პროცედურაც ისევე მარტივია, როგორც ქორწინების რეგისტრაცია. თუ წყვილს სადავო საკითხები არა აქვს, ექვს სამუშაო დღეში ის განქორწინების ცნობას იღებს. ეს სულ 45 ლარი ღირს. იმ შეთხვევაში, თუ წყვილს სადავო საკითხები აქვს, მაშინ საქმეს სასამართლო განიხილავს.

გასაკვირია, მაგრამ სიღნაღის ისტორიაზე ცნობილი არაფერია.ზოგჯერ მას უძველეს ქალაქს უწოდებენ, თუმცა იგი XVIIIსაუკუნის მეორე ნახევარში, ერეკლე მეორის მეფობის დროს გაშენდა. - Sputnik საქართველო
სიღნაღი - სიყვარულით ციხე-ქალაქიდან

ის უცხოელები, რომლებმაც საკუთარი ქორწინება საქართველოში დაარეგისტრირეს და შემდეგ განქორწინება გადაწყვიტეს, იძულებული იქნებიან, საქართველოში ჩამოვიდნენ, ან მათ წარმომადგენელზე მინდობილობა გააფორმონ, რომელიც ყველა საჭირო დოკუმენტს მოაწერს ხელს და მათ განქორწინების ცნობას გაუგზავნის.

2016 წელს ქორწინება საქართველოში 123-მა უცხოელმა წყვილმა დაარეგისტრირა. საქართველოს 431 მოქალაქე უცხოელს გაჰყვა ცოლად, ხოლო სხვადასხვა ქვეყნის 360-მა მოქალაქე ქალმა საკუთარი ცხოვრების დაკავშირება საქართველოს მოქალაქესთან გადაწყვიტა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“.

© photo: Sputnik / Mariam Tsimintiaსიყვარული ეს...
სიყვარული ეს... - Sputnik საქართველო
სიყვარული ეს...

 

ყველა ახალი ამბავი
0