მეცნიერების მტკიცებით, დღისით ძილი გულისთვის საშიშია

გამოწერა
ადამიანებს, რომლებსაც დღისით სძინავთ, სისხლის მაღალი წნევა 13-19%-ით უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მათ, ვინც ღამემდე ფხიზლობს.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. სადილის შემდეგ ძილმა, შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულად ავნოს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის მინესოტას შტატის მეიოს კლინიკის მკვლევარები, წერს გამოცემა The Telegraf-ი. მათ ჰიპერტონიის საკითხების შესახებ ამერიკული საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე თავისი შრომის შედეგები წარმოადგინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც დღისით სძინავთ, სისხლის მაღალი წნევა 13-19%-ით უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მათ, ვინც ღამემდე ფხიზლობს.

მაღალი არტერიული წნევა საშიშია, რადგან მან გულის შეტევა და ინსულტი შეიძლება გამოიწვიოს.

ყველა ახალი ამბავი
0