დავით ამირეჯიბი: ქართველთა მეგობრობის ფესვები აკადემიურ კულტურაშია

© photo: Sputnik / I. Gnevashev / გადასვლა მედიაბანკშიმეგობრები
მეგობრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
9 ივნისს მეგობრობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

არავინ იცის, როდის დაარსდა მეგობრობის საერთაშორისო დღე. მისი ისტორიის გამორკვევა ძალიან რთულია, რადგან არანაირი ბრძანებულებით არ არის გამყარებული. თუმცა, მიუხედავად არაოფიციალურობისა, მაინც ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ჩვენში მეგობრობას ძალიან აფასებენ. ადამიანის სიმდიდრეს ქართველები მეგობრების რაოდენობით განსაზღვრავენ, ანუ, რაც მეტი მეგობარი გყავს, მით უფრო მდიდარი ხარ.

მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში გოჩა ფასეიშვილი - Sputnik საქართველო
ტაისონის გურული მეგობარი, კაშპიროვსკის „ტრენერი“ და წიფნარელი მასწავლებლის წყევლა

„დავით აღმაშენებლის ეპოქაში საქართველოში არსებობდა ნეოპლატონისტური აკადემიები — გელათისა და იყალთოს აკადემიები, სადაც სასულიერო პირები და ბიბლიის მცოდნენი იკრიბებოდნენ. სწორედ ისინი ავითარებდნენ ურთიერთობის მაღალ კულტურას, ერთმანეთის მოსმენის უნარს, ნათქვამის ანალიზს“, — ამბობს ფსიქოლოგი დავით ამირეჯიბი.

ურთიერთობის კულტურა საქართველოში ყოველთვის მაღალ დონეზე იყო. ეთიკა და ზნეობა ჩვენში უბრალოდ სიტყვები ან აღზრდის რაიმე ფორმა კი არ არის, არამედ კომუნიკაციის საშუალებაა, რომელსაც ჭეშმარიტ მეგობრობამდე მივყავართ.

„ქართველთა მეგობრობის ფესვები სწორედ დიდ აკადემიურ კულტურაშია, რითიც შენდებოდა კიდეც ჩვენი სახელმწიფო და რომლის მეშვეობითაც წყდებოდა უმნიშვნელოვანესი საკითხები“, — აღნიშნა ფსიქოლოგმა.

ქართული მუსიკალური ჯგუფის „KOKA & T.BLUES MOB“ ხელმძღვანელი კოკა ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
ცნობილი ქართველი ბლუზმენი და მისი მეგობრები მილიონერების ქალაქში

დავით ამირეჯიბს მიაჩნია, რომ საყოველთაოდ ცნობილი ქართული ნადიმიც სწორედ კეთილგანწყობასა და სწორ კომუნიკაციაზეა დაფუძნებული.

მისი აზრით, მეგობრობა — ეს სულის ფენომენია, უფრო სულიერი სიახლოვეა, ვიდრე ფიზიკური.

„სული იხსენებს ურთიერთობებს, რომელიც სხვა ცხოვრებებში ჰქონია. აი, თუ ერთი სული მეორეს იცნობს, ჭეშმარიტი მეგობრობა გამოვა. ასე მიაჩნდათ უდიდეს მეცნიერებს. ეს საკრალური მომენტი სწორედ რომ სულს ეხება და არა ფიზიკურ სხეულს ან ფსიქოლოგიურ მომენტებს“, — ხაზს უსვამს დავით ამირეჯიბი.

ფსიქოლოგის რწმენით, მეგობარი — ეს ადამიანის ანარეკლია. ჩვეულებრივი სარკე მხოლოდ სხეულს ირეკლავს, ხოლო ის, რაც მასში იმალება, მხოლოდ მეგობარში შეიძლება დაინახო,  ვინაიდან მეგობარი სწორედ ისაა, ვისშიც საკუთარ თავს პოულობ.

„მეგობრობა თვითიდენტიფიცირების ერთადერთი საშუალებაა. თუ კულტურული, სულიერი სარკე არ გაგაჩნია, საკუთარ თავს ვერ დაინახავ“, — ასკვნის ფსიქოლოგი.

ყველა ახალი ამბავი
0