ცნობილი ქართველი ბლუზმენი და მისი მეგობრები მილიონერების ქალაქში

© FB/ Koka Tskitishviliქართული მუსიკალური ჯგუფის „KOKA & T.BLUES MOB“ ხელმძღვანელი კოკა ცქიტიშვილი
ქართული მუსიკალური ჯგუფის „KOKA & T.BLUES MOB“ ხელმძღვანელი კოკა ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მუსიკალური ჯგუფის KOKA & T.BLUES MOB ხელმძღვანელს, ბას-გიტარისტს და სიმღერების ავტორს კოკა ცქიტიშვილს დღეს ბევრ ქვეყანაში იცნობენ. მის ჯგუფს ოთხი ალბომი აქვს გამოშვებული და მისი პარტნიორი დღემდე დანიური კომპანია Marskmusic-ია, რომელიც ისეთ შემსრულებლებთან აფორმებდა კონტრაქტს, როგორებიცაა ბი-ბი კინგი, მეჯიკ სლიმი, ძმები ვინტერები...

ამჟამად კოკა ცქიტიშვილი მუშაობს ესპანურ-რუსულ მედიაკომპანიაში RusradioMArbella, რომელიც ამ ჯგუფის ინტერესებს მთელ ევროპაში წარმოადგენს. ქართველ ბლუზმენს ესპანეთის მილიონერების ქალაქ მარბელას ფესტივალებზე წლებია, რაც კონცერტებით იწვევენ, შარშან იგი ესპანეთში ჩატარებული რუსული ფილმების კინოფესტივალის ჟიურის წევრიც იყო. 

© FB/ Koka Tskitishviliქართული მუსიკალური ჯგუფი KOKA & T.BLUES MOB
ქართული მუსიკალური ჯგუფი KOKA & T.BLUES MOB  - Sputnik საქართველო
ქართული მუსიკალური ჯგუფი KOKA & T.BLUES MOB
 

– ბატონო კოკა, თქვენმა ჯგუფმა არსებობის დღიდან 600-მდე კონცერტში და 50 ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რამდენიმე ალბომიც ჩაწერეთ. ვფიქრობ, ერთი ჯგუფისთვის ეს საკმარისზე მეტიცაა…

— ასეთი მაჩვენებელი მართლაც მიღწევაა, იმიტომ, რომ 600 კონცერტში და 50 ფესტივალში აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ ჯგუფს არ მიუღია მონაწილეობა. სულ ოთხი ალბომი ჩავწერეთ. სიამაყით ვაცხადებ, რომ ჩვენ სცენაზე ვიდექით ისეთ დიდ ვარსკვლავებთან, როგორიც არიან: JOHNNY WINTER, MAGIC SLIM, OMAR & HOWLERS, DAVE HOLL, WALTER TROUT, ROB TOGNON, BEN POOLE. ცოტა ხნის წინ ჯგუფი „ევროპის ბლუზის კავშირის“ წევრი გახდა. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში ესპანეთში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალში მივიღებთ მონაწილეობას. დღეს ამ ქვეყანაში ხშირად ჩავდივართ, ვმართავთ კონცერტებს მალაგასა და მადრიდში, უფრო ხშირად კი მარბელაში.

– მათ, ვინც არ იცის როგორ დაიწყო ამ ესპანურ ქალაქთან თქვენი შემოქმედებითი ურთიერთობა, შევახსენოთ ფაქტები…

— პირველად ესპანეთში, რუსულენოვანი ესპანური რადიო RusRadioMarbella-ს დამაარსებლის, მარია ვიბერლის (Maria wibberley) მიწვევით ჩავედი. მას შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება. სამომავლოდ მონაწილეობას მივიღებ ესპანეთში დაგეგმილ ბლუზ–სამიტში, ამას გარდა, მე ფესტივალ BLUES SUMMIT-CHERRY BLUES-ის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ. სხვათა შორის, სპეციალურად ამ ფესტივალისთვის სიმღერა დავწერე. შეგახსენებთ, რომ ეს ფესტივალი წელს უკვე მესამედ იმართება. შარშან ამ ქალაქში ჩატარდა კინოფესტივალი MIRFF, რომლის ჟიურის წევრი მეც გახლდით. ჟიურიში ესპანური კინემატოგრაფიის პრეზიდენტი და სხვა პროფესიონალებიც იყვნენ. ამას გარდა შარშან ესპანეთში ახალი ალბომი MadeinSpain ჩავწერეთ და ჩემი სიმღერის Callmeyoursforever გადაღებებიც დავასრულეთ.

© FB/ Koka Tskitishviliკოკა ცქიტიშვილი ვარდისფერ ,,კადილაკში“, რომელიც ელვის პრესლიმ დედას აჩუქა.
კოკა ცქიტიშვილი ვარდისფერ ,,კადილაკში“, რომელიც ელვის პრესლიმ დედას აჩუქა. - Sputnik საქართველო
კოკა ცქიტიშვილი ვარდისფერ ,,კადილაკში“, რომელიც ელვის პრესლიმ დედას აჩუქა.

– ბატონო კოკა, აქ ასეთი საინტერესო მომენტია: კლიპზე მუშაობის პროცესში ანტიკვარული მანქანების კლუბის მეპატრონე, გერმანელი ბარონიც ჩაერთო…

— დიახ, გერმანელი ბარონი ფონ ბოსნერი ესპანეთის კინოფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია. მან ნება დაგვრთო, გადაღებისთვის გამოგვეყენებინა ვარდისფერი,,კადილაკ-ფლიტვუდი-60“. შეგახსენებთ, ეს ის მანქანაა, რომელიც თავის დროზე მომღერალმა ელვის პრესლიმ საჩუქრად უყიდა დედას, რომელიც ამ მოდელზე დიდხანს ოცნებობდა. ეს კაცი და საერთოდ ის მდიდარი ხალხი, ვინც იქ გავიცანი, ცხოვრებაში ძალიან თავმდაბალი ადამიანები არიან და ერთგული მეგობრობა იციან. სხვა სიურპრიზებს რაც შეეხება, ჩემ დაბადების დღეზე, მარბელადან გამომიგზავნეს ვიდეო-მილოცვა, სადაც დაბადების დღეს მილოცავენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან: მეცენატი, ბიზნესმენი, კინოფესტივალის სპონსორი კონსტანტინ ფონ ბოსნერი, 2014 წლის საუკეთესო ბლუზ-გიტარისტი, ბრიტანელი ბენ ფულე (Ben Poole), მსახიობი სერგეი პუსკეპალისი, სცენარისტი და რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე, ვილი ტოკარევი, ბიზნესმენი სერგეი კაპონენი და ცნობილი ქორეოგრაფი ნიუ-იორკიდან ინგა ზახრი.

– თქვენ ესპანეთში რუსულენოვან რადიოში RUSRADIOMARBELLA გადაცემები მიგყავთ. ეს წმინდა მუსიკალური ხასიათის გადაცემებია?

— ჯერ იმას გეტყვით, რომ ცხრა საავტორო გადაცემა უკვე ჩავწერე და მინიმუმ ათი კიდევ ჩასაწერია. რაც შეეხება მათ შინაარსს, ჩემ გადაცემებში, გარდა იმისა, რომ ბლუზზე ვსაუბრობ, პირად მოგონებებსა და ცხოვრებისეულ შთაბეჭდილებებსაც ვყვები. მსმენელს ვუყვები იმაზე, რაც გადამხდა, რასაც ვფიქრობ და განვიცდი… მახსოვს, როცა პატარა ვიყავი ჩემი კერპები მყავდა, ვისაც ვბაძავდი, ვისზეც ვოცნებობდი. გავიდა წლები და დღეს კონცერტებზე იმ ვარსკვლავებთან ერთად გამოვდივარ. ბედნიერი ვარ, რომ რაზეც ვოცნებობდი, გაათმაგებულად ამისრულდა.

– ბატონო კოკა, ადამიანის ცხოვრებაც ბლუზის მსგავსად იმპროვიზაციებზეა აგებული?

— დიახ, ცხოვრებაში, როგორც ბლუზში, ძირითადი ფუნდამენტია არსი, რომელზეც იმპროვიზაცია აიგება. ბლუზის უცნობი მუსიკოსები სცენაზე ერთად გამოდიან ხოლმე. მოცემულია პირობა, დანარჩენი — წმინდა წყლის იმპროვიზაციაა, მაგრამ თუ მუსიკოსი მოინდომებს, ყველაფერს მიაღწევს. სცენის მიღმაც ასეა: შენზეა დამოკიდებული როგორ წაიყვან ცხოვრებას… ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა ჩემთან, მოულოდნელად გარკვეული სახის პრობლემები შემექმნა და რადგან ცხოვრებაც ბლუზის მსგავსად იმპროვიზაციაა, გადავწყვიტე, „ავყვე“ მას და გაათმაგებულად გავაკეთო ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი… ახლახან დავბრუნდი მარბელადან, სადაც ცნობილ სტუდიაში, ჰარდ-როკ მუსიკოსები რომ მუშაობენ, ალბომის ჩაწერა გავაგრძელე, ის მაისის ბოლოს უნდა გამოვუშვა.

© FB/ Koka Tskitishvilკოკა ცქიტიშვილი და ვილი ტოკარევი
კოკა ცქიტიშვილი და ვილი ტოკარევი - Sputnik საქართველო
კოკა ცქიტიშვილი და ვილი ტოკარევი

– მოკლედ, მილიონერების ამ ქალაქში ისეთი პოპულარული ხართ, მეშინია, ქართველის „პოლიტიკურმა ამბიციებმა“ არ გაიღვიძოს თქვენში და იქ მოახლოებულ მერობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ გაგიჩნდეთ…

— რატომაც არა?! — ვხუმრობ, რა თქმა უნდა, რადგან ეგ ქართული ამბიცია, რაც ახლა ახსენეთ, არც მაინტერესებს და არც მემუქრება. ამას გარდა ნამდვილად არ მინდა, ესპანეთში მტრები შევიძინო…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0