რეზოლუციების თბილისური ომი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია დასასრულს მიუახლოვდა

© photo : Официальная страница сессии на facebookთბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს
თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია მიმდინარეობს, რომლის დროსაც რუსეთის დელეგაციამ განსაკუთრებით მწვავედ აღიქვა ორი რეზოლუცია - „კონფლიქტი საქართველოში“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევა ყირიმში“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო 25-ე ყოველწლიური სესია, რომელიც 1-დან 5 ივლისამდე თბილისში მიმდინარეობს, სადაცაა დასრულდება. სესიის ბოლო დღეს 57 ქვეყნის 600-ზე მეტ დელეგატს მოუწევს ხმა მისცეს მთელ რიგ რეზოლუციებს, რომელთა პროექტებმა უკვე გაიარა საკომიტეტო მოსმენები და პლენარულ სხდომებზეა გატანილი. 

რეზოლუციათა პროექტების განხილვა ცხარე დებატებისა და კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ყველაზე ხშირად კამათს რიგ საკითხებზე რუსეთის დეპუტაციის პოზიცია იწვევდა. აქ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სიტუაცია, რომელიც ორი რეზოლუციის პროექტის განხილვას უკავშირდებოდა. 

პირველი ეხებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევას ყირიმში, ავტორი — უკრაინის რადის დეპუტატი ნატალია ახაფონოვა და მეორე — საქართველოსთან დაკავშირებით, ავტორი — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. 

ყირიმი

რეზოლუცია სახელწოდებით „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევა ყირიმში“ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯერ კიდევ 3 ივლისს გაიტანეს. 

რუსეთის დელეგაცია ამ საკითხის განხილვის წინააღმდეგ გამოვიდა და დემარში გამართა. რუსმა დელეგატებმა უარი თქვეს კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობაზე. 

რუსეთის ფედერაციის საბჭოში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ მსგავსი რეზოლუციების განხილვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დისკრედიტაციას ახდენს. 

„უკრაინის დელეგაცია წარმოადგენს პროექტს „ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებზე ყირიმში“. დამსწრეთა უმრავლესობა, ისე რომ არ უღრმავდება დეტალებს, მზადაა მხარი დაუჭიროს პროექტს როგორც იტყვიან ბრმად. არა იმიტომ რომ ყირიმში ადამიანის უფლებები ირღვევა ან არ ირღვევა, არამედ იმიტომ, რომ „თავისიანებს გულშემატკივრობენ“, რა გასარკვევია? ეს არა პარლამენტარიზმი, არამედ მისი პაროდიაა და საკმაოდ პრიმიტიულიც“, — წერს კოსაჩოვი თავის Facebook გვერდზე.

რუსეთის დროშა - Sputnik საქართველო
რუსეთმა ყირიმთან დაკავშირებით უკრაინის რეზოლუციის განხილვაზე უარი განაცხადა
 

რუსეთის დელეგაციას სოლიდარობა ფრანგმა კოლეგებმაც გამოუცხადეს, აღნიშნეს რა, რომ ყირიმის მცხოვრებთა უფლებები არ ირღვევა. 

ასე თუ ისე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტმა 4 ივლისს განსახილველად მიიღო აღნიშნული რეზოლუციის პროექტი და 5 ივლისს მას პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. 

„კონფლიქტი საქართველოში“

კიდევ ერთი რეზოლუცია, რომელიც ამჯერად საქართველოსა და მის კონფლიქტურ რეგიონებს აფხაზეთსა და ცხინვალს (სამხრეთ ოსეთს) ეხებოდა — პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იქნა გატანილი. 

იგი ასევე გახდა რუსი დეპუტატების უკმაყოფილების მიზეზი და მიუხედავად იმისა, რომ მათ სხდომათა დარბაზი არ დაუტოვებიათ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. 

აღნიშნულ პროექტს ხმა საპარლამენტო ასამბლეის 56-მა დელეგაციამ მისცა და იგი პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად.

ნიკოლაი კოვალიოვი - Sputnik საქართველო
კოვალიოვი: საქართველომ დანაპირები შეასრულა
 

დოკუმენტში რუსეთის ქმედებები შეფასებულია როგორც „ოკუპაცია“ და რეზოლუციის ავტორი  სთავაზობს ეუთოს წევრ ქვეყნებს მოუწოდონ რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

მომავალი პრეზიდენტი 

თუკი რეზოლუციის პროექტზე „კონფლიქტი საქართველოში“ ქართულმა და რუსულმა დეპუტაციამ საერთო ენა ვერ გამონახა, რაც შეეხება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი პრეზიდენტის არჩევის საკითხს, აქ ქართული ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და რუსი დეპუტატების მოსაზრება შეჯერდა. 

საუბრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრის გიგი წერეთლის კანდიდატურაზე, რომლის მხარდაჭერაზე რუსი დელეგატები მზადყოფნას აცხადებენ. 

საპარლამენტო ასამბლეის მომავალი პრეზიდენტი 5 ივლისს უნდა აირჩიონ.

ეუთო - Sputnik საქართველო
ეუთოს სესიის ფარგლებში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს დელეგაციები შეხვდნენ
 

წერეთლის კანდიდატურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ევროპის სახალხო პარტიამ წამოაყენა და ამან საქართველოში მმართველი პარტიის „ქართული ოცნება —დემოკრატიული საქართველოს სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ რუსული დელეგაცია შეთქმულებაშიც კი დაადანაშაულა „ევროპის სახალხო პარტიასა“ და „ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. 

გიგი წერეთელი - Sputnik საქართველო
გიგი წერეთელი რუსეთის დელეგაციის მხარდაჭერით გაკვირვებულია

წერეთელზე განხორციელებული „თავდასხმები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სერიოზული უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „სამარცხვინო და პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველი“ უწოდა. 

გიგი წერეთლის გარდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე განიხილება ფრანგი დეპუტატი ალან ნერი და ავსტრიელი დეპუტატი კრისტინ მუტონენი. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ხვალ 9:00 საათზე დაიწყება და 12:00 საათამდე გასტანს. მასზე ასევე მიიღებენ „თბილისის დეკლარაციას“ რომელიც შედგება განცხადებებისაგან ყველა სფეროში სა რეკომენდაციებისაგან ეუთოს წევრებისათვის. 

 

ყველა ახალი ამბავი
0