კოვალიოვი: საქართველომ დანაპირები შეასრულა

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშინიკოლაი კოვალიოვი
ნიკოლაი კოვალიოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლაი კოვალიოვმა საქართველოს დამოკიდებულებას რუსული დელეგაციისადმი სანიმუშო უწოდა. რუსეთის დელეგაცია მონაწილეობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, რომელიც დღეს იხსნება.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველომ დანაპირები შეასრულა და რუსეთის დელეგაციას შესაძლებლობა მისცა, ქვეყანაში დაუბრკოლებლად ჩამოსულიყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად, განუცხადა Sputnik-ს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ნიკოლაი კოვალიოვმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იხსნება

რუსული მხარე მანამდე შიშობდა, რომ საქართველოში მოქმედი კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ პრობლემებს შეუქმნიდა დეპუტატებს, რომლებიც საქართველოს ინფორმირების გარეშე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდნენ.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ ყველა თავისი დანაპირები შეასრულა და ეს ძალიან სასიხარულოა. მან პირობა მისცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას. საუბარი, უპირველესად, იმას შეეხებოდა, რომ დაშვებული ყოფილიყო ქვეყნების მიერ გამოგზავნილი დელეგაციების ყველა წევრი, და საქართველომ საერთაშორისო არენაზე ეს ხაზი მკაფიოდ გაატარა“, — განაცხადა დეპუტატმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველომ კარგი მაგალითი აჩვენა.

„ფინეთისგან განსხვავებით, საქართველომ აჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს დელეგაციასთან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ფინეთში შესვლაზე რიგ დეპუტატებს უარი ეთქვათ. ეს შეზღუდვები დეპუტატებს არ უნდა ეხებოდეთ, სხვაგვარად დიალოგი შეუძლებელი იქნება. ჩვენ ძალზე სახიფათო გზას დავადგებოდით, თუ თითოეული ქვეყანა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე თავისი დელეგაციის შემადგენლობის რეგულირებას დაიწყებდა საკუთარ ქვეყანაში. ეს ძალზე საშიში რამაა, და საქართველომ, ამ თვალსაზრისით, კარგი მაგალითი აჩვენა“, — დაასკვნა კოვალიოვმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია „საპარლამენტო თანამშრომლობის 25 წელი: ნდობის გამტკიცება დიალოგის საშუალებით“ თბილისში პარასკევს გაიხსნა. ღონისძიებაში 57 ქვეყნის 700-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

იმის თაობაზე, რომ რუსეთის დელეგაციას, ვიდრე ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს, საქართველოში პრობლემები არ შეექმნება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მიმღები მხარე არა საქართველო, არამედ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაა, ამიტომ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი შიდა კანონმდებლობა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში 700–ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას

მსგავსი მასშტაბის ღონისძიება თბილისში პირველად ტარდება მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უკვე 24 წელია, ეუთოს წევრია.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩასვლა ოფიციალური თბილისის ინფორმირების გარეშე არაკანონიერია და ისჯება ან დიდი ოდენობის ჯარიმით, ან ოთხ წლამდე პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0