ეუთოს სესიის ფარგლებში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს დელეგაციები შეხვდნენ

© photo : Официальная страница сессии на facebookეუთო
ეუთო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ ლომბარდე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების გააქტიურებისა და მათი ფორმატის შეცვლის წინადადებით გამოვიდა.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. თბილისში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის ინიციატივით შვეიცარიის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს დელეგაციების შეხვედრა გაიმართა, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“ აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო АПА-ზე დაყრდნობით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მილი–მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარის მოადგილემ ბაჰარ მურადოვამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აზაი გულიევმა, სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა არტაშეს გეგამიანმა, ქართული მხრიდან — „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ.

მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო
სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის არსებული ვითარება განიხილეს

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ ლომბარდე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების გააქტიურებისა და მათი ფორმატის შეცვლის წინადადებით გამოვიდა.

გეგამიანმა, თავის მხრივ, განაცხადა: „თუ წინ წაწევა და მოლაპარაკებებში „რევოლუციის“ მოხდენა გვინდა, ჭკვიანმა „ბიძიამ“ ხალხის ბედი არ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ პრეზიდენტებს შორის სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელსაც მალე საფრანგეთის პრეზიდენტი შეუერთდება. ჩემი სურვილია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ მინსკის ჯგუფის წევრები და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები“.

მურადოვამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენელი ნაწილია: „მსოფლიოს არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმი, ამ შეხვედრებზე მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელთა მონაწილეობა შეუძლებელია“.

გულიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს მოლაპარაკებების პროცესში არანაირი პრობლემა არა აქვს: „მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა სახელწოდებით „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“, ხოლო ჩვენი კეთილი ნება ყველა შეხვედრასა და მოლაპარაკებებში ცნობილია“.

ყველა ახალი ამბავი
0