ევრო 2016: ექსპერტთა მოსაზრებები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შესახებ

© photo: Sputnik / Виталий Белоусов / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. ევრო 2016
ფეხბურთი. ევრო 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში მეორე ჯგუფური ტური დასრულდა. მისი შედეგებით განისაზღვრა სამი გუნდი, რომლებსაც 1/8 ფინალში გასვლა გარანტირებული აქვთ. ესენია საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები. ამასთან, იტალიელები Е ჯგუფში პირველები იქნებიან. ასევე განისაზღვრა გუნდი, რომელიც მესამე ადგილის პრეტენდენტიც ვერ იქნება – უკრაინა.

ევრო–2016–ის მეორე ტურის მატჩებზე, შედარებით წარმატებულ ნაკრებებსა და მოთამაშეებზე Sputnik–ი ექსპერტებს ესაუბრა. მათ მიმართ დასმული კითხვები ასეთია:

1. ტურნირის სამი საუკეთესო ნაკრები

2. სამი ნაკრები, რომლებმაც მოლოდინი არ გაამართლეს

3. საუკეთესო მოთამაშე

4. ყველაზე უარესი მოთამაშე

5. საუკეთესო მატჩი

სანდრო ცნობილაძე, რადიო Jako.fm–ის სპორტული რედაქტორი

1. ბელგია – გუნდმა, როგორც იქნა, აიღო ის ქულები, რომლებიც უნდა აეღო. მის თამაშში მოქმედებების ის სიმწყობრე გამოვლინდა, რომელსაც ბევრი ელოდებოდა და რომელზეც ჯერ კიდევ ევროს დაწყებამდე საუბრობდნენ. ვილმოტსმა მინდორზე ყველა ჩანაფიქრის ასრულება შეძლო.

მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის პარიზში - Sputnik საქართველო
ევრო–2016: ქართველი ექსპერტების პროგნოზები

ესპანეთი – გუნდმა ტურნირში ნელ–ნელა შესვლა დაიწყო. გასაგებია, რომ თურქეთი ამჟამინდელი ესპანეთისთვის ის მეტოქე არ არის, რომელიც ნაკრებისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, მაგრამ ბოსკეს გუნდმა დიდი კონცენტრირებულობა აჩვენა და უკეთესად ითამაშა, ვიდრე ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ. 3:0 გამარჯვებით ესპანელებმა ტურნირის ფავორიტებს შორის ადგილი დაიბრუნეს.

ისლანდია – მიუხედავად იმისა, რომ სრულებით „საზიზღარ“ ფეხბურთს თამაშობენ (ჩემი აზრით, ეს ფეხბურთი არაა), ისინი მაგალითი გახდნენ იმისა, თუ როგორ შეიძლება 10–წლიანი დაუღალავი შრომით ნამდვილი სასწაული შექმნა. ამაში არა მხოლოდ მთავარი მწვრთნელის ლაგერეკის დამსახურებაა, არამედ მთელი ინფრასტრუქტურის. 

2. უკრაინა მეორე ტურის მთავარი გუნდი გახდა, რომელმაც არანაირი მოლოდინი არ გაამართლა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გუნდი ფსიქოლოგიური პასუხისმგებლობის აუტანელი ტვირთით დამძიმებული თამაშობს. იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ბოლო დროს ხდება, ნაკრებისგან ძალიან ბევრს ელოდებოდნენ და ჩემპიონატზე მისი გაბრწყინების იმედი ჰქონდათ. მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.

შვედეთი – ამ გუნდზე ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ამ ნაკრებს ჩემპიონატზე თავის გამოჩენა შეუძლია. მის შემადგენლობაში 6–7 ადამიანია, რომლებიც ახალგაზრდებს შორის ჩემპიონები გახდნენ და არის კიდევ იბრაგიმოვიჩი. მაგრამ გუნდი ისეთი გამოცდისთვის, როგორიც ევროა, მზად არ აღმოჩნდა. ჩემი აზრით, შვედეთი ამ ჯგუფიდან საერთოდ არ გავა.

გერმანია-პოლონეთი - Sputnik საქართველო
ევრო 2016: გერმანელებმა და პოლონელებმა მატჩი ფრედ დაასრულეს

პორტუგალია – ანგარიშით ლაპარაკი ახლა ადვილია, მაგრამ თუ ავსტრიელებთან თამაშს ყურადღებით დავაკვირდებით, პორტუგალიელებს ძალიან არ გაუმართლათ. მათ უამრავი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ არცერთი რეალიზებული არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, დრწმუნებული ვარ, რომ პორტუგალია 1/8 ფინალში გავა და თანაც, ამას ჯგუფში პირველი ადგილიდან გააკეთებს.

3. ანდრეს ინიესტა – აი, ვის დავასახელებდი მეორე ტურის საუკეთესო მოთამაშედ. „ბარსელონას“ ნახევარმცველს ესპანელების თამაში მიჰყავდა და შეიძლება ითქვას, გუნდს დირიჟორობდა.

4. არდა თურანი – თურქეთის ნაკრების მკაფიოდ გამოხატული ვარსკვლავი. მან ვერაფრით შეძლო, თავის გუნდს დახმარებოდა. და ამაში მთავარი ბრალი „ბარსელონას“ მიუძღვის. დიახ, სწორედ ასე მიმაჩნია. რის იმედი ჰქონდა თურანს, როდესაც „ატლეტიკოდან“ „ბარსაში“ გადადიოდა, გაუგებარია. თურქს კატალონიელების შემადგენლობაში თამაშის არანაირი პრაქტიკული გამოცდილება არა აქვს და ამ ჩემპიონატზე აშკარა გახდა, რომ ეს უკვე ის თურანი აღარ არის, რომელიც სიმეონესთან თამაშობდა. ის „ბარსელონასაც“ არ სჭირდებოდა. ის იმიტომ იყიდეს, რომ ერთ–ერთი კონკურენტი შეესუსტებინათ. მაგრამ დაასუსტეს არა მხოლოდ „ატლეტიკო“, არამედ თურქეთის ნაკრებიც.

ჟერარ პიკე - Sputnik საქართველო
ევრო–2016: ესპანეთის ნაკრებმა ჩეხეთის გუნდი დაამარცხა

5. ჩეხეთი–ხორვატია – ესაა მეორე ტურის ყველაზე კარგი მატჩი. ხორვატებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავისი ძალა, მაგრამ მატჩის ბოლოს ძალიან მოდუნდნენ. ხოლო ჩეხებს – ყოჩაღ, ისინი ბოლომდე იბრძოდნენ, არ დანებდნენ და სრულიად დამსახურებულად ფრეს მიაღწიეს.

ნანა ჩოკორაია, სპორტული ჟურნალისტი

1. ხორვატია – მიმაჩნია, რომ ამ ნაკრებმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი მაღალი პოტენციალი. კი, მათ ვერ შეძლეს ორი ბურთის უპირატესობის შენარჩუნება, ჯერ ერთი, გულშემატკივრების გამო, და მეორეც, ჩეხეთის ნაკრებიც იბრძოდა, რადგან ეს მისი ბოლო შანსი იყო პლეი–ოფის რაუნდში საგზურისთვის.

ინგლისი – პირველ ტურთან შედარებით, ნაკრები აშკარად უკეთესად თამაშობდა. ჰარტის შეცდომის მიუხედავად, მათ ცხვირი არ ჩამოუშვეს და მეორე ტაიმში ორგანიზებულ გუნდად წარდგნენ, რომელსაც მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა შეუძლია. ასევე უნდა აღინიშნოს ცვლილებები, რომლებიც როი ჰოჯსონმა განახორციელა. რუსეთთან მატჩისგან განსხვავებით, სადაც ამ ცვლილებებმა გაუგებრობა გამოიწვია, მან ინერტული კეინი გაუშვა და ვარდით ჩაანაცვლა, ხოლო სტერლინგის ადგილას მოედანზე სტარიჯი გამოვიდა. ორივემ კარგად ითამაშა და ორივე გოლი ვარდისა და სტარიჯის ანგარიშზეა.

უეფას შტაბ–ბინა - Sputnik საქართველო
უეფამ უნგრეთის ფეხბურთის ასოციაციის მიმართ საქმე გახსნა

ბელგია – გუნდი გულშემატკივრების წინაშე ახალი სახით წარდგა. ვილმოტსმა არსებითი გადაადგილება განახორციელა და ირლანდიის წინააღმდეგ მატჩში მარუან ფელაინის ნაცვლად მუსა დემბელე გამოვიდა. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ლუკაკუმ, რომელიც ამ თამაშში დუბლის ავტორი გახდა.

1. პორტუგალია – ამ გუნდის თამაშით მორიგი იმედგაცრუება. თუ ნაკრებს რაიმე სერიოზულზე აქვს პრეტენზია, მაშინ ის მომენტები უნდა გამოიყენოს, რომლებიც მატჩის დროს ჩნდება. კი, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ავსტრიელების წინააღმდეგ მატჩში პორტუგალიელებს არ გაუმართლათ, მაგრამ ეს გუნდის გამართლებად არ გამოდგება.

თურქეთი – ერთ–ერთი გუნდი ოთხი ნაკრებიდან, რომელმაც ამ ჩემპიონატზე გოლის გატანა ვერ შეძლო. მაგრამ თუ ტურნირის დებიუტანტ ალბანელებთან არანაირი პრეტენზია არ შეიძლება გქონდეს, თურქებმა მშვენივრად იციან, როგორ უნდა გამოვიდნენ ასეთ შეჯიბრებებზე. მართალია, მათი მეტოქე ევროპის მოქმედი ჩემპიონი იყო, მაგრამ, არცერთი დარტყმა მიზანში… მოკლედ, დიდი იმედგაცრუებაა.

ევრო 2016: ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრები თავს კარგავენ - Sputnik საქართველო
ევრო 2016: ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრები თავს კარგავენ

უკრაინა – გერმანიის წინააღმდეგ თამაშის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ფომენკოს გუნდს ძალზე სერიოზული განზრახვა აქვს. გუნდი კარგად მოძრაობს, ქმნის მომენტებს, მაგრამ ანგარიშის 0:2 გასამართლებელი ის იყო, რომ გერმანიას დაუპირისპირდნენ. მაგრამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩმა აჩვენა, რომ ნაკრებს პოტენციალი არა აქვს.

3. ანდრეს ინიესტა – მიმაჩნია, რომ, უბრალოდ, ფეერიული მატჩი ჩაატარა.

4. კრიშტიანუ რონალდუ – აქ, როგორც იტყვიან – უკომენტაროდ. მარტო ერთი არარეალიზებული პენალტი რად ღირს, და თანაც იმ დროს, როდესაც გამარჯვება ჰაერივითაა საჭირო.

5. ჩეხეთი–ხორვატია – ჩემი აზრით, ეს მატჩი მეორე ტურის ნამდვილი სამკაული გახდა. აქ იყო ხორვატების არაჩვეულებრივი თამაშიცა და ჩეხების რევანშის სურვილიც, შესანიშნავი კამბექი და დრამატული დასასრული პენალტით.

© SputnikЗолотые ноги Европейского футбола - ЕВРО 2016 ГРУЗИНСКАЯ ВЕРСИЯ
Золотые ноги Европейского футбола - ЕВРО 2016 ГРУЗИНСКАЯ ВЕРСИЯ - Sputnik საქართველო
Золотые ноги Европейского футбола - ЕВРО 2016 ГРУЗИНСКАЯ ВЕРСИЯ


ყველა ახალი ამბავი
0