ევრო–2016: ქართველი ექსპერტების პროგნოზები

© photo: Sputnik / Владимир Песня / გადასვლა მედიაბანკშიმზადება ევროპის ჩემპიონატისთვის პარიზში
მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის პარიზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთში რამდენიმე საათში ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში იწყება. ევრო–2016–ის პირველ მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და რუმინეთის ნაკრებები შეხვდებიან. ევროპის ჩემპიონატში ფინალურ ნაწილში პირველად ჩემპიონატის ისტორიაში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

რა თქმა უნდა, თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც თვალს მიადევნებს საფრანგეთის საფეხურთო მოედნებზე განვითარებულ მოვლენებს, თავისი შეხედულება აქვს იმაზე, თუ ვინ გახდება ჩემპიონი და რატომ. Sputnik–მა გადაწყვიტა, ტურნირის შესახებ ქართველ ექსპერტებს გასაუბრებოდა და მათთვის ოთხი ერთნაირი კითხვა დაესვა.

1. ვინ გახდება ევრო–2016–ის ჩემპიონი და ფინალისტი?

2. რომელი გუნდი შეიძლება გახდეს ტურნირის „მოულოდნელობა“–სენსაცია?

3. რამდენად შედეგიანი იქნება ჩემპიონატი იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა?

4. სწორი იყო თუ არა გადაწყვეტილება მონაწილეთა რაოდენობის 16–დან 24–მდე გაზრდის შესახებ?

სანდრო ცნობილაძე, რადიო Jako.fm–ის სპორტული რედაქტორი

1.თუ ბანალურად ვიმსჯელებთ და უკვე გატკეპნილი გზებით ვივლით, ჩემპიონობის პრეტენდენტები იგივე არიან: გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი. ეს გუნდები არ შეიძლება, ფავორიტების სახით არ განვიხილოთ. შესაძლო ჩემპიონების მეორე ეშელონს მივაკუთვნებდი ინგლისის, იტალიისა და ძალზე ამბიციურ ბელგიის ნაკრებებს. ამიტომ თითოეული სამეულიდან თითო–თითო ფინალისტს დავასახელებ – საფრანგეთი და ბელგია.

2. ვფიქრობ, რომ კი. ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან მინდა. და აქ, პირველ რიგში, ორ ნაკრებს აღვნიშნავდი: პოლონეთისა და შვედეთის. პოლონელების მიმართ მტკიცე შეგრძნება მაქვს, რომ საფეხბურთო ევროპა მათთან „ვალშია“. ოთხი წლის წინ, როდესაც ჩემპიონატი პოლონეთსა და უკრაინაში ტარდებოდა, პოლონელებმა, რომელთაც ძალზე ძლიერი გუნდი ჰყავდათ, ჯგუფიდან გასვლაც კი ვერ მოახერხეს. მათ, ბანალურად, ასეთი რანგის სატურნირო გამოცდილება არ ეყოთ. ამჟამად ყველა, ვინც ოთხი წლის წინ თამაშობდა – პიშჩეკი, კრიხოვიაკი, ბლაშჩიკოვსკი, ლევანდოვსკი – გაიზარდა, დაჭკვიანდა და საფეხბურთო თვალსაზრისით, გამოცდილება შეიძინა.

რა შეეხება შვედებს,  ეს თითქმის ყველაზე ახალგაზრდა გუნდია ტურნირზე, აქაა ისეთი პიროვნება, როგორიცაა ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ამასთან, ნაკრებშია 6–7 ფეხბურთელი, რომლებმად გასულ წელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგეს და მათთვის ამგვარი რანგის ტურნირებზე არსებული ვითარება ნაცნობი უნდა იყოს.

ფეხბურთი. ევროპის ჩემპიონატი - Sputnik საქართველო
ევრო–2016–ის მატჩების განრიგი და კალენდარი

3. ჩემი აზრით, ტურნირი შედეგიანი უნდა აღმოჩნდეს მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა. ჩემი ვარაუდი იმას ემყარება, რომ ისეთი მატჩები, როგორც, ვთქვათ, საფრანგეთი–ალბანეთი, გერმანია–ჩრდილოეთ ირლანდია, პორტუგალია–ისლანდიაა, შეიძლება დიდი ანგარიშით დასრულდეს. არ ვამტკიცებ, რომ აუცილებლად ასე იქნება, მაგრამ ისეთ გუნდებს, როგორებიც ისლანდიისა და ალბანეთის და ა. შ. ნაკრებებია, უბრალოდ, შესაძლოა, სწორედ ის გამოცდილება არ ეყოთ, რომელიც პოლონეთს არ ჰქონდა ოთხი წლის წინ. ასე რომ, გოლი ბევრი იქნება.

4. ევროზე გუნდების რაოდენობის გაზრდის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მიმაჩნია, და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა, რომ ევროპის საუკეთესო ჩემპიონატი მთელი ისტორიის განმავლობაში, 1988 წელს გერმანიაში ჩატარებული ტურნირი იყო. რვავე ნაკრები ნამდვილი გრანდი იყო და თითოეული თამაშს ერთი ამოსუნთქვით ვუყურებდით. ევროს ამჟამინდელი ფორმატი ისეთივეა, როგორიც ადრე მსოფლიო ჩემპიონატი იყო. მაგრამ თუ, ვთქვათ, ტოგო – პარაგვაის თამაში ნაკლებმიმზიდველია სპორტული თვალსაზრისით, ის ევროპელი გულშემატკივრისთვის ეგზოტიკური მაინცაა. ხოლო თუ ავიღებთ, მაგალითად, რუმინეთისა და ალბანეთის შეხვედრას, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ამ ნაკრებებისა და ფეხბურთელებისადმი, ეს ის სანახაობა არ არის, რომლის ნახვაც ევროპის ჩემპიონატზე გსურს. მითუმეტეს, თუ პროფესიული თვალსაზრისით ვისაუბრებთ. ექიმი ან არქიტექტორი რომ ვიყო, ამ მატჩს არ ვუყურებდი. ისე კი – მიწევს!

ვითარება პარიზში ტერაქტების შემდეგ - Sputnik საქართველო
ევრო 2016–ის ყველა მონაწილე გამოვლენილია

ნანა ჩოკორაია, სპორტული ჟურნალისტი

1. ფინალისტებისა და გაარჯვებულის დასახელება ჩემთვის რამდენადმე რთულია. ტიტულზე პირველ რიგებში ყოველთვის არიან გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი (სხვათა შორის, ვფქრობ, რომ ტურნირზე ესპანელები წარუმატებლად გამოვლენ), მაგრამ მინდა, რომ ჩემპიონატი ინგლისმა მოიგოს. ვიტყვი, რატომ. თუ ევროპის ეროვნული პიროველობების ტოპ–ხუთეულს ავიღებთ, ყველაზე შეუპოვარი ბრძოლა სწორედ ინგლისში იყო. ძალიან მინდა, ფეხბურთელებმა ეს განწყობა ევროზეც შეინარჩუნონ. მით უფრო, რომ თავდასხმაში ჯეიმი ვარდი – „ლესტერის“ უპირობო ლიდერი და ჰარი კეინი „ტოტენჰემიდან“ – საუკეთესო ბომბარდირი თამაშობენ. ამასთან, ინგლისის ნაკრებში „ტოტენჰემის“ ხუთი ფეხბურთელი თამაშობს.

2. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ევროზე „მოულოდნელობა“ შეიძლება სლოვაკეთის ნაკრები გახდეს. მათი რამდენიმე მატჩი ვნახე და მომეჩვენა, რომ ეს ძალზე დაბალანსებული და მიზანმიმართულად წინ მიმავალი გუნდია. და ეს მიუხედავად იმისა, რმ სლოვაკები ევროზე პირველად გამოვლენ.

3. ჩემი აზრით, ეს ჩემპიონატი შედეგიანი არ იქნება. ნამდვილად, ბოლო წლებში ფეხბურთის დონე გათანაბრდა. ამასთან, ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, გუნდები იმაზე იზრუნებენ, რომ გოლები არ გაუშვან, ანუ თავდაცვითი ქმედებები წინა პლანზე გამოვა.

ფრანგი ჯარისკაცი - Sputnik საქართველო
ევრო 2016-ის ჩემპიონატის პერიოდში საფრანგეთი საგანგებო მდგომარეობის ვადას გააგრძელებს

4. მე უფრო მომწონდა ჩემპიონატი 16 გუნდით. ფინალურ სტადიაში გადიოდნენ გრანდები და ნაკრებები, რომელთა დონე დაახლოებით ერთნაირი იყო. მეორე მხრივ, ნაკრებების რაოდენობის გაზრდა ზოგიერთ გუნდს ევროზე გასვლის საშუალებას აძლევს. 16 მონაწილის შემთხვევაში ამის წარმოდგენა რთული იყო. ამასთან, შანსი უჩნდებათ ისეთ გუნდებს, როგორებიცაა საქართველოს, ბელორუსიის, ლიტვის ნაკრებები. მაგრამ ეს პანაცეა არ არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰოლანდია 24 გუნდშიც ვერ მოხვდა.

გიორგი მელქაძე, "მსოფლიო სპორტის" სპორტული ჟურნალისტი

1. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ ევროს გამარჯვებული იტალიის ნაკრები გახდეს, რადგანაც მისი გულშემატკივარი ვარ. მაგრამ ფხიზელი თვალით რომ შევხედოთ, „სკუადრა აძურას“ შანსები დიდი არა აქვს. ალბათ, ერთ–ერთი ფინალისტი გერმანია იქნება – ძალზე სტაბილური გუნდი ჩემპიონობის მუდმივი პრეტენზიებით. მაგრამ, ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იოახიმ ლევი დიდი ხანია, „ბუნდესტიმთან“ მუშაობს. ის შესანიშნავად იცნობს ფეხბურთელებს და მათ შესაძლებლობებს. ამასთან, გერმანელებს „ურთიერთშეთამაშებული“ შემადგენლობა ჰყავთ. მეორე გუნდს კი ფინალში საფრანგეთის, ინგლისისა და ესპანეთის სამეულიდან დავასახელებდი. დიდი ალბათობით – საფრანგეთს. დიდიე დეშამის გუნდს დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს, ასევეა მშობლიური მოედნის ფაქტორიც, რა თქმა უნდა. თუმცა, მათ შეიძლება ხელი შეუშალოს იმან, რომ ისინი ევროს შესარჩევში არ მონაწილეობდნენ და მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს მართავდნენ. ეს კი კვალიფიკაციისგან ძირეულად განსხვავდება.

2. ვფიქრობ, სენსაციისთვის ორი ნაკრებია მზად – ბელგია და პოლონეთი. ბელგიელებს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ. რომელ ხაზზეც არ უნდა გაიხედო, ყველგან ვარსკვლავია, რომლებიც ევროპის წამყვან ჩემპიონატებზე გამოდიან. ეს განსაკუთრებით შუა ხაზს ეხება. რაც შეეხება პოლონეთს, გუნდი აშკარად მომწიფდა, რომ საკუთარ თავზე ხმამაღლა განაცხადოს.

კახა ცხადაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტართან ევრო 2016–ის საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო

3. ვფიქრობ, ჩემპიონატი შედეგიანი გამოვა. ამას ხელს შეუწყობს ასევე ტურნირის ატმოსფეროც, მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდაც. ამასთან, საფრანგეთი საფეხურთო ქვეყანაა და ასეთი ფაქტორები შედეგიანობაზე გავლენას ახდენს. ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ ევროზე არანაირი ტერაქტი არ მოხდება.

4. რაც შეეხება გუნდების რაოდენობას, ამას თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც. პლუსად ჩავთვლიდი იმას, რომ ასეთი განლაგებისას ევროპის ჩემპიონატზე შეიძლება საქართველოს ნაკრებიც შეირჩეს. ე. ი. ბევრ გუნდ უჩნდება შანსი. ფინალური სტადიის სანახაობითი თვალსაზრისით, აქ უფრო საინტერესო იქნებოდა 16, მეტ–ნაკლებად ერთი დონის გუნდის დაპირისპირება.

იმის თაობაზე, თუ რამდენად ზუსტი იყვნენ ჩვენი ექსპერტები თავიანთ ვარაუდებში, ერთი თვის შემდეგ – 10 ივლისს გავიგებთ, როდესაც ევრო–2016–ის ფინალი გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0