საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტართან ევრო 2016–ის საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialკახა ცხადაძე
კახა ცხადაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში 9 ქულაა. მიუხედავად ამისა, გუნდი შესარჩევ „დე“ ჯგუფში მეხუთე ადგილს ვერ აცდება.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა. 

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელები შეხვედრის პირველივე წუთებიდან ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს მეტოქის კართან, ჯორდან პერესის კარის აღება მხოლოდ 30–ე წუთზე შეძლეს. კვეკვესკირის ჩაწოდება მათე ვაწაძემ გარდაქმნა გოლად. 

რამდენიმე წუთის შემდეგ სტუმრების კარში 11 მეტრიანი დარტყმა დაინიშნა და ეს შანსი თორნიკე ოქრიაშვილმა წარმატებით გამოიყენა. „ჰენკის“ ნახევარმცველისთვის ეს მეხუთე გოლი იყო საერთაშორისო არენაზე. 

პირველი ტაიმის მიწურულს ვაწაძემ დუბლი გააფორმა. თავდამსხმელმა ბურთის გიბრალტარის მცველების თავზე გადაატარა, ხოლო კობახიძემ ის კარში შეაგდო. 

თამაშის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა, ვიდრე 87–ე წუთზე „აფეთქება“ არ მოხდა. ვაკო კვაზაიშვილი ბურთს მოედნის საკუთარ ნახევარზე დაეუფლა, გზად რამდენიმე მეტოქე მოატყუა და საჯარიმოდან ზუსტი დარტყმით გოლი გაიტანა, რითაც მატჩის საბოლოო შედეგი დადგა. 

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან მინიმალური ანგარიშით წააგო

„დღეს ყველათი კმაყოფილი ვარ. ყველამ ასე თუ ისე კარგად ითამაშა. დებიუტანტებს თავიდან ერთგვარი ნერვიულობა ეტყობოდათ, მაგრამ გადალახეს და კარგად ითამაშეს. პირველ ნახევარში თამაში ძალიან მაღალი დონისა იყო და დიდი სიამოვნება მივიღე. ასეთი რამეები უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთანაც უნდა შევძლოთ“, — აღნიშნა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე. 

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში 9 ქულაა. მიუხედავად ამისა, გუნდი შესარჩევ „დე“ ჯგუფში მეხუთე ადგილს ვერ ასცდება. 

ევრო 2016–ის დასკვნით შესარჩევ ტურში საქართველოს ნაკრები გერმანიასთან გასვლით მატჩს გამართავს.

 


ყველა ახალი ამბავი
0