თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები ქალაქ დუბლინში, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ირლანდიელებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელს კახა ცხადაძეს განწყობა, რომელიც 7 სექტემბერს იუბილარი იყო, ჯონათან უოლტერსმა გაუფუჭა, რომელმაც 69–ე წუთზე ქართველთა კარში გოლი გაიტანა.
ირლანდიელებთან შეხვედრის დაწყებამდე ცხადაძეს ტრამვირებული ნახევარმცველის ჯაბა ანანიძის შემცვლელის ვინაობა უნდა გაერკვია. საბოლოოდ, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ზურაბ ხიზანიშვილი შევიდა, რომელმაც მოედანზე თავდაცვაში დაიკავა ადგილი და რომლისთვისაც ეს მატჩი ეროვნული ნაკრების სახელით ნათამაშები 93–ე მატჩი იყო, ამ მოცემულობით იგი ლევან კობიაშვილს 7 შეხვედრით ჩამორჩება. მოედნის ცენტრში ჯაბა კანკავას გურამ კაშია შეუერთდა.
პირველი ტაიმში ორივე გუნდმა თანაბარი ძალა აჩვენა. საქართველოს ნაკრები მშვენივრად ფლობდა ბურთს და მოწინააღმდეგეს თავდასხმის საშუალებას არ აძლევდა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ნუკრი რევიშვილის კართან შეტევა გააძლიერეს, რომელმაც სამჯერ მოიგერია გლენ უილანის, ჯეფ ჰენდრიკისა და ჯონათან უოლტერსის დარტყმები.
მატჩის გმირი ჯეფ ჰენდრიკი იქცა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან შეუტია, ერთბაშად სამი მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ორ მცველს დაასწრო ჯონათან უოლტერსმა და ანგარიში გახსნა.
მატჩის დასასრულს ირლანდიელებს საკუთარი უპირატესობის გამოვლენის შესაძლებლობა კვლავ მიეცათ, თუმცა, ნუკრი რევიშვილმა მაკლინის ძლიერი დარტყმის მოგერიებით, ქართველთა კარი დაიცვა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ წაგებით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსი დაკარგა.
"D" ჯგუფის შესარჩევ პარალელურ მატჩებში შოტლანდია გერმანიასთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა, ხოლო პოლონეთმა გიბრალტარს ანგარიშით 8:1 სძლია.
ასე რომ, ЕВРО-2016–ის შესარჩევი ტურის დასრულებამდე გერმანიის ნაკრები D" ჯგუფის ლიდერია, რომლის აქტივზეც 19 ქულაა. მეორე ადგილს 18 ქულით პოლონელები იკავებენ, ხოლო მესამე ადგილზე 15 ქულით ირლანდიელები არიან. საქართველოს ნაკრები 6 ქულით მეხუთე ადგილზეა.
კახა ცხადაძის გუნდი თბილისში გიბლარტარის გუნდს 8 სექტემბერს შეხვდება, ხოლო 11 სექტემბერს კი გერმანიის ნაკრებთან გასვლით მატჩს გამართავს.