ევრო 2016-ის ჩემპიონატის პერიოდში საფრანგეთი საგანგებო მდგომარეობის ვადას გააგრძელებს

© REUTERS / PHILIPPE WOJAZERფრანგი ჯარისკაცი
ფრანგი ჯარისკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი საფრანგეთში 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ შემოიღეს. ტერაქტებს 130 ადამიანი ემსხვერპლა.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საფრანგეთის მთავრობამ, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მატჩების დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ ორი თვით გაგრძელება გადაწყვიტა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში 10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით პერიოდში უნდა ჩატარდეს.

აფეთქების შემდეგ ადამიანები ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტს ტოვებენ - Sputnik საქართველო
საფრანგეთის პრემიერი: ევროპა ომის მდგომარეობაშია

„ჩვენ წავაწყდით დიდ მოვლენას, რომელიც სრული უსაფრთხოების პირობებში უნდა ჩატარდეს და დიდი ზეიმი უნდა გახდეს. ჩვენ სრული უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი არ შეიძლება მუდმივი იყოს, მაგრამ ამ მოვლენებთან დაკავშირებით მისი გაგრძელება გადავწყვიტეთ“, — განაცხადა ვალსმა, იუწყება სააგენტო „როიტერი“.

მარტში ვალსმა განაცხადა, რომ ევრო-2016 არ გაუქმდება, ხოლო ტურნირის დროს უსაფრთხოების უმაღლესი ზომები იქნება მიღებული.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი საფრანგეთში 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ დაწესდა. ტერაქტებს 130 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 350-ზე მეტი დაიჭრა.

ყველა ახალი ამბავი
0