თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ განაცხადა, რომ ევროპა, ფაქტობრივად, ტერორიზმთან ომშია ჩართული, ტერორისტული შეტევების საფრთხე ყველაზე მაღალ დონეზეა.
„ევროპა ომის მდგომარეობაში იმყოფება. ტერაქტების საფრთხე ყველაზე მაღალ დონეზეა“, — განუცხადა ვალსმა ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან სასწრაფო თათბირის დასრულების შემდეგ.
პრემიერმა ასევე სრული სოლიდარობა გამოუცხადა ბელგიის ხელისუფლებასა და ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.