ევრო–2016–ის მატჩების განრიგი და კალენდარი

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. ევროპის ჩემპიონატი
ფეხბურთი. ევროპის ჩემპიონატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთში პარასკევს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც პირველად ისტორიაში 24 გუნდი მონაწილეობს.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით საფრანგეთის ათ ქალაქში გაიმართება.

გახსნის მატჩში პარიზში, „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე ერთმანეთს საფრანგეთისა და რუმინეთის ნაკრებები შეხვდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ნაკრებები ექვს ჯგუფად არიან დაყოფილი, თითოეულ ჯგუფში ოთხ–ოთხი გუნდია. 1/8 ფინალში გადის თითოეული ოთხეულიდან ორი გამარჯვებული და მესამე ადგილზე გასული ოთხი საუკეთესო ნაკრები.

პირველი ტურის მატჩების ცხრილი (თბილისის დროით):

ჯგუფი А

10 ივნისი – საფრანგეთი – რუმინეთი, სენ დენი, „სტად დე ფრანსი“, 23:00 სთ

11 ივნისი – ალბანეთი – შვეიცარია, ლანსი, „ფელიქს ბოლარი“, 17:00 სთ

ჯგუფი В

11 ივნისი – უელსი – სლოვაკეთი, ბორდო, „მატმიუტ ატლანტიკი“, 20:00 სთ

11 ივნისი – ინგლისი – რუსეთი, მარსელი, „ველოდრომი“, 23:00 სთ

ჯგუფი С

12 ივნისი – პოლონეთი – ჩრდილოეთ ირლანდია, ნიცა, „ალიანც რივიერა“, 20:00 სთ

12 ივნისი – გერმანია – უკრაინა, ვილნევ–დ’ასკი, „პიერ მორუა“, 23:00 სთ

ჯგუფი D

12 ივნისი – თურქეთი – ხორვატია, პარიზი, „პარკ დე პრენსი“, 17:00 სთ

13 ივნისი – ესპანეთი – ჩეხეთი, ტულუზა, „ტულუზის სტადიონი“, 17:00 სთ

ჯგუფი E

13 ივნისი – ირლანდია – შვედეთი, სენ–დენი, „სტად დე ფრანსი“, 20:00 სთ

13 ივნისი – ბელგია – იტალია, ლიონი, „ლიუმერი“, 23:00 სთ

ჯგუფი F

14 ივნისი – ავსტრია – უნგრეთი, ბორდო, „მატმიუტ ატლანტიკი“, 20:00 სთ

14 ივნისი – პორტუგალია – ისლანდია, სენტ–ეტიენი, „ჟოფრუა გიშარი“, 23:00 სთ

ყველა ახალი ამბავი
0