თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გერმანელმა ფეხბურთელებმა პოლონეთის ნაკრებთან გამართული მატჩი ფრედ დაასრულა.
С ჯგუფის შეხვედრა, რომელიც სენ-დენის „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე გაიმართა, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
პოლონეთი–გერმანიის მატჩის ფრედ დასრულებამ უკრაინის ნაკრებს ევრო 2016-ის ფლეი-ოფში გასვლის შანსები დაუკარგა. პოლონელები და გერმანელები, რომელთაც აქტივშიც 4-4 ქულა აქვთ, უკრაინელი ფეხბურთელებისთვის მიუწვდომელი გახდნენ. ხოლო მეორე ტურში ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდთან დამარცხებამ (0:2) მიხეილ ფომენკოს ნაკრებს მისი გადასწრების შესაძლებლობა ჩამოართვა, რადგან ევრო 2016-ის რეგლამენტით, თანაბარი ქულების შემთხვევაში დამატებით მაჩვენებლად პირადი შეხვედრა იქცევა. უკრაინის ნაკრები პირველი გუნდია, რომელიც ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპს ვერ გადალახავს.
მესამე ტურში გერმანია „პარკ დე ფრენსის“ სტადიონზე ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან, ხოლო პოლონელები მარსელში უკრაინის გუნდთან გამართავენ მატჩებს.