ევრო 2016: უკრაინის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდთან დამარცხდა

© photo: Sputnik / George Simmons / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინა–ჩრდილოეთ ირლანდია
უკრაინა–ჩრდილოეთ ირლანდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინელებმა სასტარტო ორი მატჩი წააგეს, მაგრამ მესამე ადგილიდან პლეი–ოფში გასვლის შესაძლებლობის წყალობით, შანსი ჯერ კიდევ აქვთ.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik.  ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში საფრანგეთში უკრაინის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდთან წააგო.

გერმანია-უკრაინა - Sputnik საქართველო
ევრო 2016: გერმანიის ნაკრებმა უკრაინის გუნდი დაამარცხა

ლიონში გამართული С ჯგუფის შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ნაკრებს გამარჯვება გარეტ მაკოლისა (49–ე წთ) და ნაიალ მაკგინის (დამატებითი დრო, 96–ე წთ) გოლებმა მოუტანა.

მატჩი 57–ე წუთზე, ძლიერი სეტყვის გამო, 2 წუთით შეჩერდა. 

ჩრდილოეთ ირლანდიელებმა 3 ქულა დააგროვეს, უკრაინელებს კი ორი მატჩის შემდეგ არცერთი ქულა არა აქვთ. 21 ივნისს უკრაინა პოლონეთის გუნდს შეხვდება, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია – გერმანიის ნაკრებს.


ყველა ახალი ამბავი
0