თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ევროპის საფეხბურთო ასოციაციამ (უეფა) უნგრეთის საფეხბურთო ფედერაციის (MLSZ) მიმართ უნგრეთისა და ისლანდიის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ საქმე გახსნა, იუწყება უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
მარსელში გამართული შეხვედრა F ჯგუფში ანგარიშით 1:1 დასრულდა. დაახლოებით 100 უნგრელი გულშემატკივარი მატჩის დაწყებამდე ბარიერზე გადასვლას შეეცადა, რათა სხვა გულშემატკივართა ჯგუფთან გაერთიანებულიყო. შედეგად გულშემატკივრებსა და სტიუარდებს შორის შეხლა–შემოხლა დაიწყო. თამაშის ბოლოს უნგრელმა გულშემატკივრებმა ასევე დიდი რაოდენობის პიროტექნიკა გამოიყენეს. საქმეს 21 ივნისს განიხილავენ.
უგრეთის ნაკრების ფანატიკოსებს ბრალად ედებათ სხვადასხვა საგნის სროლა, პიროტექნიკის გამოყენება და მასობრივი არეულობა.
მანამდე დისციპლინარული საქმე MLSZ–ის წინააღმდეგ პირველი ტურის მატჩის შემდეგ (ავსტრიის წინააღდეგ, 2:0) გაიხსნა, როდესაც გულშემატკივრებმა ასევე პიროტექნიკა გამოიყენეს.
უეფამ საქმეები გახსნა ასევე ბელგია–ირლანდიისა (3:0) და პორტუგალია–ავსტრიის (0:0) მატჩების შედეგების მიხედვით. ბელგიელ გულშემატკივრებს ბრალად ედებათ პიროტექნიკის გამოყენება და ნივთების სროლა, ხოლო პორტუგალიელს – მინდორზე შეჭრა. ამ საქმეების განხილვის ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის.