https://sputnik-georgia.com/20160613/232123882.html
ევრო–2016: ესპანეთის ნაკრებმა ჩეხეთის გუნდი დაამარცხა
ევრო–2016: ესპანეთის ნაკრებმა ჩეხეთის გუნდი დაამარცხა
Sputnik საქართველო
ესპანელები, ჩეხეთის ნაკრებზე გამარჯვებით, ქულებით ხორვატიის გუნდს გაუთანაბრდნენ, რომელმაც გუშინ ასევე მინიმალური ანგარიშით თურქეთის ნაკრებს სძლია. 13.06.2016-ს, Sputnik საქართველო
2016-06-13T19:29+0400
2016-06-13T19:29+0400
2016-06-13T19:42+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23212/29/232122915_0:65:1465:889_1920x0_80_0_0_3b81f6f62f95607196da09ae7a87d8a1.jpg
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2016
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23212/29/232122915_0:0:1465:1100_1920x0_80_0_0_9e538530c749f6195aac9b86541bf04e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
სპორტი, ახალი ამბები, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
ევრო–2016: ესპანეთის ნაკრებმა ჩეხეთის გუნდი დაამარცხა
19:29 13.06.2016 (განახლებულია: 19:42 13.06.2016) ესპანელები, ჩეხეთის ნაკრებზე გამარჯვებით, ქულებით ხორვატიის გუნდს გაუთანაბრდნენ, რომელმაც გუშინ ასევე მინიმალური ანგარიშით თურქეთის ნაკრებს სძლია.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ესპანეთის ნაკრებმა ფეხბურთში ჩეხეთის გუნდს სძლია. თამაში საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრა D ჯგუფში ორშაბათს ტულუზის „მუნისიპალის“ სტადიონზე გაიმართა და ანგარიშით 1:0 დასრულდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა გამარჯვება ჟერარ პიკეს გოლის (87–ე წუთზე) წყალობით მოიპოვა.
ესპანეთის ნაკრები და ხორვატიის გუნდი სამ–სამი ქულით D ჯგუფში პირველ–მეორე ადგილებს ინაწილებენ. ჩეხებსა და თურქებს ქულები ჯერჯერობით არა აქვთ.
შემდეგ ტურში, 17 ივნისს ჩეხეთის ნაკრები სენტ–ეტიენში ხორვატიას შეხვდება, ესპანელები კი იმავე დღეს ნიცაში – თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.