თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ევრო 2016-ის ჩემპიონატზე ხორვატიის ფეხბურთის ნაკრებმა თურქეთის გუნდი დაამარცხა, მატჩი საფრანგეთში ჩატარდა.
D ჯგუფის შეხვედრა, რომელიც „პარლ დე ფრანსის“ სტადიონზე გაიმართა, ანგარიშით 1:0 დასრულდა. მატჩის მანძილზე ერთადერთი გოლი 41 წუთზე მადრიდის „რეალის“ ხორვატიელმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა გაიტანა.
ხორვატიელებმა სამი ქულა მოაგროვეს და D ჯგუფის სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავეს. თურქეთისა და ხორვატიის გუნდების მოწინააღმდეგეთა - ესპანეთისა და ჩეხეთის ნაკრებები — მატჩი 13 ივნისს გაიმართება.