თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გამართული მატჩი რუსეთისა და ინგლისის ფეხბურთის ნაკრებმა გუნდებმა ანგარიშით 1:1 დაასრულეს.
მატჩი მარსელში გაიმართა. პირველი გოლი 73-ე წუთზე საჯარიმოდან ინგლისელმა ერიკ დაიერმა გაიტანა, ხოლო მატჩის დამატებით დროში კი ანგარიში ვასილ ბერეზუცკიმ გაათანაბრა.
მანამდე ბორდოში უელსის ნაკრებმა სლოვაკეთის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
15 ივნისს რუსეთის ნაკრები სლოვაკეთის გუნდს შეხვდება, გარდა ამისა, იმავე დღეს გაიმართება ინგლისელებისა და უელსის ნაკრების შეხვედრა.