ღიად დახურული კარი!..

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვარშავის სამიტი და მთავარი კითხვები - რა ბედი ელის NATO-ს „ღია კარის“ პოლიტიკას? როდის და როგორ ჩამოყალიბდება ალიანსი აღმოსავლეთით გაფართოების საკითხზე? აქვს თუ არა პერსპექტივა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას?

საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს და კარგია, რომ ამჯერად არავის უკამათია ვინ უნდა იყოს მივლინებულთა სათავეში… მკითხველი უსათუოდ დაინტერესდება სად, როდის და რატომ? პირველ ორ კითხვაზე პასუხი ძალზედ მარტივია. ივლისის პირველ  დეკადაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები პოლონეთის დედაქალაქში შეიკრიბებიან და ახალ რეალობასთან ორგანიზაციის ადაპტაციის საკითხზე იმსჯელებენ.

ვარშავის სამიტზე ალიანსის არაწევრი, თუმცა პარტნიორი ქვეყნებიც იქნებიან წარმოდგენილი. რაც შეეხება მესამე კითხვას, პასუხის გაცემა არც მასზეა რთული. უკვე მრავალი წელია საქართველო მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ გარანტიად NATO-ში გაწევრიანებას მოიაზრებს და ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს და წლიდან წლამდე საშინაო დავალებებს ასრულებს.

ედგარს რინკევიჩსი - Sputnik საქართველო
ლატვიის საგარეო უწყება: საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები მალე ვერ გახდებიან

სამხედრო-პოლიტიკური ალიანსიც მიესალმება ჩვენი ქვეყნის ამ მისწრაფებას და დემოკრატიის გაძლიერების, რეფორმების გაღრმავების მცდელობას. განსაკუთრებით აფასებს საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში და აღიარებს საერთო უსაფრთხოებისთვის ქართველი ხალხის მიერ გაღებულ მსხვერპლსა და წვლილს…

ძალისხმევა დაფასდა. ითქვა და უფრო მეტიც, ჯერ კიდევ რვა წლის წინათ ბუქარესტის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი, თუმცა არ დაკონკრეტდა დრო და დღეს უკვე ფაქტია, რომ სიტყვა და საქმე არ იყო და არც ახლა არის ერთი. აქვე საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობის სხვადასხვა ეტაპზე ალიანსის მხრიდან მრავალგზის გაჟღერდა — საქართველოსთვის კარი ღიაა!  NATO —ში გაწევრიანების საკითხზე პოზიტიური მოლოდინის ჩამოყალიბებაში ალიანსის ჩინოსანთ არც პოლიტიკური ველის ე.წ პროდასავლური ფლანგის წარმომადგენლები ჩამორჩებიან. წლების მანძილზე გვესმის, რომ NATO-ს აუცილებლად ექნება შემდეგი გაჩერება და ეს გაჩერება საქართველოა… ამ ფონზე არ არის გასაკვირი, რომ ქვეყანა ყოველ მომდევნო სამიტს განსაკუთრებული იმედით ელოდა.

ნიკა ჩიტაძე - Sputnik საქართველო
ნიკა ჩიტაძე: აუცილებელი არაა იმის გამეორება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი

ცალკე მსჯელობის თემაა რას ემყარებოდა ეს იმედი, როცა მრავალი წლის მანძილზე ვერაფრით მოხერხდა ღია კარის ზღურბლის გადალახვა. იმედი, რომ უსაფუძვლო იყო ვარშავის თავყრილობამდეც ჯერ კიდევ მრავალი თვით ადრე გაირკვა, როცა სამიტის დღის წესრიგზე მსჯელობისას ალიანსი ჩამოყალიბდა, რომ  უსაფრთოების გარანტიების გარეშე სამოქმედო გეგმის მინიჭება გაზრდის რისკს ჩვენი ქვეყნისთვის… ასე, რომ საქართველოს MAP — ის მინიჭება არც ამჯერად ემუქრება!.. 

MAP გაწევრიანების ინსტრუმენტია და მასზე უარის თქმა გამჭვირვალედ მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში NATO-ში არ გველიან. შესაძლოა ამიტომაც, ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მძაფრად ჟღერს კითხვა — რა უშლის ხელს, რა აფერხებს ალიანსს მიიღოს საქართველო უსაფრთხოების ოჯახში?

იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
სტოლტენბერგი: ნატოს რუსეთთან ახალი „ცივი ომი“ არ სურს

არც ამ კითხვაზეა პასუხის გაცემა რთული. საამისოდ საკმარისია ერთის მხრივ კარგად გავაანალიზოთ ახალი მსოფლიო წესრიგი და მისი მთავარი არქიტექტორების ურთიერთდამოკიდებულება, დაპირისპირების სიმწვავის ხარისხი და მოვლენათა დინამიკა, მოსალოდნელი გეოპოლიტიკური რყევები და მათი შესაძლო შედეგები; აქვე, მეორეს მხრივ გავითვალისწინოთ ჩრდილოეთით მდებარე სახელმწიფოს ინტერესები რეგიონში, მისი  როლი და ზარდი ამბიციები უსაფრთხოების ახალი სისტემის ფორმირების პროცესში და თუ თავად ვერ ჩავწვდებით, იმედია გაგებით მაინც მოვეკიდებით ექსპერტ-ანალიტიკოსების მიერ უკვე მრავალგზის გამოთქმულ მოსაზრებას, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს ახლა რუსეთთან ურთიერთობებში სხვა მრავალი თავსატეხიც ჰყოფნის და საქართველოს მიღებით არ სურს დამატებით პრობლემები შეიქმნას. ოფიციალური მოსკოვის პოზიცია ცალსახად უარყოფითია. რუსეთი არ დაუშვებს აღმოსავლეთით მის საზღვრებთან NATO-ს გაფართოებას!

ამ და კიდევ უფრო რადიკალური, თუ გნებავთ მუქარის შემცველი შინაარსის განცხადებები ხვადასხვა დროს არაერთგზის გაკეთებულა და საგულისხმოა, რომ ამ საკითხზე რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ერთიანია ხედვა და რიტორიკა. მომავალი სამიტის მონაწილეებმა ამჯერადაც მიიღეს კრემლის მკაფიო შეტყობინება… „ვფიქრობ, NATO-ში გონივრულად იმოქმედებენ, რადგან საქართველოს NATO-ში მიღება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე. ეს არის კოლოსალური რისკი ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის…“ სიტყვათა ეს წყობა NATO- ში  რუსეთის ელჩს ალექსანდრე გრუშკოს ეკუთვნის. თავყრილობამდე ჯერ კიდევ არის დრო და დარწმუნებული ვარ რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც გაიმეტებენ ორიოდე სიტყვას.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ჯერჯერობით საქართველოს ნატოში არ მიიღებენ

თავად NATO-ს მესვეურთ არაერთგზის ხაზგასმით აღუნიშნავთ, რომ საქართველოს NATO- ში გაწევრიანებას რუსეთი ვეტოს ვერ დაადებს, თუმცა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი რუსეთის ფაქტორს ითვალისწინებს. დიპლომატიური ენით გაწერილი ეს ფორმულირება მარტივ ენაზე ასე იკითხება — რუსეთთან ურთიერთობაში NATO-ს წევრი სახელმწიფოები ცალ-ცალკე და არც კოლექტიურად პრობლემებს არ ეძებენ, პრაგმატიზმს იჩენენ და მიუხედავად ცივი ომის მწვავე ფაზისა ბირთვული სახელმწიფოს ზედმეტად გაღიზიანებას ერიდებიან.

მკითხველი იმედია დამეთანხმება, რომ ახლა უკვე საკითხავია — საქართველო არ არის მზად ალიანსის წევრობისთვის, თუ NATO არ არის მზად საქართველოს მისაღებად…

აქვე ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის ხედვები მახსენდება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებზე, კერძოდ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების აუცილებლობის თაობაზე და მისი გამარჯვების შემთხვევაში, ამ პოზიციის გათვალისწინებით საქართველოს ალიანსში გაწევრიანება კიდევ უფრო არარეალურად მესახება.  

თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
დეპუტატი: საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ განწირულია
        

ამასობაში საქართველო სასიცოცხლო პრობლემების წინაშე პირისპირ რჩება და საზოგადოებაში თანდათან მატულობს იმედგაცრუება, რაც პოლიტიკოსებზე ნამდვილად არ ითქმის. ახლაც საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ე.წ მედასავლეთეები ოპტიმისტურად არიან განწყობილები და აცხადებენ, რომ ქვეყანა გახდება NATO-ს წევრი… კითხვაზე როდის? პასუხად არის — როგორც კი შეიცვლება გეოპოლიტიკური ვითარება. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ რა იგულისხმება  „შეიცვლება“- ს მიღმა… აი, როდის იქნება ეს „როგორც კი“ არავინ იცის.

ფიქრები მორიგ სამიტამდე ცოტა ხნით ადრე — რა ბედი ელის  NATO — ს „ღია კარის“ პოლიტიკას? როდის და როგორ ჩამოყალიბდება ალიანსი აღმოსავლეთით გაფართოების საკითხზე? აქვს თუ არა პერსპექტივა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას?

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
მეჭიაური ნატოზე უარის თქმას არ გამორიცხავს

მთავარი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება და თუ ასეა, ვარშავიდან რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს? კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გვპირდება, რომ  ვარშავის სამიტის შემდეგ  „NATO-ში უფრო მეტი საქართველო იქნება…“ არ დაკონკრეტდა რაზე და რამდენით მეტი, მაგრამ ამ ხატოვანი ფრაზის მიღმა ითქვა, რომ მუშაობა წარიმართება არსებითი პაკეტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების  განსახორციელებლად და ახალი ინიციატივების შესამუშავებლად, რაც მთავარია დინამიურად განვითარდება პოლიტიკური ურთიერთობები…   

ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებები, შესაძლოა, ქვეყნის NATO-სთან ურთიერთობებში წყალგამყოფიც აღმოჩნდეს, რადგან მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა და განცხადებები რუსეთთან ომის ვითარებაში მყოფი ქვეყნისთვის მიუღებელია და ის ალიანსისგან კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს ითხოვს. თუმცა ეს უკვე სხვა დროს…

ყველა ახალი ამბავი
0