დეპუტატი: საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ განწირულია

© Facebook / courtesy of Tamaz Mechiauriთამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატო საქართველოს თავის რიგებში არ მიიღებს, რათა რუსეთს ღიად არ დაუპირისპირდეს, მიაჩნია თამაზ მეჭიაურს.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოს რიგებში არ მიიღებენ, რადგან ალიანსის წევრი ქვეყნები რუსეთთან ღია დაპირისპირებაზე არ წავლენ.

„მე ცალსახად ვაფიქსირებ, რომ მიუხედავად ჩვენი სურვილისა, შევიდეთ ნატოში… ჩვენი მცდელობა უახლოეს მომავალში მაინც განწირულია. ეს ვერ მოხერხდება გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, არც ევროპის წამყვან სახელმწიფოებს, ნატოს წევრი ქვეყნები მყავს მხედველობაში, არანაირი სურვილი არ აქვთ, ჩვენ მიგვიღონ თავის რიგებში და ამით დაუპირისპირდნენ ღიად რუსეთს“, — განაცხადა მეჭიაურმა „პირველ რადიოსთან“ ინტერვიუში. 

ამ ეტაპზე საქართველოს გადაჭარბებული იმედები ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, აღიზიანებს რუსეთს, ხოლო მეორე მხრივ — ალიანსის მხრიდან არანაირი მზადყოფნა არ არის, საომარი ვითარების შემთხვევაში კონფლიქტში ჩაერთოს, აღნიშნა დეპუტატმა. 

„არანაირი შანსი ჩვენ უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანების არ გაგვაჩნია“, — აღნიშნა მეჭიაურმა. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
მეჭიაური ნატოზე უარის თქმას არ გამორიცხავს

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მეტად ინტენსიურ ფაზაში შევიდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. 2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.

გასული წლის აგვისტოში კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა, სადაც წვრთნებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან.


ყველა ახალი ამბავი
0