მეჭიაური ნატოზე უარის თქმას არ გამორიცხავს

© photo: courtesy of parliamentსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამაზ მეჭიაური მზადაა, ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, უარი თქვას ნებისმიერ სამხედრო ბლოკზე, მათ შორის, ნატოზეც.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. „ქართული ოცნების“ დეპუტატი თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, უარი თქვას ნატოსთან თანამშრომლობაზე.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: საქართველომ დიდი ხანია ნატოში შესვლის პრესპექტივა დაკარგა

„თუ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური თუ სამხედრო ბლოკი და მასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, თუ ეს საფრთხეს შეუქმნის ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მის დაცულობას, მე უარს ვიტყვი ნებისმიერზე, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს ის“, — აღნიშნა მეჭიაურმა "რუსთავი 2–ის“ ეთერში.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს იყოს ნატო, მეჭიაურმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ყველა შეიძლება იყოს“, და იქვე განმარტა, რომ ეს თავად ნატო გვეუბნება უარს მიღებაზე და ამიტომაც გაუგებარია, რატომ არის ამ საკითხზე აურზაური.

ყველა ახალი ამბავი
0