ბურჯანაძე: საქართველომ დიდი ხანია ნატოში შესვლის პრესპექტივა დაკარგა

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ ნატოში გაწევრიანების შანსი გაურკვეველი ვადით დაკარგა.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველომ ნატოში შესვლის პრესპექტივა 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერმა, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. 

რამდენიმე დღის წინ  ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს MAP-ის მიღების იმედი ვარშავაში დაგეგმილ მორიგ სამიტზე.

ნატოს გენერალური მდივნის  სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
აპატურაი: საქართველო ნატოს წევრი გახდება
 

„არ ვისაუბროთ MAP-ზე ნიშნავს, რომ საქართველოს ნატოში შესვლის საკითხი გადადებულია განუსაზღვრელი ვადით… მოსახლეობა მიხვდება, რომ აგვისტოს 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ საქმე გვაქვს დიდ ტყუილთან, რომლის ტირაჟირებასაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ახდენდა. სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასრულდა საქართველოს ნატოში შესვლის პერსპექტივა“, — განაცხადა ბურჯანაძემ  ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში. 

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მეტად ინტენსიურ ფაზაში შევიდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი-ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი-ქვეყნები გახდებიან.

2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0