ევროვიზია 2016: კონკურსის არსი, სიმღერები და პროგნოზები

© REUTERS / TT NEWS AGENCY"ევროვიზია 2016 - მზადება კონკურსისთვის. Globe Arena სტოკჰოლმში
ევროვიზია  2016 - მზადება კონკურსისთვის. Globe Arena სტოკჰოლმში - Sputnik საქართველო
გამოწერა

სანამ შვედეთში „ევროვიზიის“ სცენაზე მონაწილეთა რეპეტიციები და პრესკონფერენციები მიმდინარეობს, ჩვენ იმაზე გიამბობთ, თუ რას შეიძლება ველოდეთ სიმღერის ევროპული კონკურსისგან.

ევროვიზია 2016

ევროპული სიმღერის 2016 წლის კონკურსი სტოკჰოლმში გაიმართება.

გასულ წელს ქვეყანას გამარჯვება მონს ზელმერლევმა მოუტამა, რომელიც წელს Globen arena–დან მიესალმება მონაწილეებს.

წელს კონკურსს დაუბრუნდნენ ბულგარეთი, ბოსნია–ჰერცეგოვინა, უკრაინა და ხორვატია. „ევროვიზიაში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადეს თურქეთმა, პორტუგალიამ და სლოვაკეთმა. ბოლო წუთებში გამოეთიშა კონკურსს რუმინეთი, რომელსაც „ევროვიზია 2016–ში“ მონაწილეობა  ევროპის მაუწყებელთა კავშირმა აუკრძალა იმის გამო, რომ ქვეყნის ეროვნულ ტელევიზიას დავალიანება ჯერ კიდევ არ დაუფარავს. კონკურსში კიდევ 14 ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას.

Young Georgian Lolitaz - Sputnik საქართველო
ქართველი მუსიკოსები სტოკჰოლმში „ევროვიზიაზე“ გაემგზავრნენ

შვედეთი კონკურსს  უკვე მეექვსედ მასპინძლობს. ქვეყანას სამი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ 2012 წლის შედეგი გაემეორებინა.

კონკურსს შვედეთის ეროვნული ტელერადიოკომპანია SVT ჩაატარებს ევროპის სამაუწყებლო კავშირის ხელმძღვანელობით.

პირველი ნახევარფინალი სამშაბათს, 10 მაისს გაიმართება და ათი ადგილისთვის 18 ქვეყანა იბრძოლებს: სომხეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, მოლდოვა, ნიდერლანდები, რუსეთი, სან–მარინო, უნგრეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია–ჰერცეგოვინა, კვიპროსი, ესტონეთი, ისლანდია, მალტა, ჩერნოგორია, ჩეხეთი და ავსტრია.

ფრანგი მომღერალი ამირი - Sputnik საქართველო
„ევროვიზიის“ ფან-კლუბების კონკურსში საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა

12 მაისს კი მეორე ნახევარფინალი ჩატარდება და იქ უკვე 19 ქვეყანაა შეებრძოლება ერთმანეთს ფინალში გადასასვლელად: ავსტრალია, ირლანდია, ისრაელი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, პოლონეთი, შვეიცარია, სერბეთი, ბელარუსი, ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, დანია, საქართველო, ნორვეგია, სლოვენია და უკრაინა.

კონკურსის ფინალი 14 მაისისთვისაა დაგეგმილი. ამ დღეს საუკეთესოთა ოცეულს 2015 წლის გამარჯვებული ქვეყანა და „დიდი ხუთეული“ (კონკურსის დამფუძნებელი ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი) შეუერთდებიან.

„ევროვიზია 2016–ის“ ოფიციალური სლოგანია Come together. წამყვანები შარშანდელი გამარჯვებული მონს ზელმერლევი და 2013 წლის წამყვანი პეტრა მედე იქნებიან.

პირველად ისტორიაში, „ევროვიზია 2016“ აშშ–შიც გადაიცემა მუსიკალური ტელეარხებით VH1 და MTV.

ვისზე დებენ ფსონებს ბუკმეკერები

სანამ „ევროვიზიის“ მონაწილეები ისტერიულად ემზადებიან შეჯიბრებისთვის, ბუკმეკერები ფსონებს ღებულობენ და კონკურსის ლიდერების რეიტინგს ადგენენ.

გამარჯვებულებისა და ფავორიტების შესახებ პროგნოზებს ყოველწლიურად ფსონების მთავარი აგრეგატორი Oddschecker–ი განსაზღვრავს. სერვერი მეტ–ნაკლებად პოპულარული ბუკმეკერული კანტორების მონაცემებს აგროვებს და პროგნოზების ზოგად შედეგებს იძლევა.

ნიკა კოჩაროვი - Sputnik საქართველო
„ევროვიზიაზე“ საქართველო მე–17 ნომრით გამოვა

ახლა ბუკმეკერული ფსონებით უდავო ლიდერად რუსეთის წარმომადგენელი სერგეი ლაზარევი მიიჩნევა. კონკურსზე  რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვის კომპოზიცია You Are the Only One–ს შეასრულებს. თუ პროგნოზები ახდება, მაშინ რუსეთი მეორედ გახდება „ევროვიზიის“ გამარჯვებული. პირველი გამარჯვება რუსეთს დიმა ბილანმა მოუტანა 2008 წელს.

ლიდერთა ჩამონათვალში მეორე ადგილზე მყარად დგას ფრანგი ამირ ჰალადი. 2013 წელს მან მესამე ადგილი დაიკავა ადგილობრივ შოუში „საფრანგეთის ხმა“, ხოლო მანამდე, 2006 წელს ცდილობდა, ისრაელის სახელით გამოსულიყო ევროპულ სასიმღერო კონკურსზე. ამირი კონკურსისთვის ეროვნულმა ტელეკომპანიამ შეარჩია. „ევროვოზოაზე“ ის სადებიუტო სინგლს „J’ai cherché“ შეასრულებს ფრანგულ ენაზე, თუმცა მას ინგლისურ ენაზე მისამღერი აქვს. კომპოზიცია უკვე გახდა ჰიტი. საფრანგეთმა სულ ბოლოს ევროვიზიაზე 1977 წელს გაიმარჯვა.

მესამე ლიდერია ავსტრალია, რომელიც წელს კონკურსზე დემი იმს წარადგენს. გოგონა, რომელმაც ორი წლის წინ „Х–ფაქტორის“ ავსტრალიურ ანალოგში გაიმარჯვა, „ევროვიზიის“ სცენაზე სიმღერას „Sound of Silence“ შეასრულებს.

მიუხედავად შარშანდელი ტრიუმფისა, ბუკმეკერები წელსად აკეთებენ ფსონებს შვედეთის გამარჯვებაზე, რომელსაც წელს ფრანსი წარმოადგენს სიმღერით „If I were Sorry“.

ლიდერთა ხუთეულს, ბუკმეკერების პროგნოზებით, მალტა ასრულებს, რომელიც წლევანდელ კონკურსზე ირა ლოსკოს გზავნის სიმღერით  „Walk On Water“. ლოსკო მალტაში პოპულარული მომღერალია, რომელიც ერთხელ უკვე მონაწილეობდა „ევროვიზიაში“ 2002 წელს.

ლიდერთა ტოპ–ათეულში, ბუკმეკერების მონაცემებით, ასევე შედიან: ბულგარელი პოლი გენოვა, სომეხი ივეტა მუკუჩიანი, უკრაინელი ჯამალა და აგრეთვე სერბეთისა და იტალიის წარმომადგენლები.

ბუკმეკერთა მეორე ათეულში კი ლატვია, ჩეხეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, უნგრეთი, ისლანდია და კვიპროსი შედიან.

რამდენად გამართლდება პროგნოზები, ამას 14 მაისს შევიტყობთ.

საქართველო „ევროვიზია 2016–ზე“

ქართველ მონაწილეს კონკურსზე 34–ე ადგილს უწინასწარმეტყველებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ფინალში ვერ მოხვდება.

წლევანდელ „ევროვიზიაში“ ნიკა კოჩაროვი და მისი ინდი–ჯგუფი Young Georgian Lolitaz (YGL) მონაწილეობს.

Young Georgian Lolitaz - Sputnik საქართველო
ნიკა კოჩაროვი: პირველად სცენაზე ლივერპულში გამოვედი

ჯგუფი 2000 წელს ჩამოყალიბდა და ოთხი წევრისგან შედგება. ესენი არიან: თავად ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიროგი მარა და დიმა ოჰანესიანი. მუსიკოსებს არაერთ როკ–ფესტივალში აქვთ მონაწილეობა მიღებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სტოკჰოლმის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები შეასრულებენ სიმღერას „Midnight Gold“.

საქართველოს საუკეთესო შედეგი „ევროვიზიაზე“ მე–9 ადგილია, რომელიც ერთხელ სოფო ნიჟარაძემ დაიკავა 2010 წელს სიმღერით „Shine“, მეორედ კი ელდრაინმა 2011 წელს სიმღერით „One More Day“.
ყველაზე ცუდი შედეგი ჩვენმა ქვეყანამ 2014 წელს აჩვენა — უკანასკნელი ადგილი კონკურსის ნახევარფინალში, რომელიც დანიაში იმართებოდა. მაშინ საქართველოს სახელით იქ მარიკო და „The Shin–ი“ გამოდიოდნენ.

ცვლილებები წესებში

წელს კონკურსის წესებში სერიოზული ცვლილებებია შესული. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა 18 თებერვალს ფინალში ხმათა გამოცხადების ახალი წესები გაავრცელა. ცვლილებების თანახმად, ფინალური შოუ დროში უნდა შემცირდეს, ხოლო შედეგების გამოცხადება უფრო საინტერესო გახდეს. ეს ყველაზე გლობალური ცვლილებებია, რომლებიც კი შესულა კონკურსის წესებში 1975 წლიდან, როდესაც „12 ქულის“ სისტემა დამკვიდრდა.

ნიკა კოჩაროვი: მეგონა, რომ ევროვიზიაზე მოწვევა ხუმრობა იყო - Sputnik საქართველო
ნიკა კოჩაროვი: მეგონა, რომ "ევროვიზიაზე" მიწვევა ხუმრობა იყო

ასე რომ, ახალი წესების თანახმად, ჟიურის ხმები ტელემაყურებლების ხმებისგან ცალკე გამოცხადდება. თავდაპირველად ქვეყნები მხოლოდ ჟიურის 12 ქულას გააჟღერებენ (1–დან 10 ქულამდე ეკრანზე იქნება ნაჩვენები) და მხოლოდ ამის შემდეგღა დაითვლება ტელემაყურებელთა ხმები. ამ მონაცემებს უკვე კონკურსის წამყვანები გამოაცხადებენ.

© REUTERS/ TT NEWS AGENCY"ევროვიზიის" დროშები სტოკჰოლმის ცენტრში
ევროვიზიის დროშები სტოკჰოლმის ცენტრში - Sputnik საქართველო
"ევროვიზიის" დროშები სტოკჰოლმის ცენტრში

ქვეყნები, რომლებიც მე–11 ადგილიდან 26–ე ადგილს დაიკავებენ, ინფოგრაფიკაზე აისახებიან. წამყვანები გამოაცხადებენ იმ ქვეყნების ქულებს, რომლებიც მეათიდან პირველ ადგილს დაიკავებენ.

ამრიგად, კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ხმების გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0