ქართველი მუსიკოსები სტოკჰოლმში „ევროვიზიაზე“ გაემგზავრნენ

გამოწერა
ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz-ი „ევროვიზია 2016“–ის ნახევარფინალზე 12 მაისს წარდგებიან, მანამდე კი შვედეთში საქართველოს საელჩო ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად მიღებას გამართავს.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. მუსიკოსები ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz-ი, რომლებიც საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია 2016“ საქართველოს წარადგენენ, შვედეთში გაემგზავრნენ.

მუსიკოსები პირველ რეპეტიციას Globe Arena-ს სცენაზე 5 მაისს ჩაატარებენ. ამის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება და ქართველი შემსრულებლები მასმედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხებენ, იუწყება კონკურსის ვებ-გვერდი საქართველოში.

© EUROVIZION GEORGIAნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz-ი "ევროვიზიაზე" გაემგზავრნენ
ნიკა კოჩაროვი  & Young Georgian Lolitaz-ი ევროვიზიაზე გაემგზავრნენ - Sputnik საქართველო
ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz-ი "ევროვიზიაზე" გაემგზავრნენ

9 მაისს შვედეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ნიკა კოჩაროვის & Young Georgian Lolitaz-ის მხარდასაჭერად მიღება გაიმართება. ღონისძიებას, შვედეთში მცხოვრები ქართველების გარდა, ჟურნალისტები, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები და ასევე საგანგებოდ მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.

სტუმრებს სამახსოვროდ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული საჩუქრები გადაეცემათ. ქართული ჯგუფი სპეციალურად მათთვის რამდენიმე სიმღერასაც შეასრულებს.
„ევროვიზიის“ რიგით 61-ე კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები 12 მაისს მე-16 ნომრად გამოვლენ.

ჯგუფი Young Georgian Lolitaz (YGL) - Sputnik საქართველო
სიმღერა „ევროვიზიისთვის“ შერჩეულია

მანამდე ცნობილი იყო, რომ ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz-ი კონკურსის მეორე ნახევარფინალში მე-17 ნომრად გავიდოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კონკურსი რუმინეთმა დატოვა, გამოსვლების ნომრები შეიცვალა.

ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz-თან ერთად ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნის 18 მონაწილე გამოვა.

„ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალი 10 მაისს, მეორე კი 12 მაისს გაიმართება. ორივე ნახევარფინალის შედეგებით გაირკვევა კონკურსის ფინალისტების რიგითობა.

ნიკა კოჩაროვი: მეგონა, რომ ევროვიზიაზე მოწვევა ხუმრობა იყო - Sputnik საქართველო
ნიკა კოჩაროვი: მეგონა, რომ "ევროვიზიაზე" მიწვევა ხუმრობა იყო

ფინალი 14 მაისს გაიმართება. ფინალში საუკეთესო ოცეულს შეუერთდებიან მასპინძელი — 2015 წლის გამარჯვებული ქვეყანა და „დიდი ხუთეული“ (კონკურსის დამფუძნებელი ხუთი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი).

ჯგუფი YoungGeorgianLolitaz (YGL) 2000 წელს დაფუძნდა. მასში ოთხი წევრია — ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი. მუსიკოსებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არაერთ სხვადასხვა როკ-ფესტივალში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

საერთაშორისო კონკურსზე ქართველი მუსიკოსები წარდგებიან სიმღერით Midnight Gold.

„ევროვიზია 2016“ სტოკჰოლმში Globe Arena-ს სცენაზე გაიმართება. კონკურსის გამართვის უფლება შვედეთს გასულ წელს მომღერალმა მონს ზელმერლევმა მოუტანა. წელს კონკურსში 42 ქვეყანა მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0