სიმღერა „ევროვიზიისთვის“ შერჩეულია

© http://eurovision-georgia.ge/ჯგუფი Young Georgian Lolitaz (YGL)
ჯგუფი Young Georgian Lolitaz (YGL) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟიურიმ და აუდიტორიამ კომპოზიცია Midnight Gold შეარჩია, რომელიც სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია 2016“ საქართველოს სახელით გაჟღერდება.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz-ი საერთაშორისო კონკურს „ევროვიზია 2016“-ზე კენჭისყრით შერჩეული სიმღერით Midnight Gold წარდგებიან.

სიმღერა ჟიურისა და აუდიტორიის შერეული კენჭისყრით ხუთი ინგლისურენოვანი სიმღერიდან შეარჩიეს: Midnight Gold, Pain in my Heart, Right and Wrong, Sugar and Milk და We agree.

ნიკა კოჩაროვი: მეგონა, რომ ევროვიზიაზე მოწვევა ხუმრობა იყო - Sputnik საქართველო
ნიკა კოჩაროვი: მეგონა, რომ "ევროვიზიაზე" მიწვევა ხუმრობა იყო

კონკურსის არსებობის ისტორიაში პირველად, „ევროვიზია 2016“-ში რეკორდული რაოდენობა — 43 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

ჯგუფი Young Georgian Lolitaz (YGL) 2000 წელს დაარსდა. ის ოთხი მუსიკოსისგან შედგება, ესენი არიან: ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი. მუსიკოსებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა როკ-ფესტივალში აქვთ მიღებული მონაწილეობა.

გასულ წელს ევროვიზიაზე საქართველო ნინა სუბლატმა წარადგინა და მე-11 ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0