თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ფრანგმა მომღერალმა ამირმა (Amir) გამარჯვება მოიპოვა „ევროვიზიის“ ფან-კლუბების ხმის მიცემის კონკურსში OGAE Poll Competition, იუწყება Sputnik—ბელარუსი.
ბუკმეკერების ვერსიით, მომავალ „ევროვიზია 2016“–ზე ლიდერია რუსი შემხრულებელი სერგეი ლაზარევი, თუმცა, ფანატების ხმების მიხედვით მან მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა.
ფან-კლუბებმა პირველი ადგილი ამირს მიანიჭეს, ხოლო მესამე ავსტრალიელ მომღერალ ქალს. მათი ვერსიით ტოპ-ათეულში ასევე შევიდნენ: ბულგარეთი, იტალია, ესპანეთი, ავსტრია, ლატვია, უკრაინა და უნგრეთი. ბელორუსმა კონკურსანტმა ფან-კლუბებისგან ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო.
აუტსაიდერთა სიაში, რომლებმაც ფან-კლუბების ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს, არიან ასევე ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, დანია, ფინეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, რუმინეთი, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი.
როგორც წესი, ფან-კლუბების პროგნოზი ზუსტად მართლდება ლიდერთა სამეულში.
„ევროვიზიის“ ნახევარფინალები სტოკჰოლმში 10 და 12 მაისს გაიმართება, ხოლო ფინალი – 14 მაისს.