საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მილიარდერი და მეცენატი ხელისუფლებაში 2012 წლიდან, მის მიერ დაფუძნებულ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთან“ ერთად გამოჩნდა. ამიერიდან ივანიშვილი ცხოვრების ძველ სტილს უბრუნდება და მისი მთავარი საქმიანობა, როგორც ადრე, ქველმოქმედება იქნება.
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო სექტემბერში გამოაცხადა – ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა ოთხნიშნა ციფრს მიაღწია.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები.
ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებული რჩევები მაღალკვალიფიციური ექიმებისგან, ასევე რეკომენდაციები სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მათი თავიდან აცილების თაობაზე, იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, სიახლეები საქართველოს მეზობელი ქვეყნებში – რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში მიმდინარე სოციალურ–პოლიტიკურ მოვლენებზე, ვითარება ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები, არსებული კრიმინოგენული ვითარება, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები, სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტები, რუსეთში, ევროპაში, აზიასა და აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, მსოფლიოს პოლიტიკური ფიგურების ვიზიტები, სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტების არჩევნები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.
ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში პერმანენტულ აქციებს აწყობს. მიმდინარე მოვლენებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ სიუჟეტში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან საპარლამენტი არჩევნების მეორე ტური ჩატარდება თბილისის ყველა ოლქსა და რეგიონების რვა ოლქში.
საქართველოში არჩევნები ჩატარდა, თუმცა, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა კვლავ მაღალია. პარლამენტში შესულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის კვალდაკვალ უარი განაცხადეს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატობის მანდატებზე. თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.
მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.
21 ოქტომბერს ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა მძევლად იაყვანა 19 პირი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები. თავდამსხმელი 500 ათას დოლარს, ვერტმფრენს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების მოკვლით იმუქრება.
საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი ორი წევრი დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ქართულ-აზერბაიჯანული მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა. პირველი 15 წლის განმავლობაში მან საზღვრის თითქმის 70 პროცენტი შეათანხმა, მაგრამ 2007 წლიდან დელიმიტაციის პროცესში დაბრკოლებები წარმოიშვა. სადავოდ რჩება დავით-გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიები.
მთიან ყარაბაღში სიტუაცია 27 სექტემბრის დილას მკვეთრად გამწვავდა - ბაქო და ერევანი ერთმანეთს სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, ხოლო აზერბაიჯანის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე „საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანა“. ორივე მხარე მსხვერპლისა და დანაკარგის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
თბილისის ფილარმონიასთან ახლოს მდებარე კლუბ Dejavu–ში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი – მათ შორის ერთი, კლუბის მენეჯერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. იგი მეგობრის დაბადების დღის წვეულების შემდეგ გაუჩინარდა, როდესაც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც შემდეგ ავტობანზე გაგრძელდა. მოწმეების მტკიცებით, გიორგიმ კონფლიქტის ადგილი დატოვა და მდინარისკენ გაიქცა, რის შემდეგაც იგი არავის უნახავს. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.
სასარგებლო რჩევები, ინფორმაციები ქალებისთვის, მამაკაცებისთვის... უბრალოდ, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის. საზოგადოება ყოველთვის ინტერესით ეცნობა ექიმის მოსაზრებას, რჩევას ჯანმრთელობასთან, სილამაზესთან დაკავშირებით. რაც შეეხება მანდილოსნებს, მათ უყვართ სასარგებლო რჩევების მოსმენა თავის მოვლის, მოდის ტენდენციების, სეზონური დიეტების შესახებ. როგორ შევინარჩუნოთ სწილამაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამ და სხვა საკთხების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე.
სასარგებლო რჩევები, ინფორმაციები ქალებისთვის, მამაკაცებისთვის... უბრალოდ, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის. საზოგადოება ყოველთვის ინტერესით ეცნობა ექიმის მოსაზრებას, რჩევას ჯანმრთელობასთან, სილამაზესთან დაკავშირებით. რაც შეეხება მანდილოსნებს, მათ უყვართ სასარგებლო რჩევების მოსმენა თავის მოვლის, მოდის ტენდენციების, სეზონური დიეტების შესახებ. როგორ შევინარჩუნოთ სწილამაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამ და სხვა საკთხების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში სტარტს აგვისტოს ბოლოს – არჩევნებამდე 60 დღით ადრე აიღებს. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: ნაწილს პარტიული სიით, ნაწილს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.
საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული პოლიტიკური ცხოვრება აქტიურ ფაზაში შედის. პროტესტი, პოლიტიკოსების ხმამაღალი განცხადებები, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და უბრალოდ, ყოველდღიური პოლიტიკის შესახებ ინფორმაციებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ სიუჟეტში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. 50 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი (21:00 საათიდან 06:00 საათამდე) გამოცხადდა.
ოთხშაბათს, საღამოს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ ირანიდან ჩამოვიდა. 50 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.