უფრთხილდით „გაზის ინკასატორებს"! – ბათუმში 84 წლის ქალი გაძარცვეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მას სხეულის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ხელვაჩაურში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებმაც 84 წლის პენსიონერი ქალი გაძარცვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
არასრულწლოვნებმა კაფე „ახალი მზიური“ და ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

შემთხვევა ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა, როცა ორი მამაკაცი მას გაზის ინკასატორებად გაეცნო და სახლში მოტყუებით შეაღწია. მძარცველებმა მოხუცი სკამზე დააბეს და ძვირფასეულობა წაიღეს.

დაზარალებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მას სხეულის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს და ორიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0