ბრძოლა ადგილისთვის მზისქვეშეთში — ვინ შევა „ქართულ ოცნებაში?“

© facebook.com/GaribashviliOfficial"ქართული ოცნების" მიტინგი 2012 წელს
ქართული ოცნების მიტინგი 2012 წელს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებამდე ნახევარ წელზე ცოტა მეტი რჩება. პოლიტიკურ პარტიებს სიები ჯერ არ დაუზუსტებიათ, თუმცა იქ მოსახვედრად ბრძოლა უკვე დაიწყო.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე დაიწყეს ბრძოლა საკუთარი ადგილებისთვის მზისქვეშეთში, ანუ საარჩევნო სიებში მოსახვედრად, რომლის ფორმირებაშიც გადამწყვეტი სიტყვა მილიარდერ ექსპრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, — მიაჩნია ექსპერტ გია ხუხაშვილს. 

ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი დარწმუნებულია, რომ კოალიციაში შემავალი პარტიები, იმის მაგივრად, რომ შეეცადნენ, ხალხისგან მიიღონ ძალაუფლება, მილიარდერისგან ცდილობენ მის მოპოვებას. 

„კოალიციაში შემავალმა პარტიებმა საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი ვერ დააგროვეს, ვერ გამოიყენეს ხელისუფლებაში ყოფნის ეს სამი თუ ოთხი წელი იმისათვის, რომ რამე შეექმნათ… კაპიტალი დაეგროვებინათ იმისთვის,  რომ ხალხთან სალაპარაკოდ მზად ყოფილიყვნენ. ისინი ხელისუფლების მიღებას ხალხისგან კი არ ცდილობენ, არამედ ერთი კაცისგან“, — განაცხადა ხუხაშვილმა „რუსთავი 2–ის“ ეთერში. 

ყველაფერი ნიანგების ბრალია 

„ბებერი პოლიტიკური ნიანგების“ თავიდან მოცილება ურჩია პრემიერ–მინისტრსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს გიორგი კვირიკაშვილს „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა. მისი აზრით, სწორედ ასეთები უშლიან ხელს პარტიას მართვის დემოკრატიულ სტილზე გადასვლაში. 

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
ახვლედიანი: „ქართული ოცნება“ დემოკრატიული ვერ გახდა

ვინ ჰყავდა მხედველობაში ახვლედიანს, როდესაც „ბებერ ნიანგებზე“ საუბრობდა, უცნობია. თუმცა ეს განცხადება უკმაყოფილების მიზეზი გახდა როგორც პარტიაში, ისე კოალიციაში. 

„სამწუხაროდ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ქცეულიყო მეტნაკლებად დემოკრატიული ფორმატის პარტიულ სივრცედ… პარტია ვერა და ვერ გადავიდა მართვის დემოკრატიულ სტილზე. რეგიონული ოფისები, პარტიის განყოფილებები თუ ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ჯერ ისევ ინერციით მოძრაობენ“, — თქვა ახვლედიანმა. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: მმართველი კოალიცია დაიშლება, მაგრამ 2016 წლის არჩევნების შემდეგ

ახვლედიანის განცხადებას „ბებერი ნიანგების“ თაობაზე წინ უძღოდა დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ აგორებული სკანდალი კოალიციაში, როდესაც მან თავდაცვის „რესპუბლიკელი“ მინისტრი თინა ხიდაშელი კოალიციისთვის თავის მოჭრაში დაადანაშაულა საგარეჯოში შუალედური არჩევნებში ჩარევის გამო.  ამას გარდა, თოფაძემ საქართველოს ასევე გააკრიტიკა ნატოსკენ სწრაფვის გამოც. 

კოალიციის წევრებმა უკვე დაგმეს თოფაძის განცხადებები, ხოლო პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა მათ.  

გია ვოლსკი - Sputnik საქართველო
სკანდალური დეპუტატისა და მისი პარტიის ბედს პოლიტსაბჭო გადაწყვეტს

მმართველობითი ქაოსი

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მმართველობითი ქაოსი შეინიშნება, რაც ქვეყანასა და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აისახა, — მიაჩნია „ტავისუფალი დემოკრატების“ წევრ დეპუტატს, ნინო გოგუაძეს. 

„მმართველობითი ქაოსი იყო კოალიციაში, როდესაც ერთი ერთს ამბობდა, მეორე კი მეორეს, სრულიად საპირისპირო  მოსაზრებები… საერთო ქაოსში გადაიზარდა და ხელისუფლებას არ ძალუძს ჩვენი მოსახლეობის ძირითადი პრობლემების მართვა“, — განაცხადა გოგუაძემ. 

ივანიშვილი ბიძინა - Sputnik საქართველო
პარალამენტის სპიკერი: ივანიშვილი მომავალ არჩევნებზე ნაკლებად იაქტიურებს

„თავისუფალ დემოკრატებს“ ეთანხმებიან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. მისი წევრები დარწმუნებულები არიან, რომ, როგორიც არ უნდა იყოს შიდაკოალიციური ბრძოლა, სიების ფორმირებაში გადამწყვეტი სიტყვა მაინც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. 

იმაზე, რომ კოალიცია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და ფილოსოფიური მიდგომების გამო ერთიანობას ვერ შეინარჩუნებდა, მისი შექმნის დღიდან ლაპარაკობდნენ. ვის გარიყავს პოლიტიკური დაპირისპირებების მორევი, რთული სათქმელია. მაგრამ მექანიზმი უკვე მუშაობს. პირველი ნაბიჯი „მრეწველმა“ თოფაძემ გადადგა. „რესპუბლიკელები“ საპასუხოდ ვა–ბანკზე წავიდნენ და კოალიციისგან თოფაძის „საჯაროდ დასჯა“ მოითხოვეს. 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სავარაუდოდ, 28 თებერვალს გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0