პარალამენტის სპიკერი: ივანიშვილი მომავალ არჩევნებზე ნაკლებად იაქტიურებს

© Sputnik / STRINGERივანიშვილი ბიძინა
ივანიშვილი ბიძინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივანიშვილი მონაწილეობას მიიღებს მომავალი არჩევნებისათვის „ქართული ოცნების“ სიის ფორმირებაში, მაგრამ მისი აქტიურობა უფრო დაბალი იქნება ვიდრე 2012 წელს, როცა ის თავად ხელმძღვანელობდა ამ სისტემას, თქვა უსუფაშვილმა.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას მიიღებს „ქართული ოცნების“ სიის ფორმირებაში.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში "ქართულ ოცნებას" დაეხმარება

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ გადამწყვეტი ფიგურა კოალიცის ლიდერი იქნება, თუმცა, ამ შემთხვევაში, სიის დაკომპლექტება კოალიციურ შეთანხმებებს ნიშნავს. მისივე თქმით, ერთ ადამიანს სია არც 2012 წლის არჩევნებზე დაუკომპლექტებია და არც 2016 წელს დააკომპლექტებს. „ჩვენ რომ ვსაუბრობდეთ ერთ პარტიაზე, მაშინ შეიძლება იყოს ერთი კაცი, რომლის ხელშიც იქნება ვის სად ჩაწერს. აქ ასე არ ყოფილა და არც 2016 წელს იქნება. ეს იქნება კოალიციური გადაწყვეტილებები იმ შეთანხმებების შესაბამისად, რასაც ჩვენ მივაღწევთ. იქნება თუ არა ამაში ბიძინა ივანიშვილის როლი? მგონია რომ იქნება, მაგრამ არა მგონია, რომ მისი აქტიურობა იქნება იმასთან ახლოს მისატანი, რაც იყო 2012 წელს, მაშინ როდესაც თავად ხელმძღვანელობდა ამ სისტემას“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური აქვეყნებს. 

2016 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, სადაც პოლიტიკური პარტიები 150 სადეპუტატო მანდატის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.


ყველა ახალი ამბავი
0