კალაძე: მმართველი კოალიცია დაიშლება, მაგრამ 2016 წლის არჩევნების შემდეგ

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი კოალიცია დაიშლება, მაგრამ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ალიანსი დღევანდელი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა კალაძემ.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ადრე თუ გვიან დაიშლება, თუმცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის, სავარაუდოდ, ამჟამინდელი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი თავისუფალი არჩევნების გარანტიას იძლევა

ქართულ მედიაში მმართველი კოალიციის შესაძლო დაშლის საკითხი მას შემდეგ განიხილება, რაც კოალიციაში შემავალი რამდენიმე საპარლამენტო პარტიის დაპირისპირების შესახებ გახდა ცნობილი.

“ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება რომ კოალიცია დაიშლება. ამაში ცუდი არაფერი არ არის, თუმცა უახლოეს მომავალში მე ამას ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ კოალიცია, ალბათ, არჩევნებზე წარდგება ისევ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის“, — განაცხადა კახა კალაძემ ორშაბათს პრესკონფერენციაზე.

საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0