სკანდალური დეპუტატისა და მისი პარტიის ბედს პოლიტსაბჭო გადაწყვეტს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომა კვირას არის დაგეგმილი და მას პრემიერ-მინისტრი უნდა დაესწროს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ შიგნით დაპირისპირების საკითხს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ, რომელიც, სავარაუდოდ, კვირას გაიმართება, განაცხადა დეპუტატმა უმრავლესობიდან გია ვოლსკიმ სამშაბათს პრესკონფერენციაზე.

სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ფრაქცია „ქართული ოცნება — მრეწველების“ ლიდერმა გოგო თოფაძემ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრი, რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელი დაადანაშაულა. თოფაძის განცხადებით, ხიდაშელმა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ შეარცხვინა, როდესაც საგარეჯოს შუალედური საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბა. კოალიციის წევრებმა თოფაძის განცხადებები უკვე დაგმეს, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამას აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა.

„ვგეგმავთ და ძალიან გვინდა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა კვირას ჩატარდეს. პრემიერი კოალიციის ლიდერია და რა თქმა უნდა, მისი ამ სტატუსით დასწრება სავალდებულოა. პოლიტსაბჭოს შეკრების მიზეზი კოალიციაში არსებული დაპირისპირებაა“, — განაცხადა ვოლსკიმ.

გოგი თოფაძე - Sputnik საქართველო
ექსპერტი: დეპუტატი თოფაძე „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემაა

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ მმართველი კოალიცია ერთიანი უნდა დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს გაჩნდა კითხვები პარტია  „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ „ქართული ოცნებიდან“ გამიჯვნის შესახებ.
„მე არ გავაკეთებ პროგნოზს, თუ რა და როგორ მოხდება და იქნება თუ არა კოალიცია ერთიანი, მაგრამ ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" და ზოგადად, ხელმძღვანელობის სურვილია, რომ კოალიცია შენარჩუნებულ იქნას“, — აღნიშნა მან.

ამჟამად მმართველ კოალიციაში შედიან: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატიული პარტია“, „ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

ყველა ახალი ამბავი
0