ექსპერტი: დეპუტატი თოფაძე „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემაა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგოგი თოფაძე
გოგი თოფაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატმა თოფაძემ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა საგარეჯოში პარლამენტის წევრის არჩევნების დროს მმართველი პარტია შეარცხვინა, როდესაც ხმების დათვლაში მიიღო მონაწილეობა.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გოგი თოფაძე კოალიცია „ქართული ოცნებიდან პოლიტიკური გაერთიანებისთვის პრობლემას წარმოადგენს, მიიჩნევს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

თოფაძემ ხუთშაბათს გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელს საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ ამით მინისტრმა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ შეარცხვინა.

გოგი თოფაძე - Sputnik საქართველო
თოფაძე: თავდაცვის მინისტრმა მმართველ კოალიციას თავი მოჭრა

 „როცა კოალიციაში შემავალი ერთი სუბიექტის ლიდერი მეორე სუბიექტის ლიდერზე ამბობს, არჩევნები გააყალბაო, ამაზე დიდი პრობლემა რა უნდა იყოს? გოგი თოფაძე იმდენად გაურკვეველ პოზიციაში ჩადგა, რომ ყველა დააბნია. არავინ იცის, რა დიაგნოზი უნდა დავსვათ", — განაცხადა ხუხაშვილმა გაზეთ „რეზონანსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

დეპუტატის საქციელი არასტანდარტულია და პოლიტიკის ჩარჩოებს სცილდება, დასძინა მან.

საგარეჯოს შუალედური არჩევნები 2015 წლის ოქტომბერში გაიმართა. კენჭისყრის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა ამომრჩევლის ხმათა 49,5% მიიღო და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ირმა ინაშვილს 3,67%-ით გაუსწრო. ოპოზიციის აზრით, შედეგებზე გავლენა მუხროვანის ბაზაზე განლაგებული სამხედროების მონაწილეობამ და ხმების დათვლის დროს თავდაცვის მინისტრის ადგილზე ყოფნამ იმოქმედა.

ყველა ახალი ამბავი
0