ლარის ახალი “რეკორდი“ - სადამდე?!

© photo: Sputnikვალუტის გადაცვლა, არქივის ფოტო
ვალუტის გადაცვლა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარმა გასული საუკუნის მაჩვენებელი 5 თეთრით „გააუმჯობესა“ და თავისუფალი სტილით ცურვაში ახალი „რეკორდი“ დაამყარა. არ ისმის აპლოდისმენტები და მაყურებელი გაბრაზებულია. რა მოხდა ამჯერად? როდის და როგორ დასრულდება ლარის ფსკერზე დაშვება?

ეროვნული "სიამაყის" მიღწევების უკვე არავის უკვირს. 2014 წლის მიწურულიდან სულ უფრო დაბლა ეშვება, თუმცა ახალ და ახალ „სიმაღლეებს“ იპყრობს. ასეა ახლაც. 1999 წლის 23 თებერვლით  დათარიღებული  ნიშნული — 2 ლარი და 45 თეთრი ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში უკვე ისტორიის საკუთრებაა.

ხელისუფლება ძირითადად საგარეო ფაქტორებით აპელირებს: რეგიონში მიმდინარე ურთულესი პროცესები, რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ა.შ.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ არასახარბიელო რეალობას არ უგულებელყოფენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, თუმცა ისინი ლარის „გაყოჩაღების“ ძირითად მიზეზს ქვეყნის შიგნით ხედავენ. ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში შემცირდა უცხოური ინვესტიციები, იკლო ქართული პროდუქციის ექსპორტმა, შემცირდა ტურისტების რაოდენობა და ა.შ

კუპიურა - Sputnik საქართველო
DWN: მსოფლიო ახალი ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა

რაც შეეხება ექსპერტ-ანალიტიკოსებს, ისინი ქვეყანის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაზე საგარეო ფაქტორების უარყოფით გავლენას აღიარებენ, თუმცა თვლიან, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ნეგატიურად აისახებოდა ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების ლიკვიდობის მხარდასაჭერად რეფინანსირების სესხის ოდენობის პერიოდული ზრდა.

ხშირად გვსმენია, რომ ხელისუფლება უფრო აქტიური და პრინციპული უნდა ყოფილიყო ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, რომელიც ხელს უწყობდა ლარს ახალ-ახალი „მწვერვალების დაპყრობაში“. ექსპერტების ერთი ნაწილი ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზად საქართველოს მთავარ საგარეო სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს ასახელებს.

ჩვენი საგარეო სავაჭრო პარტნიორები არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და მაშასადამე, ეს არის დსთ-ს სივრცე. ძირითადი სავაჭრო ბრუნვები, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები ამ ქვეყნებში ხორციელდება. რეგიონში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური პრობლემებია, რაც უკავშირდება ნედლეულზე ფასების შემცირებას, მათ შორის, ლომის წილი აქ ნავთობპროდუქტებს უკავია.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მსხვილი სავაჭრო პარტნიორებია და ამ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტები უფასურდება, მცირდება მათი ეკონომიკები, ეს ჩვენი ექსპორტის მაჩვენებელზეც და სხვა წყაროებზეც აისახება, საიდანაც ხდება უცხოური ვალუტის შემოდინება, ანუ ჩვენთან უცხოური ვალუტის მიწოდება ასევე მცირდება, რის გამოც, შესაბამისად, ლარიც უფასურდება.

ქართული ლარი - Sputnik საქართველო
ლარის კურსის ვარდნა ჯერ არ დასრულებულა

ვფიქრობ საგულისხმოა ის მინიშნებაც, რომ ამერიკულ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას მხოლოდ ლარი ვერ "დაიტრაბახებს". პოზიციები საგრძნობლად დათმეს რუსულმა რუბლმა, თურქულმა ლირამ, ევრომ, ჩინურმა იუანმა, ყაზახურმა ტენგემ, აზერბაიჯანულმა მანათმა და ა.შ.

უცნაურია, რომ არავის უსაუბრია და არც დღეს კითხულობს უცხოელი ბიზნესმენი რატომ უნდა მოიხიბლოს იმ ქვეყნით, რომლის ტერიტორიების ოცი პროცენტს ოფიციალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, ხოლო უცხო ქვეყნის ჯარები დედაქალაქიდან თხუთმეტი წუთის სავალზე არიან დისლოცირებული. არც იმაზე მიუთითებია ვინმეს, რომ ახლა რეგიონმი ომია და რუსეთსა და უკრაინაში არც ქართული პროდუქციის იმავე რაოდენობით შესაძენად და არც საქართველოში იმავე სიხშირით სამოგზაუროდ მოქალაქეებს უბრალოდ ფინანსები არ ჰყოფნით. ამ მწვავე თემებზე ბაასი ჩვენში „არ მოსულა“. მაინც რა მოხდა ამჯერად?

ამ მარტივ კითხვას ყველაზე „ხატოვნად“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე პასუხობს. ის ბრძანებს, რომ ლარი კი არ გაუფასურებულა, არამედ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი დაეცა. მას იგივე კურსი აქვს შენარჩუნებული ევროსთანაც და სხვა ვალუტებთანაც.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
ექსპერტი: ლარის კურსის ვარდნა ქვეყნიდან კაპიტალის გადინებამ გამოიწვია

რა არსებითი, ან პრინციპული სხვაობაა გაუფასურებასა და გაცვლითი კურსის დაცემას შორის?— შესაძლოა იკითხოს მკითხველმა, თუმცა ვეჭვობ განმარტება საჭირო იყოს, რადგან მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით კი ნახევარ მილიონზე მეტისთვის, რომელსაც საბანკო სესხი აქვს დოლარში, მნიშვნელობა არა აქვს ლარი გაუფასურდა, თუ მისი გაცვლითი კურსი დაეცა. შედეგი ერთია — კიდევ უფრო გაძვირებული ცხოვრება. არსებულ რთულ ვითარებას  კიდევ უფრო ამძიმებს გაურკვევლობა და მომავლის შიში.

ანალიტიკოსი ალექსანდრე თვალჭრელიძე: „კურსთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები რამდენიმე მიზეზის გამო არ მაქვს. საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობა ლარისთვის სახარბიელო არ არის. მეორე მიზეზი არის საშინაო მიზეზი, რომელიც გამოწვეულია იმისგან, რომ დღემდე უცნობია თუ ვინ იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ასეთ სიტუაციაში ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ფრთხილობს და არსებით ქმედით ზომებს არ მიმართავს იმისთვის, რომ ლარი გააძლიეროს. მესამე მიზეზი არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მთავრობის პასიურობა ეროვნულ ბანკთან მიმართებაში. ლარის კურსის დასტაბილურება შესაძლებელია, მარტივია. ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად, ძალიან შეწყობილად უნდა გააკონტროლონ ყოველდღიურად მიმოქცევაში მყოფი უცხოური ვალუტის და ეროვნული ვალუტის ფარდობითობა. და შეამციროს მიმოქცევაში მყოფი ლარის ბანკნოტები. ხისტი ქმედებებია მისაღები. ჩვენი ეკონომიკა ასეთ ქმედებებს ძალიან კარგად გაუძლებს, ხოლო მოსახლეობისთვის ეს იქნება შვება განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც დოლარში სესხი აქვს აღებული".

ახლა მნიშვნელოვანია გავთვალოთ ის, თუ რა კიდე რისკებია მოსალოდნელი და ისე ვუპასუხთ კითხვას — რამ შეიძლება შეაჩეროს ლარის ფსკერზე დაშვების პროცესი. 

ამერიკული და რუსული ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
კანადელი ეკონომისტი: მსოფლიოს დეფოლტები წალეკავს
 

ეკონომისტი აკაკი ცომაია: „ეროვნული ვალუტის გაუფასურება ეს არ არის გამოწვეული ლარის გადაჭარბებული მიწოდებით, ან არასწორი ფისკალური პოლიტიკით, ამდენად რეზერვის დახარჯვას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან შედეგი არ ექნება. ანუ ამან რაღაცა პერიოდის განმავლობაში შეიძლება პროცესი ცოტა ხნით შეაჩეროს, მაგრამ კურსი საბოლოო ჯამში, მაინც გაუფასურდება, ან იქნება ისეთი, როგორც არის. ლარის ხარჯვის მოცულობები უნდა შემცირდეს საზოგადოებაში. ეს მოკლევადიან პერიოდში ლარის შემდგომი გაუფასურების პროცესს შეაჩერებს. გრძელვადიან პერიოდში ჩვენი "აქილევსის ქუსლი" არის ის, რომ ჩვენ მთალიანად ვართ დამოკიდებული პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე, უნდა მოხდეს დივერსიფიკაცია და რამენაირად უნდა გადავერთოთ ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ბაზარზე, რომლებიც მეტ-ნაკლებად სტაბილურები არიან“.

მოსახდენი უკვე მოხდა. ყველაზე მთავარი ჩვენ უკვე გავიარეთ და გადავიტანეთ. ჩვენ რეალური შემოსავლის დიდი ნაწილი დავკარგეთ. როგორც ჩანს, ნეგატიური ფუნდამენტალური ფაქტორები, ისევ ჩვენ საწინააღმდგოდ მოქმედებს, ჯერჯერობით ეს ტენდენცია გრძელდება, მაგრამ იმ მასშტაბით ლარს აღარ გააუფასურებს. რამდენი პროცენტით გაუფასურდება, სად იქნება საბოლოო წერტილი, როდესაც აღარ დაიწყებს გაუფასურებას — ვეჭვობ არავინ არის, ვინც ამ კითხვებზე შეძლებს პასუხის გაცემას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0