თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. მსოფლიო ფინანსური სისტემა სახიფათოდ არასტაბილური გახდა. მსოფლიოს გაკოტრებათა ზვავი ემუქრება, რაც სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის სიმყარეს გამოცდის, — განუცხადა გამოცემა The Telegraph–ს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ უილიამ უაითმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის წინ.
„ვალები ბოლო რვა წელში გაიზარდა და მსოფიოს ყველა კუთხეში ისეთ დონეს მიაღწია, რომ სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია“, — განაცხადა მან და დაამატა, რომ ამ ვალებიდან ბევრი სამუდამოდ დაუფარავი დარჩება.
უაითის თქმით, ვითარება იმაზე უარესია, ვიდრე ეს 2007 წლის მსოფლიო კრიზისის წინ იყო.
მისი აზრით, ევროპელ კრედიტორებს მსხვილ „კრეჭასთან“ მოწევთ შეჯახება. კერძოდ, ევროპის ბანკებმა უკვე ცნეს ერთი ტრილიონი დოლარის ოდენობის მოუმსახურებელი ვალები. ეს ბანკები ზედმეტად ღიაა განვითარებადი ბაზრებისთვის და სავარაუდოდ, ახანგრძლივებენ იმ „უიმედო კრედიტებს“, რომელთა თაობაზე ინფორმაცია არ ხმაურდებოდა.
სწორედ ეს განვითარებადი ბაზრებია, უაითის აზით, ყველაზე დიდი პრობლემა. თუმცა ბანკ Lehman Brothers–ის გაკოტრების შემდეგ, რის გამო გადავიდა კიდეც 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი უმწვავეს ფაზაში, სწორედ განვითარებადი ბაზრები იქცა პრობლემის გადაჭრის შემადგენელ ნაწილად. რაოდენობრივი შერბილებისა და ნულოვანი საპროცენტო განაკვეთების გამო ამ ბაზრებზე „საკრედიტო ბუშტები“ წარმოიქმნა. და ახლა მათმა ვალებმა არნახულ სიმაღლეებს მიაღწია.
The Telegraph აღნიშნავს, რომ უაითის პროგნოზები განსაკუთრებულია, ვინაიდან ის ერთ–ერთი იმათგანი გახლდათ, ვინც 2005–2008 წლებში დასავლური ფინანსური სისტემის კრახზე ხმამაღლა საუბრობდა.
გამოცემასთან ინტერვიუში უაითს არ დაუზუსტებია, რა იქცევა კრიზისის კატალიზატორად, თუმცა ყურადღება გაამახვილა ჩინური იუანის დევალვაციაზე, რამაც „შესაძლოა მეტასტაზები გაუშვას“.