დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: ინდუსტრიული რევოლუცია და მიგრაცია

© photo: Sputnik / Alexander Yuriev / გადასვლა მედიაბანკშიდავოსი
დავოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმის 2500-ზე მეტი მონაწილე ნავთობზე ფასების ვარდნის, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტემპების, გეოეკონომიკური გამოწვევების, გლობალური უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და განათლების საკითხებს განიხილავენ.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის გამართვის საკითხებზე იმსჯელებენ, რომელიც შვეიცარიაში ოთხშაბათს გაიხსნება.

ფორუმზე, რომელიც 20-23 იანვარს გაიმართება, 100 ქვეყნის 2500 წარმომადგენელი და სახელმწიფოთა და ხელისუფლებების 40 პირი შეიკრიბება. ფორუმის ძირითადი თემა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია იქნება. საერთაშორისო წარმომადგენლები ასევე იმსჯელებენ მიგრაციულ პოლიტიკაზე, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, გლობალურ უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, გენდერულ საკითხებსა და კლიმატის ცვლილებებზე.

უცხოელი წარმომადგენლები

მიმდინარე ფორუმზე არ იგეგმება  ევროსაბჭოს თავმჯდომარის დონალდ ტუსკისა და ევროკომისიის თავმჯდომარის ჟან-კლოდ იუნკერის მონაწილეობა. თუმცა, ფორუმს 12 ევროკომისარი დაესწრება, მათ შორის ფრანს ტიმერმანსი, ფედერიკა მოგერინი, იოჰანეს ჰანი, მიროშ შეფჩოვიჩი და პიერ მასკოვისი.

ასევე ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გენერალური მდივანი ჯონ კერი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი, თურქეთის ვიცე-პრემიერი მეჰმედ სიმსეკი და საგარეო უწყების პირველი პირი მევლუთ ჩავუშოღლუ, საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადელ ალ-ჯუბეირი, ავსტრიის საგარეო უწყების პირველი პირი სებასტიან კურცი, გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო და ჩრდილოეთ ევროპის, ლათინურ ამერიკის, აზიისა და აფრიკის პრემიერები და მინისტრები.

კონგრეს ჰოლის შენობა დავოსში. - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში მიემგზავრება

მედიისთვის დავოსის ფორუმის მონაწილეთა შორის ყველაზე დიდ მოლოდინს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზაფირის შვეიცარიაში ჩასვლა იწვევს. როგორც მოსალოდნელია, საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდეგ მინისტრი ფართო აუდიტორიის წინაშე სიტყვით პირველად წარდგება.

საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენდირექტორი უილიამ ლეისი სვინგი, გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში ზეიდ რაად ალ-ჰუსეინი, წითელი ჯვრის პრეზიდენტი პიტერ მაურერი და სხვები.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შვეიცარიას საქმიანი ვიზიტით 20-22 იანვარს ესტუმრება. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტთან კრისტინ ლაგარდთან, წითელი ჯვრის პრეზიდენტთან პიტერ მაურერთან, ნიდერლანდების პრემიერ მარკ რიუტესთან და ასევე საერთაშორისო ინვესტიციების ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.

პოროშენკო ფორუმზე ფინანსური დახმარების შემდგომი ტრანშის მოთხოვნას გეგმავს. გარდა ამისა, მისი სურვილია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და დონბასში შექმნილი ვითარების განხილვა.

რუსეთის მონაწილეობა

რუსეთი დასავლეთის მხრიდან სანქციების გაგრძელების პირობებში ფორუმის მონაწილეებს „აზიურ“ დღის წესრიგს შესთავაზებს. თუ გასულ წელს დელეგაციას პირველი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი ხელმძღვანელობდა, წელს დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი შორეულ აღმოსავლეთში და ვიცე–პრემიერი იური ტრუტნევი უხელმძღვანელებს.

კონგრეს-ჰოლის შენობა დავოსში (საარქივო ფოტო) - Sputnik საქართველო
მედია: რუსეთის დელეგაციას დავოსის ფორუმზე ვიცე–პრემიერი ტრუტნევი წარმოადგენს

გასულ წელს დავოსში ბიზნესისა და ხელისუფლებების წარმომადგენლებმა მსოფლიო ეკონომიკის რთული ვითარება, მდგომარეობიდან გამოსვლის გზები და ნდობის აღდგენის საკითხები განიხილეს. მიმდინარე წელს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესებულა — მნიშვნელოვნად დაჩქარდა ნავთობზე ფასების ვარდნა, შენელდა მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტემპები, გაგრძელდა კრიზისი უკრაინაში, დასავლეთი და რუსეთი ურთიერთშორის კვლავ სანქციებისა და შეზღუდვების დაწესებით.

ამ ფონზე რუსეთმა აზიის ბაზრისკენ დამატებით ნაბიჯი გადადგა. 2015 წლის სექტემბერში აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი ვლადივოსტოკში პირველად ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც დადებული იქნა შეთანხმება 1,8 ტრილიონი რუბლის მოცულობის ინვესტიციებისათვის.

სწორედ ამ მიღწევების შესახებ აპირებს საუბარს რუსეთი დავოსში.

„მსოფლიო საზოგადოებას იმ პროექტებს გავაცნობთ, რომელთა შესახებაც შეთანხმებებს ხელი 2015 წელს მოეწერა“, — განაცხადა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას რუსეთის  მთავრობის წარმომადგენელმა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში - Sputnik საქართველო
ექსპერტი: „დავოსის ფორუმმა შესაძლოა საქართველოს ახალი პროექტები მოუტანოს“

ფორუმის მონაწილეები ასევე ისაუბრებენ რისკების დაწევისა და დადებითი საინვესტიციო გარემოს შექმნისათვის აუცილებელ პირობებზე. შორეულ აღმოსავლეთში 

გარდა ამისა, „ერთი ფანჯრის“ პრინციპის საფუძველზე ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ აუცილებელი ადმინისტრაციული პროცედურები. ინვესტორთა უფლებებს სასამართლოში შორეული აღმოსავლეთის განვითარების სახელმწიფო კორპორაცია, რუსეთის ხელისუფლების ასპროცენტიანი მონაწილეობით, დაიცავს.

რუსეთს დაგეგმილი აქვს დავოსის მონაწილეები ვლადივოსტოკში შემდეგ ფორუმზე მიიწვიოს.

ტრუტნევს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრების გამართვა იაპონიის, ჩინეთის, ინდოეთისა და სხვა სახელმწიფოების ინვესტორებთან.

„შექმნილია რეგიონის განვითარების პროგრამა, რომელიც კერძო ინვესტიციების მოზიდვაზეა ორიენტირებული. შექმნილია განვითარების ინსტიტუტები, შემუშავებულია საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მექანიზმები, თავისუფალი პორტები და ა.შ. ყველაფერი ეს პრინციპულად განასხვავებს შორეულ აღმოსავლეთში საინვესტიციო კლიმატსა და ქვეყნის სხვა ნაწილში არსებულ ვითარებას. და ჩვენ მსოფლიოსთვის ყოველივე ამის მოყოლას ვაპირებთ“, — განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 


ყველა ახალი ამბავი
0