დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

© photo: Sputnik / Alexander Yuriev / გადასვლა მედიაბანკშიდავოსის ხედი
დავოსის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია. შეიქმნა 1971 წელს, როდესაც ჟენევაში სიმპოზიუმზე ევროპის 400 წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი შეიკრიბა. 1971 წლიდან 1986 წლამდე ორგანიზაციას „მენეჯმენტის ევროპული ფორუმი“ (European Management Forum)ეწოდებოდა.

მსოფლიო  ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია. შეიქმნა 1971 წელს, როდესაც ჟენევაში სიმპოზიუმზე ევროპის 400 წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი შეიკრიბა. 1971 წლიდან 1986 წლამდე ორგანიზაციას „მენეჯმენტის ევროპული ფორუმი“ (European Management Forum)ეწოდებოდა.

ფორუმის პირველ შეხვედრებზე ძირითადი განსახილველი თემა — ეს კონკურენტულ ბრძოლაში დასავლეთ ევროპის პოზიციების გაუმჯობესება იყო. დროთა განმავლობაში თემატიკა თანდათან გაფართოვდა, დაემატა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესის შედეგები, განვითარებადი ქვეყნების დავალიანების პრობლემები. 1970–იანი წლების შუა პერიოდში დავოსში მსოფლიოს გავლენიანი პირების მიწვევა დაიწყეს (მთავრობების წევრებისა და  ბიზნესის ლიდერებისა) და უკვე მომდევნო ათწლეულში ფორუმმა წლის ერთ–ერთი უმთავრესი მოვლენის სტატუსი შეიძინა.
ფორუმის წევრები მსოფლიოს 50 ქვეყნის ათასამდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაციაა. ფორუმის წევრი ტიპიური კომპანია — ეს წელიწადში 5 მლრდ დოლარის ბრუნვის მქონე კომპანიაა.
ფორუმის დამფუძნებელი და უცვლელი ხელმძღვანელია ჟენევის უნივერსიტეტის ბიზნეს–ადმინისტრირების პროფესორი კლაუს შვაბი.
ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაში მდებარეობს.
ეკონომიკური ფორუმის უმთავრესი ღონისძიება — ეს ყოველწლიური შეხვედრებია, რომლებიც ტრადიციულად საქვეყნოდ ცნობილ სამთო–სათხილამურო კურორტ დავოსში ტარდება იანვრის ბოსა და თებერვლის დასაწყისში (გამონაკლისის იყო 2002 წლის სესია, რომელიც ნიუ–იორკში ჩატარდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ–ისადმი სოლიდარობის ნიშნად).
დავოსის ყოველწლიური შეხვედრების მიზანია არაფორმალურ გარემოში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების განხილვა. დავოსი ცნობილია არა მარტო იმით, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებს — სახელმწიფოებისა და მთავრობების, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, გამოჩენილ მეცნიერებსა და ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს უყრის თავს, არამედ იმითაც, რომ არაოფიციალურ გარემოში პოლიტიკურ ოპონენტთან შეხვედრის შესაძლებლობასაც იძლევა.
დავოსის დისკუსიები ტრადიციულად ბევრით განსაზღვრავს ეკონომიკური წლის პრობლემატიკას.
ფორუმის ფარგლებში შექმნილია და მოქმედებს პროფესიული ინტერესების გამომხატველი ჯგუფები და კლუბები: უმსხვილეს მეწარმეთა კლუბი, მრეწველობის სხვადასხვა სექტორის კომპანიებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ჯგუფი, ეროვნული კვლევითი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ჯგუფი, ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა ჯგუფი. ბოლო წლებში ასევე ჩამოყალიბდა გაერთიანებები: „ხვალინდელი დღის ლიდერები“ და „მაღალი ტექნოლოგიების პიონერები“.
მუშაობის ძირითადი ფორმაა სემინარები სხვადასხვა თემატიკაზე. დავოსის შეხვედრების ფარგლებში სამასამდე პლენარული სხდომა, სემინარი, „მრგვალი მაგიდა“ და ასევე „მაღალი დონის მინიშეხვედრები“ ტარდება. აქ არ არსებობს პროტოკოლები, გამოსვლები ოფიციალურად არ ფიქსირდება, დასკვნითი რეზოლუციები არ მიიღება.
საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის სპეციალისტები 1979 წლიდან ადგენენ მოხსენებას „გლობალური კონკურენტუნარიანობა“, რომელშიც მსოფლიოს 140–ზე მეტი ქვეყანა ორი მთავარი მაჩვენებლის — პოტენციური ზრდის ინდექსისა და კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით ფასდება. ბოლო წლებში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმმა ეკონომიკის ცალკეული რეგიონებისა და სექტორების დამატებითი რეიტინგების გამოშვება დაიწყო.
დავოსის შეხვედრების გარდა ასევე იმართება საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის რეგიონული სამიტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში.

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მასალებსა და ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0