თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი შორეულ აღმოსავლეთში და ვიცე–პრემიერი იური ტრუტნევი უხელმძღვანელებს, — წერს გაზეთი „ვედომოსტი“ პრემიერ მედვედევის პრესმდივან ნატალია ტიმაკოვაზე დაყრდნობით.
2009 წელს რუსეთს დავოსში პრემიერი ვლადიმირ პუტინი წარმოადგენდა, 2010–ში — ფინანსთა მინისტრი კუდრინი, 2011–ში — პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, 2012–ში — პირველი ვიცე–პრემიერი იგორ შუვალოვი, 2013–ში პრემიერ–მინისტრი დმიტრი მედვედევი, 2014–ში ვიცე–პრემიერი არკადი დვორკოვიჩი, ხოლო 2015–ში ისევ პირველი ვიცე–პრემიერი შუვალოვი.
ტიმაკოვამ გაზეთთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ტრუტნევის დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშვნა დელეგაციის სტატუსს არ ამცირებს.